ერიკის თქმით მსხვერპლის თავად შერჩევა არ მომიწევდა და ასეც მოხდა. მისივე ნათქვამ მისამართზე მუვედი, დაახლოებით ღამის 12 საათი იქნებოდა. ტყის პირას გრძელ სკამზე ჩამოვჯექი და დაველოდე რაიმე მინიშნებას. გარშემო არავინ იყო, სანამ ერთი გოგო არ გამოჩნდა.
"კარგით რა, ასეთი პატარა რატომ". გავიფიქრე გონებაში, როდესაც მისი სახე უკეთესად დავინახე. 20 წლისთუ იქნებოდა. მე კი ის უნდა და მოვკლა უმიზეზოდ მას ხომ არაფერი დაუშავებია.
მიახლოვდება და მაშინვე ვხვდები, შთაგონების ქვეშაა.
__შენ ალბათ ჰარი ხარ.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
__მე მითხრეს რომ შენთან მოვსულიყავი. არ ვიცი აქ რატომ ვარ, უბრალოდ მოვედი.
__კარგი დამშვიდდი.ისე ვამშვიდე თითქოს არაფერი მოხდებოდეს. რატომ მიწევს ამის გაკეთება?
მისი სხეული ახლოს მოვიწიე. საკუთარ ვენას ვუკბინე რომ სისხლი კარგად წამოსულიყო.
__ყველაფერი რიგზეა, ახლა ეს უნდა დალიო კარგი?
შეშინებული მზერით მიყურებდა, ვერ ხვდებოდა რატომ აკეთებდა ამას და რატომ ემორჩილებოდა ჩემს სიტყვას.როდესაც სისხლი საკმარისი რაოდენობით მიიღო, ხელი გამოვაცალე და შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე ჩავფიქრდი.
__ახლა ცოტა გავიაროთ.გზას გავუყებით. ვეძებდი ხერხს თუ როგორ გამეკეთებინა ეს. მალევე მივუახლოვდით ხიდს, რომელიც მდინარეზე იყო გადებული.
ხიდზე ავედით და მის დასამშვიდებლად რამე უნდა მეთქვა.
__ცურვა იცი?
__ამმ არა.
__ვწუხვარ. მართლა ძალიან ვწუხვარ.
__რისთვის?თავი მოვაბრუნე და მას ხელი ვკარი.
წყალში ჩავარდნის ხმა გაისმა.
რა ჩაიდინე ჰარი სტაილს. რამოდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი და ველოდი როდის შეწყვეტდა სხეული წყალში ფართხალს. ეს მომენტიც მალე დადგა. მაგრამ მასზე აღარ მიფიქრია, როდესაც ჩემს გვერდით სხეული გამოჩნდა.
__ერიკ, აქ იყავი?!
__გამომგზავნეს რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რომ დავალებას შეასრულებდი. გოგოზე არ იდარდო. წადი და მოემზადე ყველაზე ბნელი და ჭუჭყიანი ღამისთვის მთელ ცხოვრებაში.
YOU ARE READING
secrets of life. l〔დასრულებულია〕
Fanfictionთითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის და მეც თან მითრევს, მისი ზეციური თვალებით.