ვხატავ, ფერთა გამას თვალს ვერ ვწყვეტ.
ფუნჯით თეთრ ტილოს ვეხები. თითები საღებავებით მაქვს მოთხვრილი.
ოთახში დემნა შემოდის თეთრ პერანგს ვისწორებ და შიშველ ფეხებს უფრო მეტად ვიფარავ.
-ხატავ?-მეკითხება, შევუყურებ და სახეგაქაფულს, რომ ვხედავ მეღიმება.
-გიხდება ჩემი პერანგი.-თავიდან ბოლომდე მათვალიერებს და როგორც სჩვევია ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს.
-დაგეხმარო?-მის სიტყვებს ვაიგნორებ ღიმილს კი სახიდან ვერ ვიშორებ.
-თუ შეგიძლია.-ყურთან მეჩურჩულება ქაფი კი სახეზე მედება.
-კარგი რა.-ტუჩებს ვკუმავ, ხელიდან სამართებელს ვართმევ.
-სახე ისედაც საღებავით გაქვს მოთხვრილი მგონი არაფერი დაშავდება.-ხითხითებს, მიახლოვდება ერთი ხელით იმ სკამზე ეყრდნობა რომელზეც მე ვზივარ მეორეთი კი შიშველ ფეხზე მეხება.
-იცოდე თავი ერთ ადგილას გააჩერე!!-მბრძანებლური ტონით მივმართავ-თუ არ გინდა, რომ შენი სიმპათიური სახე შევიწირო!!-მაშინვე ვამატებ და სამართებელს სახეზე ნელა ვუსვამ. თავს გვერდით ხრის ლოყას კი ოდნავ ვჭრი.
-ხომ გთხოვე არა??-ვიბუსხები.
-არაუშავს მომირჩება.-მიღიმის.
-ცოტაც მოითმინე და მალე დავასრულებ-ვუცხადებ. როგორც კი ვასრულებ ვანიშნებ და ისიც სახეზე ხელს ნაზად ისვამს.
-მშვენიერია.-ტუჩს ილოკავს და საკოცნელად იწევა ჩემსკენ.
-სახე დაიბანე დემნა-ვეჩურჩულები, გაბუსხული ტუჩის კუთხეს ტეხავს და ბუზღუნით მიემართება სააბაზანოსკენ.
ხატვას ვაგრძელებ, სადაცაა ბოლო შტრიხებს შევიტან ნახატში, როცა ვიღაც ზურგიდან მეხვევა და მის მკლავებში მიქცევს. თავბრუდამხვევი სუნამოს სურნელი ჰყიდის დემნას.
-ასე მალე დაბრუნდი?-ვეკითხები და მისგან განთავისუფლებას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. მისი მკლავები ზედმეტად ძლიერად ებღაუჭებიან ჩემს სხეულს.
-ყოველი წამი შენს გარეშე ისეთი დამღლელია.-ჩურჩულებს ყურთან ახლოს მკოცნის, ტანში ჟრუანტელი მივლის და ვეღარაფრის თქმას ვეღარ ვახერხებ.
-ვერვხვდები როგორ შეგიძლია ასე კარგად ხატვა.-ბოლოს ჩემს ნახატს აშტერდება.
-გაუგებარია.-ვპასუხობ.
-მომწონს ეს ნახატი, იდუმალია.-ამჯერად ხელს მიშვებს მაღალ სკამს ატრიალებს და ტუჩებზე მაცხრება მეც კოცნითვე ვპასუხობ.
-ნუ მაბნევ!-საბოლოოს ვშორდები, ტუჩს ვკბენ თავად კი ცხვირზე მკოცნის და ამატებს.
-ახლა უნდა წავიდე-კვლავ ტეხავს ტუჩის კუთხეს.-როგორ მინდა შენი თან წაყვანა შემეძლოს-კვლავ ჩურჩულებს ლოყაზე გამოსამშვიდობებელ კოცნას მიტოვებს და მიდის..
ჰაერში ხელს ვიქნევ თითქოს ასე შევძლებ წარსულის მოგონებების გაქრობას, იმ მოგონებების ახლა თავში რომ მიტივტივებს. იდუმალ ნახატს დავყურებ დემნას ყველაზე მეტად, რომ მოსწონდა, ისევ სევდა მახრჩობს. თვალებზე მომდგარ ცრემლებს ძვლივსღა ვაკავებ. ერთადერთი რაც მინდა ყველაფრის დავიწყება, მაგრამ ესეც არ გომომდის, საბოლოოდ კი საკუთარ თავზე ვბრაზდები იმსგამო, რომ ამდენად მიყვარდა.
-ღმერთო ჩემო არც კი მახსოვდა ასე შესანიშნავად, რომ ხატავდი.-ბუტბუტებს ვივი და ჩემს ნახატებს აქეთ-იქით დააფრიალებს. მისი საუბარი ერთადერთია რასაც ამ წამს ფიქრებიდან გამოვყავარ.
-ვივ დადე ეგ ნახატები და თვითონაც დაჯექი.-ნერვებ მოშლილი აღარ ვიცი ვის ვეჩხუბო და ვივიენზე ვიყრი ჯავრს.
-კარგი ჰო!-თვალებს ატრიალებს და ჩემს საწოლზე წვება
-შენ და დანი შერიგდით?-თავში ჩემი მეგობარი მიტივტივდება რომლისთვისაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არც კი დამირეკავს.
-მგონი არა.-თვალებს ჭერს უშტერებს.
-როგორა?-მაშინვე ვინტერესდები.
-მეუბნება, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. მგონია, რომ რაღაცას მიმალავს. უკვე რამდენიმე დღეა აღარ გვისაუბრია.-უეცრად მინდება დანისთან საუბარი. ტელეფონს ვიღებ და ვივიენს ვუბრუნდები.
-ვივ მალე დავბრუნდები!-კარიდან სანამ გავალ ვივის ბუზღუნი მესმის.
-ისევ სანდრა?? იცოდე გარეთ დიდხანს არ დარჩე!-გასვლამდე თავს ვუქნევ. მწვანე მოსაცმელს კიდევ უფრო მჭიდროდ ვიხვევ სხეულზე და ეზოდან გავდივარ. ტელეფონზე დანის ნომერს ვკრიფავ და ზარს ვუშვებ.
-ალო?-უცნაური ხმა აქვს, თან მშვიდი თან კი სულის შემძვრელი, თითქოს თავს სუსტად გრძნობს.
-როგორხარ ოთხთვალა?-ვცდილობ მასთან სახალისო საუბარი განვავრცო.
-სანდრა?-უკვირს.
-ხო მე ვარ.-თავს ცუდად ვგრძნობ იმისგამო, რომ აქამდე არ დავურეკე.- როგორხარ? საქმეები როგორ მიდის?.- ვეკითხები. ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე არაა..
-მოულოდნელია.-ყველა ჩემს კითხვას აიგნორებს და ისევ გაკვირვებას გამოხატავს.
-ბრაზობ?-ვეღარ ვითმენ და პირდაპირ ვეკითხები.
-მიზეზი მაქვს?-კითხვას კითხვითვე პასუხობს.
-ალბათ?.-დაბნეული ვეღარ ვხვდები რა ვუპასუხო.
-როგორხარ?-თავადაც ხვდება, რომ ვიბნევი.
-დანი..-მაწყვეტინებს.
-როგორხარ სანდრა?-კვლავ მიმეორებს. მეკი უბრალოდ მის კითხვას ვპასუხობ.
-არცისე კარგად, ყველაფრისგან დაღლილი ფიქრითაც ვეღარ ვფიქრობ.
შენ? თავს როგორ გრძნობ?.
-კარგად ვარ, ყველაფერი კარგად მიდის.- ტონს ცვლის რაც მაშინვე ჰყიდის.
-იტყუები! რამოხდა? მომიყევი.-ვიცი, რომ შეიძლება არც მომიყვეს მაგრამ მინდა, რომ გავიგო. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია ყოველთვის მეკითხება როგორვარ, თავს როგორ ვგრძნობ, რა მაწუხებს.. მე კი, მე უბრალოდ ვერ ვახერხებ მას ისეთი მეგობრობა გავუწიო როგორსაც იმსახურებს.
-კარგი!! თავს ძალიან ძალიან ცუდად ვგრძნობ!.. ნინა და დათო შორდებიან ვივიენთან ვიჩხუბე ახლაკი საავადმყოფოში ვარ!-ენა მივარდება, მიზეზს არც კი ვეკითხები მასზე მაშინვე ნერვიულობას ვიწყებ.
-სად ხარ? რომელ საავადმყოფოში?-ხმა მიკანკალებს.
-სანდრა! დამშვიდი!-მისი ხმა ყურებში ძვლივსღა ჩამესმის-კარგად ვარ! დიდი არაფერია უბრალოდ ხელი მოვიტეხე.
-რომელ საავადმყოფოში ხარ?-ვეკითხები პასუხს მაშინვე ვისმენ და ვამატებ.-მოვდივარ!!.
YOU ARE READING
Feel it ✈︎
Romanceწარსულის ბურუსში გახვეული მისგან დაღწევას ცდილობს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და ახალ სამყაროს ფუნჯით ხელში ესალმება. რაიქნება როცა ხატვას კვლავ დაიწყებს და შეხვდება ახალ ადამიანს განსაკუთრებული გრძნობებით.