17

93 18 2
                                    

დილით ისეთი შეგრძნებით გავიღვიძე თითქოს შიგნეულობა მეწვოდა და ცეცხლი მეკიდა. ცოტაოდენი გამოფხიზლების შემდგომ სააბაზანოში შევედი და ცივი შხაპი მივიღე. ვფიქრობდი ამის შემდეგ თავს უკეთესად ვიგრძნობდი, მაგრამ ამ ყველაფერმა არ გაამართლა. "არ მოქმედებს".
სასაუზმოდ ქვემოთ ჩავედი და ავოკადოს მსუბუქი ტოსტი გავიკეთე, რომლის დანახვისას მივხვდი რომ ჭამისთვის კარგი დრო არ იყო. ამიტომ ოთახში დავბრუნდი და წასასვლელად გავემზადე. საბოლოოდ გადავწყვიტე კაფეში წასვლა და ალისიასთან ერთად დროის გატარება.
ჰოო, ისე მამაჩემმა რამოდენიმე დღით ქალაქი დატოვა და ისევ მარტო ვცხოვრობ. მაგრამ ეს დროებითია.

სახლის კარი გავიკეტე და გზას გავუყევი. თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ ამ ყველაფერს ბოლოდროინდელ ამბებს და დაღლილობას ვაბრალებდი. ფეხებს ძლივს ვიმორჩილებდი, მინდოდა იქვე ჩავკეცილიყავი და ყველა და ყველაფერი გარშემო, ჩემი ცხოვრებიდან გამექრო. მაგრამ გზას ვაგრძელებდი, მივდიოდი ვიწრო ბილიკზე რომელიც ვიცოდი ბოლოს კაფეში მიმიყვანდა.

როგორც კი ხალხით სავსე კაფეში ფეხი შევდგი, თავი ვეღარ შევიკავე და მაგიდას დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი. სწორედ ამ დროს გამოვიდა ალისია უკანა ოთახიდან და ჩემსკენ გამოიქცა.
არც კი მახსოვს როგორ ავღმოვჩნდი ოთახში რომელიც კაფის უკანა ნაწილში იყო, თავზე კი ალისია და ნაომი მადგნენ.
__რა მოხდა?
ვიკითხე აკანკალებული ხმით.
__გრეის თავს როგორ გრძნობ? კარგად ნამდვილად არ გამოიყურები.
(ალისია)
__გოგოებო მე უნდა გავიდე, ბევრი კლიენტია. თუ შეიძლება ცოტახანში შენც დამეხმარე. (ნაომი)
ალისიას გამოხედა და ოთახი დატოვა.
__რა გჭირს?
__სიმართლე გითხრა არ ვიცი. დღეს დილით ასე გავიღვიძე, მას შემდეგ კი ძალიან უცნაური შეგრძნება მაქ.
__გინდა წყალი მოგიტანო?
__კარგი იქნებოდა.

ოთახში რამოდენიმე წუთით მარტო დავრჩი, შემდეგ კი ალისია დაბრუნდა წყლის ჭიქით ხელში.
ხელი გავუწოდე ჭიქის გამოსართმევად როდესაც დაშტერებით ყურება დამიწყო.
__ეს რაარის? აქამდე არ შემიმჩნევია.
(ალისია)
ხელზე დავიხედე და უცნაური გამონაყარი შევამჩნიე. აქამდე ასეთი რამ არსად მენახა. წითელი, თითქოს გარშემო ნაკაწრებით იყო გარშემორტყმული.
__ალბათ მოგბეზრდა ჩემგან ამის მოსმენა, მაგრამ არ ვიცი.
__არ გეწყინოს მაგრამ, დღეს საერთოდ რამე თუ იცი შენს თავზე?
__ვიცი რომ ახლა თავს ძალიან მაბეზრებ.
__კარგი კარგი, ერთი აზრი მაქვს. ინფექციურ საავადმყოფოში წავიდეთ და გავიგოთ რა გჭირს.
__კარგი აზრია, და რო მკითხავენ ბოლო დღეეები სად გაატარეო რა ვუპასუხო? განსაკუთრებული არაფერი, ჯერ მაქცია აპირებდა ჩემს შეჭმას და შემდეგ ვამპირმა მეგობარმა გადამარჩინათქო?
__ კიდევ ერთი აზრი მაქვს, მაგრამ როგორც მივხვდი არც ეს აზრი მოგეწონება. ამიტომ არ გეტყვი.

თავი ისე მოვაჩვენე თითქოს მაინტერესებდა რას იტყოდა. მაგრამ ახლა ერთადერთი რაც მაინტერესებს გამონაყარია ჩემს სხეულზე.
გარედან ხალხმრავლობის გამო ხმაური ისმოდა და ალისიაც მიხვდა დრო იყო დასახმარებლად გასულიყო.
__უნდა წავიდე თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე, სანამ ჰარ...
__სანამ რა
__არაფერი, არაფერი.
დაჩქარებულად დატოვა ოთახი და ისეთი შეგრძნება დამიტოვა თითქოს რაღაცას მიმალავს და რამეს უნდამოველოდე.

მარტო დარჩენიდან 10_15 წუთში თავბრუს ხვევა გაძლიერდა, რასაც გულის რევის შეგრძნებაც დაემატა.
ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გამონაყარი არ იყო და რამე უნდა მომეხერხებინა. წამოდგომა ვცადე, წავბორძიკდი და იქვე მდგარ სკამს დავეყრდენი რადროსაც სკამიდან ჯამი გადმოვარდა. ამ ხმის გაგონებაზე კარიც გაიღო, წამიერად ნაცნობმა სახემ გამიელვა თვალწინ. მკლავში ხელის ჩაჭიდება ვიგრძენი და ისევ იმ პოზიციაში ავღმოვჩნდი როგორც აქამდე ვიყავი.
__მერამდენედ უნდა გითხრა რომ შენი ნახვა არ მინდა?!
__გრეის კარგად არ ხარ, ახლა ჩხუბის დრო არ არის.
ცოტა მაღალი ტონით მელაპარაკებოდა ჩემს წინ მდგარი ჰარი.
__არ მაინტერესებს, საერთოდ აქ რატომ ხარ?
კარი გაიღო და დიალოგი ალისიამ შეგვაწყვეტინა.
__მე დავურეკე. ვიცი რომ გაბრაზდები ჩემზე, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. (ალისია)
__და ახლა რა? ჰარი მოვიდა და მერე?
__მერე ის რომ შენ მე გამომყვები. (ჰარი)
__ არც კი იოცნებო, შენთან არაფერი მესაქმება.
__ეგ მაშინ მითხარი როცა ათობით ვამპირს ნახავ იგივე გამონაყარით.
__რა? თუ ვამპირებსაც იგივე რამ ჭირთ, მაშინ მე რატომ მაქვს?
__არ ვიცი, მაგრამ გავარკვევთ, თუ ჩემი გჯერა.

მართალია ახლა ნდობის პრობლემები მაქვს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. თანაც ჰარის თვალებში რაღაც დავინახე, რამაც თანხმობისკენ მიბიძგა. თითქოს ჩვენი ბედისწერა ერთმანეთს კვეთდა.

ჰარიმ სასტუმროში წამიყვანა,სადაც მართლა ათობით ვამპირი იყო იგივე დაავადებით. ჯერ ვერ გაეგოთ რა იყო ამის გამომწვევი, თუმცა ჰარის თქმის ამას მალე გაარკვებდნენ. მეორე ამოცანა კი იყო ის, თუ რატომ მაქვს იგივე გამონაყარი მეც, ერთადერთ ადამიანს.
ამიტომ ვხვდები, დიდი თავგადასავალიც აქ იწყება...

secrets of life. l〔დასრულებულია〕Where stories live. Discover now