chapter nine ♪-Exhibition-♪

10 4 6
                                    

  ცივა, ორი ადამიანი კი სიჩუმეში ნელა მიაბიჯებს, ერთერთს მოულოდნელად ახსენდება კლუბში მიტოვებული მეგობარი. ოხრავს, ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ესემეს სწრაფად გზავნის.
-ვივიენ, მაპატიე წასვლა მომიწია, ყველაფერს ხვალ აგიხსნი-ეკრანზე სწრაფად კრიფავს საჭირო სიტყვებს, სიცივისგან აწითლებულ ცხვირზე ხელს იხახუნებს და ტელეფონს კვლავ ქურთუკის ჯიბეში აბრუნებს. ახლად ამობრწყინებულ მთვარეს უყურებს და ცდილობს ლამპიონებს მზერა აარიდოს.  გზაზე მისეირნობენ, არაფერს ამბობენ, უბრალოდ აკვირდებიან ბნელ ქუჩას.
-ალბათ ვერც ვიფიქრებდი, რომ ბარმენი იქნებოდი.-ჩურჩულებს სანდრა რადგან სურს დაარღვიოს ის სიჩუმე რომელიც ფიქრს ხელს უწყობს.
-ჰო, ეს დროებითი სამუშაოა აკადემიის ხარჯების დაფარვა მჭირდება, თანაც მარტო ვცხოვრობ. თავს საკუთარი შრომით ვირჩენ-ჩუმ პასუხს იღებს გოგონა და კმაყოფილი იღიმის.
-ერთმანეთს ვგავართ-მზერას მის მუქ თვალებზე აჩერებს და წამით რაღაც უცნაურს გრძნობს სხეულის სიღრმეში.
-შენზე არაფერი ვიცი-ამჯერად სიჩუმეს ბიჭი არღვევს.
-რა გაინტერესებს?-ეკითხება სანდრა და პასუხის მოლოდინში ინაბება.
-რამდენი წლისხარ?-ანდრია ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს ხელებს კი ჯიბეებში იჩურთავს.
-ოცდაორის-მალევე პასუხობს სანდრაც-თავად?
-როგორც ჩანს მხოლოდ ერთი წლით უმცროსი ვარ შენზე-ტუჩს კბილებისგან ანთავისუფლებს და თავს ქვემოთ ხრის.
სიჩუმე ისევ ცუდად მოქმედებს სანდრაზე, ცდილობს იპოვოს რამე თემა რაზეც ბიჭთან საუბარს შეძლებს და კვლავ ფიქრებში ირევა მაგრამ მაშინვე წყვეტს აზროვნებას როცა წელზე ძლიერი ხელი სწრაფად ეხვევა და სინათლე პირდაპირ თვალებში ანათებს.
-იდიოტი!-ესმის მას შემდეგ რაც მათ გვერდით შავი მერსედესი უჩინარდება.- კარგად ხარ?-თვალებგაფართოებული შეჰყურებს ალექსანდრას და თითქოს ეძებს რაიმე ჭრილობა ხომ არ აქვს სხეულზე. თანხმობის ნიშნად სანდრა მხოლოდ თავს უქნევს. სხეულში ელექტროენერგიას, საფეთქლებში კი სისხლის მოწოლას გრძნობს. ახლაღა ხვდება, რომ ანდრიას ხელი კვლავ მის წელზეა დასვენებული ამიტომ სწრაფად შორდება მას და უხერხულად იღიმის.
გრძნობს როგორ უხურს ლოყები და ამას ალკოჰოლს აბრალებს. შავ თმას ყურს უკან იწევს და სიცივისგან მოყინულ ხელებს ქურთუკის ჯიბეებში მალავს.
-უაზროდ დაეხეტებიან ქუჩაში-ჩურჩულებს ანდრია-ალბათ მთვრალიც კი იყო-გაბრაზებულ ტონს ჯერ კიდევ ამჩნევს სანდრა.
-დაივიწყე, არაფერია-ცდილობს ყურადღება გადაიტანოს.
-კარგი კარგი-ანდროს ტონიც წყნარდება.
-არვიცი რატომ მაგრამ შენი გვარი მაინტერესებს-საუბრის გასავრცობად იმას ამბობს რაც პირველად მოსდის თავში.
-ჰო-ხელით კეფას ეხება-კვარაცხელია-ამცნობს სანდრას.
-ვაუ მეკიდე ლომიძე ვარ.-კანკალით ამბობს ცდილობს როგორღაც აიტანოს სიცივე. ანდრო ჩერდება ქურთუკს იხდის და ალექსანდრას მხრებზე ახვევს.
-საჭირო არ-არ აძლევს წინადადების დასრულების უფლებას.
-შენი ცხვირი ძალიან წითელია და შენი კბილებიც უცნაურ ხმას გამოსცემენ, უბრალოდ გათბი-შავ თმას უკან იწევს სანდრა კი კიდევ უფრო უკეთესად ხედავს მის შუბლს რომელზეც ჯერ კიდევ ბრწყინავს ოფლის წვეთი.
-როგორც ჩანს შენ არ გცივა.-წარბებს წევს სანდრა და კვლავ აგრძელებს წინ სვლას თან აკვირდება გვერდით ჩამომდგარ ბიჭს, მის ნაკვთებს, თითქოს შეისწავლიდეს. ლამპიონების შუქზე ახლაღა ამჩნევს მისი ტუჩის ქვეშ პატარა წერტილს და ეღიმება რადგან ეს პატარა წერტილი მის მამაკაცურ სახეს წამში ცვლის და მას  საყვარელ ადამიანად წარმოაჩენს, ეს ხალი.. თითქოს დიდი მნიშვნელობის მატარებელი მომნუსხველი და ლამაზი..
-სახეზე რამე მაქვს?-მოულოდნელად ეკითხება დაბნეული ანდრო სანდრას თან ხელს ტუჩებზე იხახუნებს.
-არაფერი, უბრალოდ შენს ხალს დავაკვირდი, ლამაზია..
-კომპლიმენტად მივიღებ!-თითქოს გაბუტული ჩურჩულებს.
-ასეც უნდა იყოს! ეს მართლა კომპლიმენტია.. მე მართლა მომწონს ის-იცინის ალექსანდრა და ამჯერად ყველაფერი ავიწყდება საშინელი წარსულიც კი.

Feel it ✈︎Where stories live. Discover now