დახურულ ოთახში შედის სადაც სხვა ლექტორს ხედავს, ამჯერად მამაკაცს. ხელები უკანკალებს და დაძაბულობის მოხსნას ცდილობს. ჰაერს ხარბად იგროვებს ფილტვებში და წყნარდება კიდეც. მოლბერტის წინ ჯდება და მის გასწვრივ ჩამოდებულ კუბს შეჰყურებს, რომელიც ერთი წვეროთი დგას მაგიდაზე, მეორე წვეროთი კი მრგვალ ბურთს ეყრდნობა. დაძაბულობა კიდევ იმატებს მამაკაცი შავგვრემანს ანიშნებს რომ დაიწყოს და გოგონაც ნიმუშის აგებას იწყებს მისთვის განკუთვნილ პატარა ფურცელზე. რამდენიმე ხაზით ივსება ფურცელი და გოგონას გონებაშიც ზუსტად წარმოიქმნება ჩანახაზი. ამჯერად, მოლბერტზე გაკრულ ფურცელზე იწყებს ხატვას და ცდილობს დამაბნეველ ემოციებს არ აჰყვეს. სუნთქვა ეკვრის, მის გონებაშიც ბევრი რამ ტრიალებს მაგრამ ის ახერხებს და ყველაფერს ფანტავს. ამ დღეს მისი გამოცდა იყო ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯერ მხოლოდ ხაზებს ხატავს, ასწორებს პროპორციებს და მხოლოდ მაშინ იწყებს შტრიხების დართვას როცა ხვდება, რომ მისი ჩანახატი სრულიად ემსგავსება წინ მოთავსებულს. ნელ-ნელა მისი შტრიხები უფრო მეტად იკვეთება და კუბიც ემსგავსება რეალურს, მას შემდეგ რაც გოგონა სრულიად ასრულებს კუბის და ბურთის ხატვას მის უკან ჩამოფარებულ "დრაპიროვკაზე" გადადის. ყველაზე რთულ ნაწილს ბოლოსთვის იტოვებს საბოლოოდ კი დიდი შრომის შედეგად ასრულებს ნახატს და ფანქარს მოლბერტზე დებს.
-სამი, ორი, ერთი-ამბობს მამაკაცი რომელიც შავგვრემანს აკვირდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში-შენი დრო ამოიწურა-მისი ბოხი ხმა მთელს ოთახში მკვეთრად ისმის. სანდრა დგება და ოთახს მალევე ტოვებს. წინ ნაცნობი ლექტორი ხვდება ყავისფერი კულულა თმებით.
-აბა? როგორ ჩაიარა?-გოგონა ჯერ საათს დაჰყურებს და აანალიზებს რომ იქ 5 საათის განმავლობაში იყო და შემდეგ პასუხობს საშუალო ასაკის ქალს.
-ვფიქრობ ზედმეტად ნორმალურად-ფართოდ იღიმის და საკუთარი თავის გამო სიამაყით ივსება.
-იააა!!-ყვირის და ქალს ძლიერად ეხუტება-მგონი გამომივიდა.
-ეჭვი არ მეპარებოდა-თბილად უღიმის ლექტორიც და სხეულზე ჩაბღაუჭებულ სანდრას თავადაც ეხვევა.
ჯერ კიდევ აკანკალებდა მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე რთული უკვე გადალახა აჟიოტაჟი მის სხეულში არ ცხრებოდა.
-დანარჩენ ორ გამოცდას შემდეგ მიხედავ-დაიჩურჩულა ლექტორმა-ხვალ და ზეგ აკადემიაში არ მოხვალ! გამოცდებს დაუთმე დრო-მკაცრად ამბობს ია და გოგონას ანიშნებს წინ წავიდეს.
-კარგი.-მხოლოდ ამას ამბობს სანდრაც და გრძელ დერეფანს გვერდს უვლის.
YOU ARE READING
Feel it ✈︎
Romanceწარსულის ბურუსში გახვეული მისგან დაღწევას ცდილობს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და ახალ სამყაროს ფუნჯით ხელში ესალმება. რაიქნება როცა ხატვას კვლავ დაიწყებს და შეხვდება ახალ ადამიანს განსაკუთრებული გრძნობებით.