უჩვეულო ღამე იყო,მეტად ბნელი, მეტად ცივი, წყნარი, ქარი მუქ თმას მიწეწავდა, ძველი თბილისის ქუჩებში დავიარებოდი, აღმართს მივუყვებოდი და წარსულზე ვფიქრობდი, ჩემს წარსულზე, კიბეები ავიარე და თბილისს მაღლიდან გადმოვხედე, ყოველი ნათურა ანათებდა ქალაქს, სამების ეკლესიას თვალი შევავლე ყველაზე მეტად ბრწყინავდა. ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები. ქურთუკი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე სხეულზე და იქვე ჩამოვჯექი. ავტომობილების ხმა ისევ აღწევდა ჩემს ყურამდე, ცას მუქი ლურჯი ფერი ემოსა ღრუბლებიც არსად ჩანდნენ, სიმშვიდე გონებას მიბინდავდა, ქარი კი ფიქრებს ფანტავდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და საათს დავხედე, ათი საათი იყო მეკი ისევ ქუჩაში დავხეტიალობდი. საბაგიროს შევავლე თვალი, ორი მგზავრი შევნიშნე შიგნით, სიბნელეში მათ სახეებს ვერ ვხედავდი მაგრამ აღნაგობით მივხვდი, რომ ერთი გოგო იყო მეორე კი მამაკაცი. ერთმანეთს ეხვეოდნენ და საუბრობდნენ.
გრძნობებში არეული უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი, წარსულის ფრაგმენტებს გონებიდან ვერ ვიგდებდი. უშნოდ შეჭრილ თმას დავხედე შავი კულულები აღარ მქონდა მახსოვს ის დღე, როდესაც საკუთარი თავის დამახინჯება ვცადე, იმ დღეს ცხოვრება არ მინდოდა, იმ დღეს წვრილმანმა პრობლემებმა დაგროვება დაიწყეს, ყველაფერმა ერთად ამოხეთქა.
წარსულის ფრაგმენტებმა სხეული და გონება გადამიჭედეს,შევეშვი გახსენებას და ჯიბიდან სიგარეტის ერთი ღერო ამოვაცურე, სანთებელა ავანთე და სიგარეტს მოვუკიდე კვამლი ფილტვებში დავიგროვე თითქოს დახრჩობას ვცდილობდი. ამოვისუნთქე ნაცრისფერი კვამლი კი მალევე გაქრა.
-ელენე!-ვიღაცის ყვირილი ჩემს ყურთასმენას მისწვდა. ფიქრის დაწყება არ მსურდა და ხმას ვაიგნორებ. კიდევ ერთ ნაპასს ვურტყავ. როდესაც ჩემს მარჯვნივ შავს ჩრდილს ვხედავ.
-ვინმეს ეძებ?-ვეკითხები, თან კვამლს ჰაერში ვუშვებ. ჩემსკენ ნაბიჯს დგავს.
-ქერა გოგო ხომ არ დაგინახავს?-მეკითხება, ყელი გაოფლილი აქვს თმები კი თვალებს უფარავს, ბაგეს ხნის და ჰაერს ხარბად ისუნთქავს.
-იმ გოგოს გულისხმობ საბაგიროში რომ ჩაჯდა მამაკაცთან ერთად წუთების წინ??-წამით არემარეს უცნაური სიჩუმე იპყრობს. გამაღიძიანებელ სიჩუმეს ამჯერად ჩუმი სიგნალის ხმა არღვევს.
-მამაკაცთან ერთად?-ცალ წარბს მაღლა წევს თავადაც ძალიან გაოცებული რჩება.
-ამ სამყაროზე რამდენი შესანიშნავი გოგო არსებობს, ვიღაც ნაბიჭვარს კი ერთად ორი ეკიდება.-ვჩურჩულებ ისე, რომ მანაც გაიგოს,ფეხზე ვდგები-ძმაო დაანებე მაგ გოგოს თავი, გულს გატკენს.-მის წინ ვჩერდები ჩემს სიგარეტს ბაგეებს შორის ვჩრი და ვუჩინარდები.
YOU ARE READING
Feel it ✈︎
Romanceწარსულის ბურუსში გახვეული მისგან დაღწევას ცდილობს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და ახალ სამყაროს ფუნჯით ხელში ესალმება. რაიქნება როცა ხატვას კვლავ დაიწყებს და შეხვდება ახალ ადამიანს განსაკუთრებული გრძნობებით.