სამზარეულოში შევაბიჯებ ფინჯანში უკვე მომზადებულ ყავას ვასხავ და ვსვამ, ტუჩები მეწვის, ცხელი ყავა სასიამოვნო ხასიათზე მაყენებს სამზარეულოში კი ვივიენი შემორბის.
-კარგია, რომ დღეს ისვენებ-მიცხადებს და ჩემს მოპირდაპირედ მაღალ სკამზე ჯდება. უცნაურად შემომყურებს და თვალებს ჭუტავს.
-რაიყო?-ცალ წარბს მაღლა ვწევ.
-არაფერი ალბათ მეჩვენება.-ბუტბუტებს თავისთვის.
-თქვი ვივიენ.-ვბრაზდები.
-უჩვეულოდ კარგ ხასიათზე ხარ, თანაც იღიმი-ჩურჩულებს.
-რა არ მოგწონს??-უფრო ფართო ღიმილს ვუჩვენებ და ისიც ღიმილით მპასუხობს.
-როგორ არა, მიხარია ასეთს, რომ გხედავ-წამით ჩუმდება.
-ვიფიქრე.
-იფიქრე? რაზე.-კვლავ ვწრუპავ ყავას თან სოციალურ ქსელში ვიჭყიტები.
-ვიფიქრე დღეს კლუბში წავსულიყავით ანდაც რაიმე სხვა ადგილას სადაც გავერთობით.-თვალს მარიდებს უარის მოლოდინში ერთ წერტილს აშტერდება და სულმოუთქმელად ელის პასუხს.
-კარგი-მოკლედ ვპასუხობ და მის გახარებულ სახეს ყურადღებას არ ვაქცევ.
-არ მჯერა, რომ ამას მოვესწარი-ჩაილაპარაკა და სამზარრულო დატოვა.უცხო ნომრისგან ესემესი მომივიდა.
"დილამშვიდობის, როგორ ხარ?"-გამიკვირდა და გადავწყვიტე ესემესი დამეიგნორებინა მაგრამ მალევე მეორეჯერ დაიწკარუნა ტელეფონმა.
"ანდრია ვარ"-მწერდა ის.
-აჰ, დილამშვიდობის"-ვპასუხობ.- "რამე მოხდა?" "ჩემი ნომერი საიდან გაქვს?- მივაყარე კითხვები და ცხელი ყავა ისე სწრაფად მოვსვი ყელი ჩამეწვა.
"განსაკუთრებული არაფერი უბრალოდ მოგიკითხე"-კიდევ ერთი ესემესი.-
"ხო შენი ნომერი იამ მომცა""აჰ, მადლობა მოკითხვისთვის" -ვპასუხობ ტელეფონს მაგიდაზე ვდებ, კვლავ მესმის მისი წკარუნი მაგრამ ვაიგნორებ. ფეხზე ვდგები და ოთახში შევდივარ. ვივიენი კარადაში იქექება, საწოლზე შავი კაბა, შავი ფესაცმელი და განცალკევებით მიყრილი უამრავი ტანსაცმელი აწყვია.
ის წითელ კაბას ათვალიერებს, შავი კაბის გვერდით დებს და კარადას კვლავ კეტავს.
YOU ARE READING
Feel it ✈︎
Romanceწარსულის ბურუსში გახვეული მისგან დაღწევას ცდილობს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და ახალ სამყაროს ფუნჯით ხელში ესალმება. რაიქნება როცა ხატვას კვლავ დაიწყებს და შეხვდება ახალ ადამიანს განსაკუთრებული გრძნობებით.