სუპერმარკეტის დატოვებისთანავე ისევ ამ ადგილს მიადგა, გადაღლილი ისევ ძველი თბილისის ქუჩებში დაეხეტებოდა. კვლავ წარსულს იხსენებდა მიუხედავად იმისა, რომ გახსენება არ სურდა. თვალები აეცრემლა, ქარი სასიამოვნოდ ელამუნებოდა სახეზე, შავი თმა კი კვლავ ასწეწვოდა. ხელში ისევ ის ნახატი ეჭირა მთელი დღის განმავლობაში გონებაში რომ უტრიალებდა. მოთენთილს ნაბიჯის გადადგამაც აღარ შეეძლო, ისევ საბაგროს მოშორებით დიდ ქვაზე ჩამოჯდა და განათებულ თბილისს გადმოხედა ზემოდან. ყველაფერი ისე მშვიდად გამოიყურებოდა. ტუჩი მოიკვნიტა ერთხელ ამოიხვნეშა და დიდ ქვაზე გადაწვა.
-დავიღალე!-მისი ხმა ყრუდ გაისმა- დავიღალე დავიღალე!! კიდევ ერთხელ გაიმეორა, ამჯერად სწრაფად წამოდგა და მთელი ძალით დაიყვირა.
-შენი დედაც დემნა!! ჯანდაბაშიც წასულხარ!-თვალები დახუჭა შემდეგ კი კიდევ დაიყვირა-გამარჯობა ახალო ცხოვრებავ!!-ფართოდ გაიღიმა და შეცბა როდესაც გვერდით მდგომ ლანდს მოჰკრა თვალი.ამჯერადაც არ ვყოფილვარ მარტო, ამჯერადაც არ შემეძლო ფიქრი.
-საკმაოდ დიდხანს გეძებდი, როგორც ჩანს ძებნა ამ ადგილიდან უნდა დამეწყო.-მეგობარს დავაკვირდი და ჩავიღიმე.
-როგორც ჩანს მარტო დარჩენა არ მიწერია.-მზერა კვლავ გაბრწყინებულ თბილისს მივაპყრე.
-რაზე ფიქრობ?-ბიჭი ნელ-ნელა მომიახლოვდა ბოლოს კი ჩემს გვერდითაც ჩამოჯდა.
-არვიცი.-უყოყმანოდ ვპასუხობ.
-ნუთუ? ალბათ უბრალოდ არ გინდა შენი ფიქრები გაამჟღავნო.-ისიც პირდაპირ ამბობს სათქმელს ამიტომაც აღარაფერს ვამბობ.
-თავად ამბობ: დუმილი თანხმობის ნიშანია!.-ვხედავ როგორ მიყურებს მწუხარებით და ეს გრძობა მეზიზღება.. მეზიზღება ვიგრძნო, რომ ვიღაცას ვეცოდები...- სანდრა ნუ ცდილობ ყველაფერი რაც გტკენს შენში გამოამწყვდიო არმინდა ასეთ ჩაკეტილს გხედავდე.-წინადადებას ასრულებს და მეც პირდაპირ ჩავყურებ ნათელ თვალებში..
-დანი, ყველას სჭირდება დრო აზრზე მოსასვლელად და როგორც ჩანს მე იმ ადამიანებს მივეკუთნები ვისთვისაც ეს დრო რამდენიმე წელს ნიშნავს. ვიცი რომ ამ მდგომარეობიდან გამოვალ მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ ამ ჩაკეტილობას თავს თავად დავაღწევ.. და როცა მივხვდები, რომ აღარ მადარდებს ის ადამიანი რომელიც წლებია ცხოვრებას მიმწარებს ზუსტად მაშინ გავიგებ,რომ ყველაფერი დასრულდა და მეც იმ ლაღ ცხოვრებას დავუბრუნდები როგორშიც მანამ ვცხოვრობდი სანამ ის გამოჩნდებოდა..
დან.. ყველაფერს უნდა მისცე დრო მეკი ის ადამიანივარ რომელსაც დრო ყველაზე მეტად სჭირდება..-ვიცოდი, რომ საკუთარ თავსაც ვატყუებდი და მეგობარსაც.. დრო და ჩაკეტილობა არიყო ის რაც მე მიშველიდა მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ნაბიჯები ერთი მეორის მიყოლებით უნდა გადამედგა თუ მინდოდა,რომ იმ ტალახიდან ამოვსულიყავი რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.. პირველი ნაბიჯი კი გადადგმული მქონდა ყველაზე რთული გავიარე და ახალი ფურცლიდან დავიწყე ცხოვრება და თუ ასე გავაგრძელებდი საბოლოოდ დავივიწყებდი იმ ტკივილს რაც ნეგატიურად მავსებდა.. ამიტომაც არ უნდა შემეწყვიტა წინ სიარული. სიგარეტი ამოვიღე, სანთებელა ავანთე და დიდი ნაპასი დავარტყი. მიხაროდა ის ფაქტი, რომ ჩემი გონება აანალიზებდა წინ სვლას. გვერდით მჯდომ მეგობარს გავხედე იღიმოდა ჩემი ღიმილის გამო და ამასაც ვხვდებოდი სიტყვები საჭირო არ იყო.
-მიწილადე-ჩაიჩურჩულა მეკი სიგარეტის კოლოფი გავუწოდე. რამდენიმე წამში კი თითებს შორის მოქცეულ თეთრ სიგარეტს, ოქროსფერი კანტით, ცეცხლი მოვუკიდე. დანიმ ნაპასი დაარტყა და ხველა აუტყდა, ეტყობოდა ხშირად, რომ არ ეწეოდა. სიგარეტი კი იწვოდა, ნელა, ისე როგორც ჩემი წარსული, რომლის წაშლასაც ასე გულმოდგინედ ვცდილობდი.. ნეტავ გამომივიდოდა?? არვიცოდი მაგრამ ვიწვოდი ჩემი შემართების გამო და ვგრძნობდი,რომ ოდესღაც მეც ჩავწვავდი წარსულს ამ ოქროსფერკანტიანი სიგარეტივით.
-ისე-ფიქრებს მომწყვიტა მეგობრის ხმამ-თავად დახატე თუ სხვისი ნახელავია?-ნახატზე მიმითითა და მეც ანდრო ამომიტივტივდა თავში.
-სხვისი ნახელავია-ჩაფიქრების შემდეგ ვპასუხობ და ფართოდ ვუღიმი.
-ძველი სანდრა გამახსენდა.. ამ ფურცელზე ზუსტად მას ვხედავ აღაჟღაჟებული ლოყებით ბედნიერი ღიმილით ტუჩები დახეთქილი, რომ არ აქვს.. მომწონს...-გაკვირვებული შევყურებ..
-ნახატს ვგულისხმობ..-ისიც მაშინვე აქრობს დაბნეულ მზერას-ვისი ნახელავია?-მეკითხება და კვლავ ჩუმდება.
-ხომიცი არა უნივერსიტეტში დავდივარ. ვიღაცამ გადაწყვიტა ჩემი დახატვა, ბოლოს კი მაჩუქა ჩემი ფერადი პორტრეტი..-ჩავიღიმე, ნახატისთვის თვალი არ მომიშორებია.
-ის ვიღაც ბიჭია??-მზერა კვლავ დანიზე გადავიტანე
-კი ბიჭია.. მისი სახელია ანდრო..
-ოჰოო..-ბურტყუნებს
-არაფერი თქვა ზედმეტი ოთხთვალავ!-მკაცრად ვეუბნები, ვდგები, შარვალს ხელებს ვუხახუნებ და დაღმართზე ჩავდივარ, ისიც უკან მომყვება.
-შენ და ვივიენი შერიგდით?-ვეკითხები თან ქურთუკს მჭიდროდ ვიხვევ სხეულზე ვიცი, რომ თვალები აწითლებული მაქვს ბოლო ნაპასს ვარტყავ სიგარეტს ძირს ვაგდებ და ფეხით ვსრისავ..
-კი შევრიგდით-მალევე მპასუხობს.-მაგრამ ჯერ კიდევ ვცდილობთ ის უხერხულობა გავფანტოთ რაც ჩხუბის შემდეგ დარჩა..
-არმინდა თქვენს პირადში ჩარევა ამიტომ არ გკითხავ რატომ იჩხუბეთ. უბრალოდ შეეცადეთ ეს ოთხწლიანი ურთიერთობა არ გააფუჭოთ-ამწამს გულწრფელივარ რადგან არმინდა მათი ურთიერთობა ისე დასრულდეს როგორც ადრე ჩემი დასრულდა.
-ამაზე არიდარდო, ახლაკი უბრალოდ წავიდეთ, ღამეა მიგაცილებ.-ამბობს და გზას უხმოდ მიუყვება მეც რაღა დამრჩენია უჩუმრად მივყვები საუკეთესო მეგობარს.
YOU ARE READING
Feel it ✈︎
Romanceწარსულის ბურუსში გახვეული მისგან დაღწევას ცდილობს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და ახალ სამყაროს ფუნჯით ხელში ესალმება. რაიქნება როცა ხატვას კვლავ დაიწყებს და შეხვდება ახალ ადამიანს განსაკუთრებული გრძნობებით.