chapter four ♪-First day in academy-♪

17 5 9
                                    

   მანამ სანამ მზის სხივი მის სახეს ელამუნებოდა ცდილობდა კარგად დაკვირვებოდა ნაცნობ სხეულს, მზის შუქზე შეეცნო მისი ყოველი მხარე, რომელიც ღამით ვერ დაენახა. შავ ფანქარს ხელში ათამაშებდა მზერას კი კვლავ შავებში გამოწყობილ ანდრიას უშტერებდა. თითქოს ცდილობდა ეპოვნა რაღაც თვალით უხილავი საიდუმლო. როდესაც ვერაფერს მიაგნო მისი თვალიერება შეწყვიტა და მზერა თეთრ ფურცელზე გადაიტანა. ფიქრობდა დაიწყებდა ახალ ცხოვრებას ახალი ფურცლიდან. ახალ მონაკვეთში კი ნაცნობი სახეები არ იარსებებდნენ, მაგრამ გაუკვირდა როდესაც მათში შეცნობილი ანდრია გამოერია.

-შეგიძლიათ დაიწყოთ!-ლექტორის ხმა გონებაში მძიმედ ჩაესმა და ფანქრით პატარა ღია ფერის კვალი დაამჩნია ფურცელს.

***
  ჩემს წინ მდგომ მაღალ ფიგურას ვაკვირდებოდი, რომელიც ახლაც კი ლანდად მეჩვენებოდა. ყოველი ნაკვთის გადატანას ვცდილობდი ფურცელზე. არ მინდოდა რაიმე გამომრჩენოდა, ამიტომ ადამიანის ფიგურას ისე ვაკვირდებოდი როგორც რაიმე ამოუცნობ არსებას რომლის შეწავლისკენაც ვისწრაფვოდი.
სახის ხატვით დავიწყე.. თავდაპირველად თვალები გამოვკვეთე, დიდი და მეტად შავი ჩამწვდომი თვალები, შემდეგ გრძელი წამწამები, მსხვილი და შავი წარბები. ნელა მივყევი ყოველ ნაკვთს, ჩავხატე სწორი ცხვირი, დიდი ტუჩები და ყბა. თვალი მის გაფითრებულ ყვრიმალებსაც შევავლე ლამაზად თან მკვეთრად, რომ ეტყობოდა თეთრ სახეზე.
შავი თმებიც დავამატე ჩანახატს, კვლავ შუბლზე ლამაზად ჩამოყრილი. სახის ხატვა, რომ დავასრულე ტანზე გადავედი. ჯერ დიდი მხრები დავხატე, შემდეგ ხელები, გულმკერდი და არც ისე ვიწრო წელი, ბოლოს კი ფეხები. ნახატს მხოლოდ ჩრდილები აკლდა, რომელიც ყოველ საჭირო ადგილას ჩავამატე და დასრულებისთანავე ფანქარი მოლბერტზე ჩამოვდე. ვგონებ ლექტორმაც მაშინვე შემნიშნა და ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა, ხელები ზურგს უკან გადეჯვარედინებინა.

Feel it ✈︎Where stories live. Discover now