ადმინისტრაციაში შევდივარ, ყველა ქაოსშია გარეული,ერთ მხარეს ფურცლებში ჩაფლული ქალი დგას რაღაცას, რომ ეძებს. მეორე მხარეს კი სკამზე მშვიდად ჩამომჯდარი კაცი უბრალოდ ხატავს. ვცდილობ ვიპოვნო ადამიანი, რომელთანაც გასაუბრებას შევძლებ, თვალებს ვაცეცებ და წითელ კაბაში გამოწყობილ ქალს ვხედავ. სტანდარტული სიმაღლით, წვრილი სხეულით, გრძელი ყავისფერი კულულა თმებით, გამოკვეთილი სახით, ღია ფერის ტუჩებით და თაფლისფერი თვალებით.
თითქოს ხვდება ასე გულმოდგინედ, რომ ვაკვირდები ცალყბად იღიმის, მიყურებს, წამში კი მზერა კვლავ ფურცლებზე გადააქვს. ყოვლისშემძლე არ ვარ და მის გონებაში ვერ ვიჭყიტები მაგრამ ვხვდები, რომ იმ წამს ჩემზე რაღაც გაიფიქრა.. თითზე თმას ნელა იხვევს, მზერას ფურცელზე დაატარებს და რაღაცას მკაცრი გამომეტყველებით ათვალიერებს, ის ნახევარღიმილი წამის წინ სახეს ოდნავ, რომ უნათებდა სრულიად ქრება. ნაბიჯს ნელა ვდგავ წინ და მის ახლოს მდგარ სკამზე ვჯდები.
-მახსოვხარ..-მაშინვე მისი ლამაზი ხმა ჩამესმის ყურებში, უცბად ვიმუხტები, თითქოს გონებაში ტკბილი მელოდია ჟღერდება.
-ვფიქრობ მე არ მახსოვხართ.-ვცდილობ თავაზიანი ვიყო უცნობის მიმართ.
-ორი წლის წინ, გამოცდაზე.. - მოგონებებმა ყველაფერი გამახსენეს. მოულოდნელად ამომიტივტივდა ის დღე თავში, კვლავ შიში რომ მიპყრობდა, გულისრევის შეგრძნება თავს, რომ არ მანებებდა, სარკეში ჩახედვისას ფერკმთალი სახე, რომ მაშინებდა, ნერვიულოვისგან კანკალი, რომ მიპყრობდა. მაშინ მეშინოდა, რომ ვერ ჩავაბარებდი, მეშინოდა რადგან მეგონა ვერ გავუმკლავდებოდი, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი შეიცვლა, ხელში ფანქარი დავიჭირე და საკუთარი თავის ვირწმუნე.
ბოლოს კი ჩავაბარე-გონებაში მოტივტივე მოგონებებმა გამაღიმეს, დაფიქრების შემდეგ კი წითელკაბიანი ქალი თვალწინ წარმომიდგა. გამახსენდა მისი მოკლე თმა, ხელში მოხდენილად დაჭერილი გრძელი ფანქარი და ნელი ნაბიჯები.
-მიხარია, რომ გამიხსენე-მომიგო, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეგონა გონებაში ჩამიძვრა და თითოეული აზრი გადაიკითხა.
-როგორც ჩანს ჩემს ქვეცნობიერს თქვენი სახელი ყოველთვის ახსოვდა-გონებაში ორი ასო ამომიტივტივდა, "ი" და "ა".. ჩამეღიმა, უნებურად, მოულოდნელად..
მომწონდა მისი სახელი თანაც თითქმის ზუსტად აღწერდა მის პიროვნებას.. "ია"
მოკლე, არაფრისმთქმელი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო. მის სახეს კიდევ ერთხელ დავაკვირდი, ამჯერადაც შევამჩნიე როგორ შეეცვალა გამომეტყველება. ეს ქალი იმ დღიდან მოყოლებული შედევრად მიმაჩნდა, მოგონებები ჩემს მეხსიერებაში მიიჩქმალა, მაგრამ დღეს ნაბიჯის გადადგმისთანავე ყველაფერმა ზედაპირზე დაიწყო ამოსვლა.
-იმ დღეს, არ შემეძლო არ დამემახსოვრებინე.. ისე მოხდენილად ხატავდი. მეგონა კიდევ შევძლებდი იმ ადამიანის ნახვას რომელიც მთელი არსებით ხატავდა, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. ვერ გნახე, საერთოდ გაქრი, მეგონა მიწამ ჩაგყლაპა. მაგრამ დღეს აქ ხარ საინტერესოა რისთვის მოხვედი.-თმას ყურს უკან იწევს
-პასუხი მარტივია, ოცნებებს ვუბრუნდები.-მაშინვე ხვდება რასაც ვამბობ და ამჯერადაც ეცვლება გამომეტყველება.
YOU ARE READING
Feel it ✈︎
Romanceწარსულის ბურუსში გახვეული მისგან დაღწევას ცდილობს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და ახალ სამყაროს ფუნჯით ხელში ესალმება. რაიქნება როცა ხატვას კვლავ დაიწყებს და შეხვდება ახალ ადამიანს განსაკუთრებული გრძნობებით.