chapter seven ♪-My ex-♪

17 5 0
                                    

ღამის ორი საათია სუპერმარკეტს ვტოვებ და ფეხით მივუყვები ქუჩას, ყურასმენებს ვიკეთებ და მხიარულ მუსიკას ვეძებ. ღიღინით მივიწევ წინ და არ ვცდილობ ფიქრებში გაფანტვას, მუსიკა წყდება და რაღაც ხმა მესმის. ცალ ყურსასმენს ვიხსნი და ვხვდები რომ უკან ვიღაც მომყვება. ვკრთები როდესაც ვგრძნობ ძლიერ ხელს ჩემს მაჯაზე რომელიც მაჩერებს და მეც უცხოს სხეულში ვვარდები. მოულოდნელად ვხუჭავ თვალებს მაგრამ მაშინვე ვხვდები უცნობის ვინაობას როგორც კი მისი სუნთქვა სახეზე მედება.
-საუბარი მინდა-ვხვდები, რომ თავს იკავებს ვხვდები, რომ ყვირილი უნდა მაგრამ მაინც დაბალი ხმით აგრძელებს საუბარს.-უბრალოდ ვისაუბროთ არაფერს გავაკეთებ.-ხელს მიშვებს და მეც უბრალოდ თავს ვუქნევ მხოლოდ იმიტომ, რომ ვხედავ დემნას განადგურებულ სახეს. მისი მანქანისკენ მიდის და კარს მიღებს, შიგნით ვჯდები და ველოდები როდის მომიჯდება გვერდით. ვგრძნობ ნაცნობ ოდეკოლონის სუნს რომელიც სულ ტრიალებდა ჩემს ირგვლივ. დემნა გაზს აჭერს ფეხს და მანქანაც ადგილს სწყდება.
-აბა? რაზე გინდოდა საუბარი -ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. ისკი არაფერს ამბობს გადის ხუთი წუთი, ათი წუთი, მეკი ვფიქრო, რომ აღარაფრის თქმას არ აპირებს და უბრალოდ ფანჯარას ვადებ თავს. ათ წუთში მანქანას აჩერებს ვხვდები, რომ ჩემს სახლთან ვართ კარებს კეტავს და მიყურებს.
-ახლა ვისაუბროთ-თვალებს წამით ხუჭავს შემდეგ ისევ მე მაშტერდება თითქოს ელოდება ჩემს აფეთქებას, ყვირილს ან ჩხუბს. თვალებში ისევ შიში უკრთის და ამას ვხედავ.
-ორი წელი გავიდა..-ჩუმად იწყებს საუბარს.-ორი წელი გავიდა და ჩვენი ურთიერთობა ისევ ისეთია როგორიც მე დავტოვე.. აღარ შემიძლია, ვეღარ ვუძლებ იმ ფაქტს რომ დამშორდი. ვიცი შეცდომა დავუშვი და თანაც ძალიან დიდი შეცდომა.. საშინელი შეცდომა რომელიც მეც მანადგურებს და შენც. ვხედავ როგორ შეიცვალე აღარ ხარ ისეთი ლაღი და მშვენიერი სანდრა როგორიც იყავი და ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალია ვიცი, რომ ცხოვრებას გინადგურებ ისიც ვიცი, რომ ჩემი დანახვა არ გინდა რადგან ეს შენს "ჭრილობებს" უფრო აუარესებს. ვხედავ რამდენად გატკინე და როგორ შევცვალე ბედნიერი ადამიანი მაგრამ ისიც ვიცი, რომ მეორე შანსი მჭირდება.. მაპატიე სანდრა, მაპატიე ყველაფრისთვის და უბრალოდ დამიბრუნდი რადგან აღარ შემიძლია  ვეღარ ვუძლებ ცარიელ სახლს და უშენობას-მოსმენის სურვილი აღარ მაქვს მანქანიდან გადავდივარ და სახლისკენ მივიწევ მაგრამ დემნა მიჭერს და კედელთან მიმწყვდევს.
-ჯანდაბა ეს დედააფეთქებული ერთი ღამე და რამდენიმე კოცნა, ორი წელი გავიდა როგორ არ შეგიძლია მოინელოოო!-უკვე ვეღარ აკონტროლებს ტონის ცვლას.
-რადალიე შე ცხოველო!!-მეც არ ვაკლებ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ვიღაც გაიგებს ჩემს ყვირილს.
-არაფერი დამილევია სანდრა!! ვცდილობ გაგაგებინო, რომ უნდა დაბრუნდე უკან ჩემს სახლში შენს საღებავებთან და ჩემთან..
-არ შემიძლია, ვერ ხვდები??
-ვერა ვერ ვხვდები!! ვერა ვერ ვაანალიზებ რადგან მჭირდებიი!!! რადგან უშენობა უკვე სულს მიხუთავს!.
-შეგეძლო მაგაზე მაშინ გეფიქრა როცა იმ გაბერილს ტუჩებში უძვრებოდი.
-ჯანდაბა დაიკიდე ეგ ერთი ღამის ძუკნა და დამიბრუნდი!-კვლავ აგრძელებს ტონის აწევას.
-ნუ ყვირი და დაფიქრდი რას ლაპარაკობ!!-მაშინვე ვუცხადებ და მისგან თავის დაღწევას ვცდილობ მაგრამ უფრო მეტად მეკვრის და მეც ჩემს გონებაში ვიჭედები, მისი სიახლოვე სასუნთქ გზებს მიკეტავს, დენი მარტყავს და მაჟრიალებს.
-მიყვარხარ გესმის?? შეგიძლია გაიგოო?? მიყვარხარ და მინდა, რომ დაბრუნდე! ამის დედაც ეს ასეთი ძნელია???
-ეს იმაზე ძნელია ვიდრე შენ ფიქრობ-ჩახლეჩილი ხმით ვპასუხობ.
-რატომ არ შეგიძლია იმ დღის დავიწყება? ვიცი, რომ შენც გიყვარვარ, რომ გენატრება ჩემი შეხება, ჩემი კოცნა და ჩვენი ურთიერთობა, რომლითაც ბედნიერი იყავი ამიტომაც მორჩი პრობლემების შექმნას და თქვი ეს დედააფეთქებული სიტყვა "შევრიგდეთ".
-აღარ მიყვარხარ დემნა!-აცრემლებული თვალებით შევსცქერი ძველ სიყვარულს.
-მატყუებ სან.. ამას შენს თვალებში ვხედავ იტყუები რადგან არგინდა მომცე შანსი იმის დასმტკიცებლად თუ რამდენად მიყვარხარ, რადგან იცი, რომ ყველაფრის მერე ვეღარ შეძლებ ჩემგან გაქცევას და გეშინია, გეშინია, რომ სამუდამოდ მომეჯაჭვები.
-ნასვამი ხარ! ხვალ აუცილებლად ინანებ ჩემთან მოსვლას უბრალოდ წადი..-ისევ ვცადე თავის დაღწევა მაგრამ კვლავ არ გამომივიდა. კიდევ უფრო მეტად ამეკრო სხეულზე, კიდევ უფრო შეამცირა ჩვენს შორის მანძილი. მუცელში უცნაურმა გრძნობამ დამიარა, მის სუნთქვას ვგრძნობდი, მისი გულისცემა მესმოდა და ეს აუტანელი იყო.
-არაფერს არ ვინანებ სანდრა!-მკაცრად მეუბნება-აღიარე, რომ ისევ გიყვარვარ აღიარე!- ბრაზი უფრო მეტად იპყრობდა მომშორდა და მზერა გამისწორა.
-მიყვარხარ და უკვე მეათეჯერ მაინც გეუბნები ამას. ძალიან კარგად გიცნობ და ვიცი რასაც გრძნობ ჩემს მიმართ. ის სიყვარული რომლითაც შენ გიყვარდი ასე მალე ვერ გაქრებოდა, ამაში დარწმუნებული ვარ ვიცი, რომ იწვი, მთელი სხეული გეწვის. ვხედავ როგორ რეაგირებ როდესაც გესმის როგორ ფეთქავს ჩემი გული, როდესაც სახეზე ცხელი ჰაერი გეხება ჩემგან დატოვებული.. ვხედავ როგორ გირტყვს არარსებული დენი და შენც როგორ გაჟრიალებს მთელს სხეულში.. ზედმეტად კარგად გიცნობ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ვიგრძნო ამიტომ ნუ მომატყუებ რადგან ვერ შეძლებ რადგან გაგყიდის შენი ემოცები რომლებსაც ვერ მალავ.
-დაიჯერე...-ვაწყვეტინებ-დაიჯერე რადგან აღარ მწვავს ის სიყვარული რომელსაც ნდობა აღვივებდა.. აღარ არსებობს ნდობა და აღარ ღვივდება ცეცხლი რომელიც ოდესღაც აინთო.. არც შენ გიყვარვარ, უბრალოდ სექსუალურ ქალად აღმიქვავ რომლითაც ადრე კმაყოფილდებოდი მაგრამ შენც ერთი ნაძირალა ხარ, რომელმაც დაკარგა კმაყოფილების გრძნობა და  ამიტომაც კვლავ მოადექი ჩემს კარებს. მორჩი იმის მტკიცებას, რომ გიყვარვარ მანქანაში ჩაჯექი და წადი მაგრამ აღარ დაბრუნდე.
-არასდროს ყოფილხარ მხოლოს სექსუალური ქალი! მართლა მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ.
-მე კი აღარ!-თვალებს ვხუჭავ მხოლოდ წამით..
-სანდრა!-კვლავ კედელთან მამწყვდევს-შენი თვალები გყიდიან-მიცხადებს და ტუჩებზე დამშეულივით მეტაკება ვერ ვაანალიზებ მის ქცევას. კოცნაში ვყვები, გაუაზრებლად ვეჭიდები მის კისერს მოულოდნელად ვშორდები ხელს ვკრავ და სახეში ვარტყავ. ვხვდები რაც გავაკეთე და საკუთარ თავს ვეღარ ვპატიობ.
-ხომ ხედავ? საკუთარ თავსაც ვერ ატყუებ ალექსანდრა.. თავადაც ხვდები რამდენად გენატრება ჩემი შეხება რამდენად გენატრება შენი დემნა.. მორჩი თამაშს მორჩი საკუთარი თავის ტანჯვას და გადააბიჯე ამ დედანატირებ თავმოყვარეობას რადგან ვიცი ამ კოცნის მერე ცოტაც კი აღარ შერჩება შენს სულს. დაივიწყე ის ერთი ღამის ძუკნა და დაბრუნდი ჩემთან! გპირდები არ გიღალატებ...
-უკვე მიღალატე დემნა ამას კი ვერაფერი შეცვლის. ვერასდროს გაპატიებ იმის განადგურებას რაც ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო..-ვჩურჩულებ მისგან თავს ვაღწევ და მაშინვე სახლში შევირბივარ.. მესმის როგორ ყვირის ვგრძნობ მის სიბრაზეს. მალე სიჩუმე იდებს ბუდეს ჩემს ირგვლივ. აცრემლებულ თვალებს ვისრეს, ქურთუკიდან ახალ სანებელას და სიგარეტს ვიღებ წამში ვუკიდებ თეთრ ღერს ცეცხლს და ისიც წვას იწყებს. კვამლს ფილტვებში ხარბად ვიგროვებ და ბოლოს ჰაერში ვფანტავ. მთვარის შუქზე ქვამლი მოიასამნისფრო ჩანს ყურადღებას აღარ ვაქცევ ჩემს აწიოკებულ გონებას და უბრალოდ სახლის ერთ კუთხეს ვაშტერდები ჩამწვარ სიგარეტს ფეხით ვსრისავ და სახლში შევდივარ.
ვივიენი მეგებება იღიმის და როგორცკი მისი თვალები ჩემსას ხვდება ღიმილსაც წყვეტს.
-რა მოხდა სანდრა??-თვითონაც სევდიანად შემომყურებს.
-ის მოვიდა..-სადაცაა ცრემლებს ვეღარ შევიკავებ და ავტირდები.
-ვინ ის?-ვივიენი ვერ ხვდება, თითებს ვაწვალებ, მეგობარს თვალებში ჩავყურებ. ცრემლი ჩემს ლოყაზე ნელა მოგორავს.
-დემნა-ვჩურჩულებ და ვგრძნობ როგორ მეხვევა თბილი სხეული.

Feel it ✈︎Where stories live. Discover now