22

86 14 0
                                    

დილაადრიანად გავიღვიძე, დარწმუნებული ვყოფილიყავი რომ სკოლისთვის ყველაფერი მზად მქონდა. სანამ ალისია გაიღვიძებდა და მომზადებას მორჩებოდა, სამზარეულოში ჩასვლა გადავწყვიტე რომ მსუბუქად წამეხემსებინა.
პირველ რიგში რათქმაუნდა  ჩაი დავადგი, რიგორც ჩანს აქ ელექტროობა წესრიგში არარის. ამიტომ ცოტა დიდხანს მოუნდა წყალი ადუღებას.

საათს რომ დავხედე საჭმლის მომზადების დრო აღარ იყო, ამიტომ ოთახში დავბრუნდი ჩაის ჭიქით ხელში.
__გაგიღვიძია.
__შენ კი უკვე მოგისწრია ჩაის გაკეთება.
__რათქმაუნდა.

ჩაის ნელ_ნელა ვწრუპავდი, თან ალისიას ვეხმარებოდი ნივთების ჩალაგებაში. ყოველთვის წასვლის წინ ალაგებს, ამიტომაცაა რომ ხან ისტორიის წიგნი რჩება, ხან ინგლისურის.

__აბა უკვე მზად ხართ?
ოთახში მომღიმარი ჰარი შემოდის.
__გრეის, დარწმუნებული ხარ რომ სკოლაში წასვლა გინდა?
__კი ჰარი. მთელი დღე აქ ხო არ ვიქნებით გამოკეტილები? თანაც ყურადღების გადატანა გვჭირდება რაიმეზე.
__კარგი თუ ასე ფიქრობ. ქვევით მანქანა გელოდებათ, რომელიც სკოლაში მიგიყვანთ.
__კარგი წავედით.
__და კიდევ... სკოლის ეზო არ დატოვოთ სანამ ვინმე არ მოგაკითხავთ.
__ჰარი ეგ უკვე ზედმეტია, თავადაც შეგვიძლია გზის გაგნება.

პასუხი არ დაუბრენებია ისე ჩავედით ქვემოთ და სკოლის გზას გავუდექით.

როდესაც სკოლის ეზოში ფეხი შევაბიჯე, თვალწინ დამიტრიალდა კადრები რომელიც მჭიდროდ დარჩა ჩემს გონებაში.

კვირის დასაწყისში ყველაზე საშინელებაა როდესაც პირველი გაკვეთილი ისტორია გაქვს. ბოლო რამოდენიმე გაკვეთილი გავაცდინე, ამიტომ მომიწევს ახნსნა_განმარტების ჩაბარება.

. . .

ინციდენტის შემდეგ თითქოს აქაურობა შეცვლილიყო, ყველა უფრო ფრთხილობს. კამერები გაორმაგებულია და დაცვაც ყოველ კუთხეში დგას.

secrets of life. l〔დასრულებულია〕Where stories live. Discover now