ანარეკლში მხოლოდ წითელ თვალებს ვხედავ რომელშიც ვკითხულობ თითოეულ ამოუცნობ გრძნობას.
დატვირთული გონება არეულობას მიქმნის სულში. თვალებში ჩამქრალი ნაპერწკალი კიდევ უფრო მაფორიაქებს. ისედაც დასკლეცილ ტუჩს კიდევ უფრო მაგრად ვკბენ, წვას ვგრძნობ და წითელი სისხლი ნიკაპზე მეწვეთება.
"ასეთი საშინელიც არაა შენი ცხოვრება"-მეუბნება გონება მაგრამ გულში მწველი ტკივილი სხვა რამეს ამბობს. დავყურებ ტელეფონის ეკრანზე აკაშკაშებულ რამდენიმე სიტყვას და ხმამაღლა ვიმეორებ.
-ცოტაც მოითმინე, მალე შევრიგდებით.-ვოხრავ, ვგრძნობ ტკივილს, ტკივილს და მეტს არაფერს.
კვლავ შევყურებ მუქ სფეროებს და ვცილობ ამოვიკითხო ყველაფერი რისი ამოკითხვაც აქამდე ვერ შევძელი.
საკუთარ თვალებშიც ჩემს ანარეკლს ვხედავდი, განადგურებულს,უსულოს, შეძრწუნებულს. სასაცილო იყო საკუთარი თავის ასე დანახვა. გაქცევა მინდოდა, მინდოდა გავცლოდი ამ სამყაროს და ამას ჩემს თვალებში ვხედავდი ჩასიებული და აწითლებული თვალები ჭკუიდან მშლიდა, რისთვის ვიტანჯავდი თავს? რატომ არ შემეძლო უბრალოდ გავცლოდი იმ ადამიანს, რომელიც ტკივილს მაყენებდა? იქნებ გულის სიღრმეში ამით ვიყავი შებყრობილი? ვცდილობდი საკუთარ თავთან გამერკვია ყველაფერი მაგრამ არაფერი გამომდიოდა თავადაც არ ვიცოდი რა მინდოდა, რა მტკენდა და რა მაწუხებდა..
იქნებ უბრალოდ იმ ადამიანის დაბრუნება მინდოდა ვინც მიღალატა ან უბრალოდ ვერ ვაღწევდი მისგან, ანდაც საკუთარი თავისგან დაღწევას ვლამობდი. ხელი ჩავიქნიე, საკუთარ ანარეკლს მოვწყდი და ჩაბნელებული სააბაზანო დავტოვე.
-აბა მოვიდა პასუხები თუ ჯერ კიდევ არა?-წინ ვივიენი შემეჩეხა.
-ნუ ხარ მოუთმენელი! ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა ასე მალე ვერ მივიღებ გამოცდის პასუხებს.
-კარგი, კარგი-ჩაიბურტყუნა და ჩემს წინ გაიხადა სპორტული შარვალი. დავინახე მეგობრის წვრილი ფეხები და თეთრი ქათქათა კანი.
-სადმე აპირებ წასვლას?-ჩავეკითხე და სიგარეტი ავიღე მაგიდიდან.
-ჰო, დანიმ დამპატიჟა..-დაიმორცხვა და წითელ კაბაში მოხერხებულად ჩახტა.
-ოჰოო! როგორც ვხედავ თქვენი ურთიერთობა ნელ-ნელა ისევ წინ მიიწევს.
-წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან ლამაზო-ჩაიჩურჩულა და თვითონაც აიღო სიგარეტი მაგიდიდან.-ჰე ახლა ამოიღე ეგ შენი შეკვეთით დამზადებული სანთებელა და მოდი ბარემ კაბის ელვა შემიკარი-მომაძახა და სიგარეტი ვარდისფერ ტუჩებს შორის ჩაიჩრა.
-შენ რომ გკითხონ არ უნდა მოწიო..-ჩავიბურტყუნე და ოქროსფერკანტიან სიგარეტს მოვუკიდე.
-ხომ გითხარი? მე ამას საკუთარი წარსულის გამო არ ვაკეთებ, მე ეს მომწონს შენგან განსხვავებით!.-მძიმედ ამოიოხრა და თან ფილტვები გაანთავისუფლა ნაცრისფერი კვამლისგან.
-შენს სანთებელას მათხოვებ?-მომიბრუნდა და ქერა თმა ყურს უკან გადიწია. უცნაურად მიყურებდა, თითქოს მისი თვალებიც რაღაცას მეხვეწებოდნენ.
-არა!-მკაცრად ვუთხარი- რათგინდა სანთებელა? ხოიცი დანის არ უყვარს, რომ ეწევი.
-ისე უბრალოდ..-კეფა მოისრისა.
-კარგი რა, ის უკვე შენი შეყვარებულია მის მოსახიბვლად ხომ არ მიდიხარ?..
-კარგი ჰო!-დამიყვირა და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო. წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოიცვა და სარკეს გაუსწორა თვალი.
-აბა, როგორ გამოვიყურები?-ჩაიხითხითა და საკუთარი ანარეკლის შეთვალიერების მერე მომიბრუნდა.
კარგად შევათვალიერე მისი ჩაცმულობა. ვივიენმა წითელ კაბას სადა ყელსაბამი, სამაჯური და საყურეც დაურთო.
-მოკლედ, რომ ვთქვათ... დანი დორბლებს გადმოყრის!-ჩავიცინე და კვლავ გავათავისუფლე ფილტვები სიგარეტის კვამლიგან.
-ანუ კარგად გამოვიყურები.. ძალიან კარგი, წავედი ახლა! დანი მანქანაში მელოდება..
-მიდი ჰო წადი.. მეც უნდა გავიდე-წამოვდექი და ქურთუკი მოვიხურე.
გრილოდა, დავინახე დანის მანქანა ვივიენი მისკენ გაიქცა და სწრაფად ჩაჯდა ლურჯ მანქანაში. ქურთუკი შევიკარი სხეულზე სიცივისგან გამოწვეულმა ჟრუანტელმა დამიარა.
-ჰეი!-შემომძახა მეგობარმა ჩაწეული ფანჯრიდან-სადმე მიდიხარ? გინდა გაგიყვანო?-გულწრფელი ღიმილი დააყოლა ყოველივეს.
-არა, მადლობა წადით თქვენ და იცოდეთ მაგრად გაერთეთ!-გავიღიმე და ხელი დავუქნიე უკვე მიმავალ მანქანას.
ჩიხში შევედი და უცნობ გზას გავუყევი, არ ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ მინდოდა ნაცნობ ადგილებს გავცლოდი. უამრავ ნაგვის ურნას ავუარე გვერდი და პარკიც შევნიშნე მაგრამ მაინც მინდოდა სადმე უკაცრელ ადილას შეყუჟვა და დამალვა. კვლავ განვაგრძე სვლა და მგონი მართლაც მოვხვდი უკაცრიელ ადგილას. ირგვლივ არავინ იყო, საერთოდ არავინ მხოლოდ რამდენიმე დანგრეულ შენობას ვხედავდი.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ზედმეტად ვიწრო ჩიხიდან გამომავალი კვამლი შევნიშნე, ჯიბეები შევამოწმე მაგრამ სიგარეტის კოლოფი ვერსად ვნახე, ფიქრის შემდეგ შევძელი და გავიხსენე, რომ სიგარეტი სამზარეულოს მაგიდაზე დავტოვე და აღება დამავიწყდა. ამოვიოხრე და მიმოფანტულ ქვიშაში ჩავდგი ფეხი.
ყველგან ნანგრევები იყო, განადგურებული კედლები, ნაცრისფერი ბლოკები და რაღაც მეტალები. გზა გავიკვლიე და იმ ჩიხთან აღმოვჩნდი საიდანაც კვამლი გამოდიოდა შემაჟრჟოლა და შიშმა ამიტანა. "საერთოდაც რატომ გინდა ხიფათში გახვევა?"-მეუბნებოდა საკუთარი მეორე მე მაგრამ წამითაც არ მომისმენია მისთვის. ჩიხში შევედი და კვლავ დავინახე ნაცრისფერი კვამლი რომელშიც მამაკაცი გახვეულიყო, მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი შავი კოსტიუმი და ნახშირივით შავი თმა..
ნაცნობი იერი შევათვალიერე და ისიც ნელა დაიძრა, მალე კი შევეჩეხე შავ სფეროებს და დამატყვევებელ ნახევარ ღიმილს.
"ანდრია"-ჩემი გონება ჯერ კიდევ ვერ ჩერდებოდა.
-სანდრა?-გაიკვირვა და თითებს შორის მოქცეული სიგარეტი კედელს მიასრისა.
-არველოდი შენს აქ ნახვას-მზერა ამარიდა და სიცივისგან გათეთრებული ხელები კლასიკური შარვლის ჯიბეებში ჩაიჩურთა. კედელს მძიმედ მივეკარი, ისიც ასე მოიქცა ოღონდ საყრდენად საპირისპიროდ მდგარი კედელი გამოიყენა, ამჯერად შავი თმა ჩვეულად შუბლზე არ ჰქონია ჩამოყრილი არამედ გელით ზემოთ აწეული და მომხიბვლელად დაყენებული.
-სიმართლე გითხრა არც მე გელოდი აქ -თავი ქვემოთ ჩავხარე და შავი თმაც უკან მომყვა. ნერვიული ჟესტების გამო თითები ავათამაშე ვერც კი ვხვდებოდი ჩემი ნერვიულობის მიზეზს. მალბოროს თეთრი ყუთი გახსნა და ჩემსკენ გამოსწია.
-გინდა?-ჩამეკითხა, უბრალოდ თავი დავუქნიე და კოლოფიდან გრძელი სიგარეტი ამოვაცურე, ხელში ძლიერად ჩაბღუჯული სანთებელა ავანთე და ღერმაც მაშინვე წვა დაიწყო. ანდრიამ ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა ვიწრო გასასვლელი კიდევ უფრო შევიწროვდა ჩემთვის. ჩემს საყრდენ კედელს დაეყრდნო და მის ხელებს შორის მომაქცია.
-როგორც ჩანს ძალიან მოგეწონა ჩემი ტატუ-ტუჩის კუთხე ჩატეხა და ვერცხლისფერ სანთებელას ჩაეჭიდა, ჯერკიდევ ანთებული ალი ჩააქრო და სანთებელა უკან ჩემს ჯიბეში დააბრუნა.
-ჰო ძალიან-ვპასუხობ დაძაბულობის გასაქრობად, ის კი უფრო ავიწროვებს მანძილს ჩვენს შორის. ახლა სხვანაირ ანდროს ვხედავდი თითქოს რაღაც ახალი გაჩნდა მასში, დავიძაბე გონება ამერია მისი სიახლოვის გამო.
-ნუთუ ამდენად?-ჯიბეში ჩაჩურთული სანთებელასკენ მანიშნა, მისი ბოხი ხმა სულში მწვდებოდა.
-ჰო ამდენად..-ვპასუხობ და თავს ვწევ, კვლავ ვახერხებ მის სფეროებში გამომწყვდევას.
-მაშინ არ დაკარგო, სულ თან გქონდეს ისე როგორც მე.. მას ტატუდ ვერ ჩავთვლით მაგრამ მაინც..-იმდენად ახლოსაა ჩემთან მისი თბილი სუნთქვა სახეზე მედება.
-ნუ მაბნევ ანდრო..-ჩუმად ვეუბნები და ვცდილობ მისგან თავი დავაღწიო.
-მე არაფერს ვაკეთებ, საერთოდ არაფერს-მტკიცედ ამბობს ტუჩებს შორის ჩაჩრილ სიგარეტს სწვდება და ამატებს-ნუღარ ეწევი..-სიგარეტს კედელს ასრეს, ცივი ტუჩებით შუბლზე მეხება, მერე მშორდება და ჩემში სიცარიელეს ბადებს.
-აბა აქ რა გინდა?-მოულოდნელად იცვლება და საკუთარ თავს უბრუნდება, ხელში თეთრ კოლოფს ატრიალებს.
-სასეირნოდ გამოვედი.-ხელები ჯიბეებში ჩავიჩურთე იმდენად გამყინვოდა თითებს ვეღარ ვაქანებდი.
-სასეირნოდ? ამ ნანგრევებში?.-ჩემსკენ წამოიწია მაჯაზე ჩამეჭიდა და ორივე ხელი თავის ხელებს შორის მოიქცია, მიხვდა, რომ მციოდა. მესიამოვნა თბილ სხეულთან შეხება.
-მე უბრალოდ სასეირნოდ გამოვედი, არ ვიცი როგორ მაგრამ ბოლოს აქ მოვხვდი, როგორც ჩანს დიდხანს ვფიქრობდი-ვტყუოდი.. ირგვლივ მიმოვიხედე ანდრომ ბოროტულად ჩაიცინა.
-ტყუი-მხოლოდ ესღა მითხრა
-არა..-შევკვრთი და ასე უფრო გამოვამჟღავნე სიმართლე.
-კი, როცა იტყუები ცხვირი გიწითლდება-საჩვენებელ თითს ცხვირის წვერზე მადებს და მიღიმის.
-კარგი!! უბრალოდ სადმე უკაცრიელ ადგილას მინდოდა განმარტოვება.
-და ბოლოს ჩემთან ერთად აღმოჩნდი არა?.
-იმედია არ ფიქრობ, რომ გითვალთვალებდი?-წარბს მაღლა ვწევ.
-შეიძლება ასე ვფიქრობ..
-სერიოზულად?..-ვღიზიანდები.
-არა.-მოკლედ და სერიოზულად მპასუხობს და ჩიხს ტოვებს.
-საით?-უკან მივყვები ნაბიჯ-ნაბიჯ..
-ხომ გინდოდა უკაცრიელ ადგილას განმარტოვება?-მზერით დამწვა ანდრომ.
-ხო, მინდოდა-გაუაზრებლად კვლავ დავხარე თავი, მე კვლავ ვებღაუჭებოდი მის ხელს.
-ხოდა წავიდეთ.-ამატებს და დანგრეული შენობისკენ მიმანიშნებს.
ყავისფერ კარებში შევდივართ, მის ირგვლივ მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი, იქაურობა მტვრითა საავსე, ირგვლივ უამრავ თეთრ ზეწარს ვხედავ, დამტვრეულ ავეჯს და გაფუჭებულ საათსაც ვამჩნევ.
-ლამაზი საათია-ვამბობ და თვალს ვერ ვწყვეტ ოქროსფერ და თეთრ ფერეფში შეფერადებულ საათს, დიდი ციფერბლატებით.
-ეს იმიტომ რომ ძველია.. შეიძლება
80-იანების წლებისაც იყოს.
-ოჰო..-ჩავიბურტყუნე და იქვე მდგარი მაგრამ საღსალამათი კარადისკენ გავიწიე იმდენად ლამაზი იყო ძველი ნაკეთობა, ყავისფერ კარადას რომელიც ოდნავადაც არ გახუმებულა ხელი შევახე, მტვერი თითებზე მომედო, სახელურს მოვეჭიდე და კარადა გამოვაღე, თვალი მოვკარი ძველ ტანსაცმელებს. ყავისფერი, თეთრი და შავი ფერის ტანსაცმელი ჭარბობდა მათში მაგრამ შიგადაშიგ სხვა ნათელ ფერებსაც ვხედავდი, კარადა კვლავ დავხურე და წინ წასულ ანდრიას უკან მივყევი, კიბეებზე ადიოდა.
-დარწმუნენული ხარ, რომ საშიში არა?-ჩავეკითხე.
-არა, მაგრამ გარისკვად ღირს.-ხელს მკიდებს და მეორე სართულისკენ მიმაქანებს.
-კარგი მაშინ, გენდობი..-ვჩურჩულებ და თვალს კედელზე აკრულ ფოტოსურათებს ვავლებ. ანდრიას მზერა კვლავ მწვავს მაგრამ ამჯერად ყურადღებას აღარ ვაქცევ ვაკვირდები ფოტოზე გამოსახულ ოჯახს.
-როგორც ჩანს მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა აქ.-ვეუბნები ანდროს და ხის იატაკზე ნელა ვდგამ ფეხს.
-ჰო აქ შვიდი პატარა ბავშვი ცხოვრობდა.
-რაიცი??
-აქ ხშირად მოვდივარ, კარგი ადგილია თუ განმარტოვებას მოინდომებ, მაგრამ ვფიქრობ ახლა აქ მარტო ყოფნას ვეღარ შევძლებ.
-რატომ?-იქვე მდგარი სკივრისკენ გავიწიე და მასზე ამოტვიფრული წარწერა კესანე ამოვიკითხე.
-რადგან შენ აქ ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მარტო ვეღარ ვიქნები. ვიცი, რომ ეს ადგილი მოგეწონა და იმასაც ვხვდები, რომ აქ ხშირად მოხვალ.
-ზუსტად გამოიცანი-ჩავიხითხითე
-მაგრამ.. ნუ ივლი ასეთ ადგილებში ღამით თანაც მარტო..
-საშიშია და იმიტომ?-სკივრს ვხსნი და სხვადასხვა ნივთებს შევყურებ.
-როცა აქ მოსვლას გადაწყვეტ დამირეკე და ერთად მოვიდეთ-მისკენ ვბრუნდები, იღიმის და თან ხელში ატრიალებს წითელ სანთელს.
-კარგი...-ყოყმანით ვამბობ და პატარა ზომის აბრეშუმის კაბას ვეჭიდები, თან სკივრის თავზე აკრულ ბავშვის ფოტოს ვუყურებ. შავგვრემანი ნაცრისფერი თვალებით, ფოტოში ზუსტად ის ცისფერი კაბა ეცვა რომელსაც ახლა ვებღაუჭებოდი.
-ნახე რა ლამაზია!-ანდრო უკვე ჩემს გვერდით იდგა, ბავშვის ფოტოზე ვანიშნე ჩაიმუხლა და ოთხკუთხედ ფოტოსურათს კარგად დააკვირდა.
-ყველა აქ მცხოვრებ ბავშვს, თავისებური სილამაზე ჰქონდათ-წარმოსთქვა და ამჯერად უფრო დიდი ფოტოსურათისკენ მანიშნა რომელიც თეთრ კედელს ამშვენებდა.
-კესანე, ირაკლი, თენგო, აკაკი, ზურა, იაკობი და მიხეილი. ერთი გოგო და ექვსი ბიჭი.. ერთი ქერა და ექვსი შავგვრემანი.
-მას რა ჰქვია?-ვანიშნე ერთერთი ბუჭუნასკენ რომლის თმას შავ თეთრ ფოტოში სხვანაირად გამოიყურებოდა.
-ეგ მიხეილია თავის ფოტოზე წარწერილი სიტყვები ვიპოვე.
"მე ქერა ვარ"...
-ლამაზია..
-ჰო..-ჩაიჩურჩულა წამოდგა და მანიშნა გავყოლოდი, სკივრი დავხურე და ყავისფერ კარებში გავიარე, დაკეტილ ფანჯარას შევხედე, დაღამებულა.
მესამე სართულზე ავედით, რომლის კედლები და ჭერი განადგურებული იყო. მხოლოდ ვარსკვლავიან ცას და სხვა დანგრეულ სახლებს ვხედავდი.
-ერთ დროს მიწისძვრამ ყველაფერი შეიწირა, გაინტერესებს სად გაქრა აქ მცხოვრები ადამიანები?..
-წავიდოდნენ..-მაშინვე ვპასუხობ და მოციმციმე ვარსკვლავს თვალს ვუშტერებ.
-მართლა ასე ფიქრობ?..
-ჰო, აბა ვინ დარჩებოდა ამ დანგრეულ ადგილას რომელიც მიწისძვრამ შეიწირა.
-მე მგონია, რომ აქ დარჩებოდნენ..
-და ეგრე რატომ გგონია?..
-ეს სახლი ხომ მოგეწონა?.-მკითხა და კოლოფიდან სიგარეტი ამოაცურა.
-ჰო თან ძალიან..
-ხოდა დაფიქრდი, თუ შენ დანგრეული სახლი მოგეწონა რამდენად ეყვარებოდათ მათ მფლობელს ეს შენობა..
-ალბათ ვერ მივხვდები...-ვპასუხობ, ანდრო ჩემსკენ იწევს ჩემი ქურთუკის ჯიბიდან იღებს სანთებელას და თითებს შორის ატრიალებს.
-მაშინ მითხარი შენ რას გააკეთებდი როცა ერთ დღეს შენი ბინა ასეთ დღეში ჩავარდებოდა.-კარგად დავფიქრდი...
-დავტოვებდი..
-ჰო.. მეც ასე მოვიქცეოდი.. მაგრამ ჩვენსა და მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა..
-ჰო?-მისკენ მივიწიე და სანთებელა გამოვართვი-მაინც რა განსხვავება?-ცეცხლი ავანთე და სიგარეტმა წვა დაიწყო.
-ჩვენგან განსხვავებით ისინი აფასებენ იმას რაც მათ ეკუთვნით.. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მაღალია მათი ფასი..
ისინი უბრალოდ აფასებენ მათ და უბრალოდ არ კარგავენ..
-მაგრამ მაინც!-ანდროს ტუჩებიდან სიგარეტი გამოვიღე და ამჯერად მე დავარტყი ნაპასი..
-დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანი დარჩებოდა, შემდეგ ეცდებოდნენ შეეკეთებინათ დანგრეული შენობა და მხოლოდ მაშინ წავიდოდნენ როცა დრო მოვიდოდა-იქვე დაყრილ ფიცრებს შევყურებ, ანდრო სიმართლეს ამბობდა.
ისინი ნამდვილად ცდილობდნენ საცხოვრებლის შეკეთებას.
-თითქოს ამ სახლში შენ ცხოვრობდი...
-არა, მე უბრალოდ მიხეილის ჩანაწერები წავიკითხე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა..-ჩაიცინა..
-ანდრიაა!!-დავიყვირე.
-რა?..-გაკვირვებულმა შემომხედა.
-არდა ვიფიქრე როდესაც აქ შემოვიდა ყოველივე ეს თავად იგრძნო მეთქი..
-კი თავადაც ვიგრძენი-ამატებს ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს მართმევს და კვლავ მის ტუჩებს შორის აქცევს.
-ახლა კი წავიდეთ, ვფიქრობ სხვა დროსაც შეძლებ ამ ადგილის დათვალიერებას-მხოლოდ ამას ამბობს და კიბეებისკენ მიემართება.
"სამყაროზე რამდენი უჩვეულო რამ იმალება"- მეუბნება ჩემი გონება, ვიღიმი შემდეგ კი მას ვაჩუმებ და გაუჩინარებულ ანდროს უკან მივყვები..
YOU ARE READING
Feel it ✈︎
Romansწარსულის ბურუსში გახვეული მისგან დაღწევას ცდილობს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და ახალ სამყაროს ფუნჯით ხელში ესალმება. რაიქნება როცა ხატვას კვლავ დაიწყებს და შეხვდება ახალ ადამიანს განსაკუთრებული გრძნობებით.