თვალებს ზანტად ვახელ და პირველი რასაც ვხედავ მაღალი, ძველებური სტილის ჭერია. რამოდენიმე წამი დამჭირდა გამოსაფხიზლებლად.
უზარმაზარ ოთახში, ხის საწოლზე ვწევარ და გარშემო არავინაა. ოჰჰ, ტკივილი. ინსტიქტურად ხელი თავთან მივიტანე, გონება დავძაბე და გუშინდელი ამბები გავიხსენე. ამის შემდგომ ფეხზე წამოვდექი და ფანჯრის რაფასთან მივედი რომელსაც შავი, გაუვალი შუშა ქონდა ჩასმული. ამ დროს რკინის კარმა გაღება დაიწყო და ოთახში ჰარი შემოვიდა. გუშინდელის მერე ალბათ ნორმალური რეაქცია მქონდა და შეშინებული შევკრთი.
__გრეის...
__ჰარი გთხოვს მეტი ახლოს ნუ მოხვალ.
სვლა შეანელა და ხელი გამომიწოდა.
__ნუ გეშინია, ისევ ის ჰარი ვარ.
__ჰარი გთხოოვ...
__კარგი, მერე ვილაპარაკოთ, ახლა დაისვენე.
__დასვენება არ მჭირდება. საერთოდ სად ვარ! სახლში მინდა წასვლა, თანაც ახლავე.
__კარგი მე წაგიყვან, მაგრამ ჯერ ვილაპარაკებთ.
__ჰარიი
__გრეის აქედან ვერ გახვალ თუ არ მომისმენ.
__კარგი, მაშინ გისმენ. და რა უნდა მითხრა?
__ყველაფერს მოგიყვები. ჩემზე, აქაურობაზე, იმაზე რაც გუშინ ნახე.ამ ნათქვამმა დამაინტერესა და საწოლზე ჩამოვჯექი. ჰარი ფეხზე მდგომი დარჩა და ამბის მოყოლა დაიწყო.
__ ალბათ როგორც უკვე მიხვდი, ჩვენ ვამპირები ვართ.
__ჩვეენ? კიდევ რამდენი ხართ?
__ასობით. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა სასტუმროში იმყოფები, ეს ადგილი ჩვენი ერთადერთი თავშესაფარია. დამიჯერე აქ არავინ არაფერს დაგიშავებს, მეტიც უსაფრთხოდაც კი ხარ.
__ჰარი ნუ მეუბნები რომ აქ უსაფრთხოდ ვარ, ათობის ვამპირის საცხოვრებელში. და შეენ? ვამპირი ხარ.
__ვიცი მაგრამ...
__ჰარი შენ მე სულელად გამოგყავდი როცა ამაზე რამეს გეკითხებოდი. ყოველ ჯერზე მარწმუნებდი რომ სულელი ვიყავი და ეს ვამპირების თემა უბრალო აკვიატება იყო.
__მე უბრალოდ ვცდილობდი ეს ყველაფერი შენგან ამერიდებინა. დამიჯერე არც ისე კარგია როცა ყველაფერი იცი.
__ყველაფერში რას გულისხმობ?! კიდევ არის რამე?
__გუშინდელი ღამე. ის არსებები მაქციები არიან, ალბათ ამაზეც გაგიგია რამე.
__ხო ხო მაქციები, ადამიანები რომლებიც სასვე მთვარისას მგლებად გარდაიქმნებიან. მაგრამ ისინი მგლებს ნამდვილად არ გავდნენ.
__ხო ვიცი. მგელკაცები და არა მგლები. რათქმაუნდა არიან გამონაკლისები, ალფები რომლებსაც შეუძლიათ თავის მგლად გარდაქმნა, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა.
__ჰარი ერთი წუთით, ანუ ახლა იმას მეუბნები რომ ზებუნებრივი არსებები მართლაც არსებობენ?
__ნუთუ შენი თვალით ნანახის შემდეგ, კიდევ არ გჯერა.
__ბოდიში მაგრამ რთულია როცა ჩვეულებრივ ადამიანაც იღვიძებ, საღამოს კი მაქცია ცდილობს შენს მოკვლად. ამ დროს კი შენი ვამპირი მეგობარი მოფრინდება და გადაგარჩენს.
__მეგობარი? ანუ ისევ მეგობრები ვართ.
__ამის თქმა ჯერ ადრეა. ახლა კი სერიოზულად სახლში უნდა წავიდე. საერთოდ რომელი საათია, აქ ასე რატომ ბნელა?
__მზე..
__აა ჰოო ვამპირებს მზეზე სიარული არ შეუძლიათ. მაგრამ შენ..
__ყელსაბამის გამოა, რომელიც სულ თან მაქვს. მზის ენერგიისთან მიცავს მაგრამ სრულიად არა.
__გასაგებია. ჯანდაბააა.
__რა ხდება
__გუშინ წვეულებაზე ალისიასთან ერთად ვიყავი, ნეტავ როგორ არის ან სად არის. ჰარი ახლავე უნდა წავიდე.
__კარგი მე წაგიყვან.
__არა არარის საჭირო, ტაქსით წავალ.
__შენი აზრით აქ რომ ტაქსი დადიოდეს ასე დაცულად ვიგრძნობდით თაავს?
__კარგი ხო.
ESTÁS LEYENDO
secrets of life. l〔დასრულებულია〕
Fanficთითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის და მეც თან მითრევს, მისი ზეციური თვალებით.