__გამარჯობა.
უცნაური ღიმილი და უცნაური ხმა ჰქონდა. მისი მრავლისმეტყველი, თვალები მე მიყურებდნენ, თვალები რომელიც ისეთი გამორჩეული იყო რომ მსგავსი არასდროს მენახა. წამიერად ჩავფიქრდი და სულ აღარ მახსოვდა რომ ჩემს წინ ვინმე იდგა.
__ამმ გამარჯობა...
ძლივს ამოვიღე ხმა და მეც მივესალმე.
__ამ შუა ღამისას ქუჩაში ჩვეულებრივ არავინაა ხოლმე, Დღეს კი შენ დაგინახე ამიტომ გადავწყვიტე მოგსალმებოდი.
__გასაგებია. და შენ რატომ ხარ აქ?
__თითქმის ყოველ ღამე გამოვდივარ გარეთ, თითქოს უკვე ჩვევად მექცა.
ჰარი.
__რაა?
__ჰარი მქვია. შეიძლება შენი სახელი გავიგო?
ამ დროს მივხვდი რომ წამოდგომის დრო იყო. შარვალი დავიფერთხე, გავსწორდი და ისე ვუპასუხე.
__გრეისი.
__ხალხის სახეს მარტივად ვიმახსოვრებ და აქ ნამდვილად არასდროს მინახიხარ.
__დღეს ჩამოვედი სოფლიდან.
__ვიმედოვნებ ამიერიდან ხშირად გნახავ.
__შეიძლება. კარგი ახლა კი უნდა წავიდე,ალბათ იმის თქმა საჭირო არარის რო გვიანია.გარშემო მიმოიხედა და ირონიულად ჩაიცინა.
__კარგი, რათქმაუნდა.პირველი ნაბიჯი როგორც კი გადავდგი მივხვდი რომ ბოლო 15 წუთის განმავლობᲐში თავს კომფორტულად ვგრძნობდი და თითქოს ჩემს გონებას არ უნდოდა იქაურობის დატოვება.
როდესაც უკან მივიხედე, ჰარი ჯერ კიდევ მიყურებდა.
მასში რაღაც უჩვეულოა, რაც ჩემგან ყურადღებას იქცევს. მისი თვალები კი მასზე მეტად უცნაურია და ამავდროულად ლამაზიც.ვეცადე მისთვის ყურადღება აღარ მიმექცია და გზა განვაგრძე. რამოდენიმე მეტრი გავიარე,მაგრამ ვეღარ მოვითმინე და შევბრუნდი. უკან კი მხოლოდ ცარიელი ქუჩა დავინახე.
სახლში მისულს ძილი მომერია, სწრაფად შევედი სააბაზანოში კბილები გამოვიხეხე, კარადიდან ჩემი საყვარელი Პიჟამა გამოვიღე და დასაწოლად გავემზადე. საწოლი ისეთი ცივი იყო ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ცახცახი დავიწყე, საბანში გადავეხვიე და თვალები დავხუჭე.
ESTÁS LEYENDO
secrets of life. l〔დასრულებულია〕
Fanficთითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის და მეც თან მითრევს, მისი ზეციური თვალებით.