31

82 14 9
                                    

გათენდა ორაბათიც. სკოლის დამთავრებამდე მხოლოდ კვირებიღა რჩება. სკოლის ჩანთა გავამზადე და ალისიას მივწერე კაფესთან შემხვედროდა. თანაც დიდიხანია კაფეში არ ვყოფილვარ და დეიდა ნაომისაც მოვინახულებდი.

როდესაც მანქანაში ვაპირებდი ჩაჯდომას ტელეფონზე უცხო ნომრისგას ზარი შემოვიდა. მეც დაუფიქრებლად გავაგონე.
"ოო არა".
__გეგმები შეიცვალა, სახლში უნდა წავიდე სასწრაფოდ.
__მაგრამ ბატონი ჰარი
__ჰარისთან მე მოვაგვარებ.

ალისიას ნომერი ავკრიბე და მის პასუხს დაველოდე.
__ალისია, გრეისი ვარ. სკოლაში ვერ მივალ. სახლში რაღაც ხდება, როგორც მითხრეს სასწრაფოდ უნდა მივიდე იქ.

ნეტავ რა ხდება ან ვინ დამირეკა?
როცა მივალ გავიგებ.
მძღოლს მისამართს ვკარნახობდი, გავდიოდით ჩემთვის კარგად ნაცნობ ქუჩებს და სახლსაც მალე მივადექით. მაქანის კარი გავაღე და გადმოვედი.
__შეგიძლია წახვიდე. ვიცი ჰარიმ გითხრა რომ არ მომშორდე, მაგრამ თუ გკითხავს უთხარი რომ სახლში ვარ.

სახლის კარი მხოლოდ მას შემდეგ გავაღე, რაც დავრწმუნდი რომ მართლა წავიდა.
როდესაც სახლში შევედი, ზუსტად ისევე გამოიყურებოდა როგორც დავტოვე. საეჭვო არაფერია, რის გამო დამირეკეს.

შემოსასვლელს ოდნავ მოვცილდი თუ არა კარი ჩემს უკან დაიკეტა. გაღება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ.
მას შემდეგ გავიაზრე ყველაფერი, რაც კიბეზე ნაცნობი სილუეტი შევნიშნე.
__მამა.
__გამარჯობა შვილო.
__აქ რას აკეთებ? არ გაქვს უფლება ამ სახლში ყოფნის. საერთოდ არც იმის უფლება გაქვა რომ შვილი მიწოდო.
__გელოდებოდი. ვიცოდი რომ იმ დღის შემდეგ სახლში არ დაბრუნდებოდი, ამიტომ დაგირეკე დღეს დილით. გეგონა ვერ შეგნიშნავდი, როდესაც ვამპირებს შორის იმალებოდი? ყველაფერი ვიცი შენსა და იმ ვამპირზე.
__ასე რა უფლებით მელაპარაკები. იცი მაინც რამდენი მათგანი დაიხოცა იმ ღამეს თქვენს გამო?
__ბევრი, მაგრამ არა საკმარისი. არ მოვისვენებთ სანამ ყველა მათგანი არ მოკვდება.
__მონსტრი ხარ.

secrets of life. l〔დასრულებულია〕Where stories live. Discover now