ხელში სხვადასხვა ფერის ბუშტები მიჭირავს დემნას სასტუმროში დაქირავებული ოთახის კარს ვაღებ.
მეღიმება, ბევრი ვიწვალე იმისთვის, რომ გასაღები ხელში ჩამეგდო და გამიხარდა რომ კვირების დაგეგმილი სიურპრიზი რაღაც დაბრკოლების გამო არ ჩამეშალა. როგორც კი ოთახში ნაბიჯს ვდგავ მაშინვე ბუშტების ბერვას და ოთახის მორთვას ვიწყებ, მინდოდა ეს ღამე მისთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო ჩემი სიურპრიზით. ზუსტად ნახევარ საათში ხომ მისი დაბადების დღე დაიწყებოდა. ვჩაქრობდი, რამდენიმე ბუშტი ხელშიც კი გამისკდა,
აივანზე ფრთხილად გამოვედი და დემნას მანქანა, როგორც კი შევნიშნე მაშინვე უკან დავბრუნდი. შავ ფარდაში გავეხვიე და იქიდანაც ჩუმად ვიჭვრიტებოდ. იმისთვის, რომ დამენახა როდის შემოდგამდა ოთახში ნაბიჯს.
ხმაური მომესმა ქალის ხმა გავიგე, ვიფიქრე, რომ დამლაგებელი იყო ამიტომ დავაიგნორე. მალე კაცის ხმამაღალი სიცილის ხმაც გავიგე, კარები გაიღო და დემნა უკუსვლით შემოვიდა ოთახში, გული ამიჩქარდა, მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრიალი. ფარდა უნდა გამეწია და მისკენ ჩასახუტებლად გავქცეულიყავი, როდესაც დავინახე მასზე აკრული საშუალო სიმაღლის გოგონა, ოთახში ნელად შემოვიდნენ ერთმანეთს ტუჩებში უძვრებოდნენ და თან იცინოდნენ. მოულოდნელად გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, ვხედავდი როგორ კოცნიდა საყვარელი მამაკაცი უცხო გოგონას, გულში რაღაც ჩამწყდა და თვალები უნებურად დავხუჭე. ამ საზიზღრობის ყურება აღარ მინდოდა. დემნას როგორც კი ფეხებში ბუშტები მოედო მაშინვე მოსცილდა მას, მიხვდა, რომ აქ ვიყავი მიხვდა, რომ მათ ვუყურებდი. მე კი მივხვდი, რომ შეეშინდა.
ირგვლივ მიმოიხედა ყველაფერს დააკვირდა.
-უნდა წახვიდე!-უთხრა უცნობს და მისი ოთახიდან გაშვება სცადა.
-კარგი რა ახლა არ მოვედი?-ჩაილაპარაკა მან. ლოყაზე ცრემლი ჩამომგორდა მაგრამ ტირილის დრო არიყო. "არგაბედო"-შევუძახე საკუთარ თავს. უხეშად გავიწმინდე სახე და ფარდა გადმოვწიე. მაშინვე ყურადღება მომაპყრო. მის თვალებში შიში კრთოდა. იქვე მდგარი ლარნაკი კედელს მივანარცხე, მტვრევის ხმა ყურებში საშინლად ჩამესმა.
-ჰეი ვინხარ?-დამიყვირა ქერამ.
-მაგას მე უნდა გეკითხებოდე!!-მეც დავუყვირე.
ხელში ჩაბღუჯული თაგული პირდაპირ სახეში გავარტყი დემნას,მივუახლოვდი აცრემლებულ თვალებში ჩამხედა მეკი მის თვალებში ჩამქრალი ნაპერწკალი დავინახე.
-გენდობოდი! შენკი ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამსხვრიე! ნაძირალა ხარ!!- გოგოს ხელი ვკარი და მთელი სისწრაფით გამოვარდი ოთახიდან. ლიფტის ღილაკს ვაწვებოდი, დემნა კი ჩემსკენ მორბოდა ამიტომ კიბეებზე დავეშვი, მაგრამ ის მაინც დამეწია.
მეხუთე სართულზე გავჩერდით, ჩემს ხელს ძლიერ ებღაუჭებოდა.
-როგორ ბედავ!!-მშვიდად მივუგე, არმინდოდა ჩემი ბრაზი პირდაპირ ახლა ამომენთხია მასზე.
-მომეცი საშუალება აგიხსნა!-თავიდან მშვიდი ჩანდა, ზედმეტად მშვიდიც კი.
-რა უნდა ამიხსნა? კონკრეტულად რაა??-უკვე ტონსაც ვეღარ ვაკონტროლებდი.
-ნუ ყვირი!!-მანაც აუწია ტონს.
-ღმერთო ჩემო რამდენად ნაბიჭვარი ხარ!!-დავუყვირე და გაქცევა ვცადე, მაგრამ ისევ შემაჩერა მისკენ მიმიზიდა და ძლიერად ჩამეხუტა.
-ხელი გამიშვი!!-ვცდილობდი თავი დამეღწია მისი ძლიერი მკლავებიდან. სურნელი, რომელიც ყოველთვის მიყვარდა ახლა სიგიჟემდე მეზიზღებოდა.
-უბრალოდ გთხოვ, რომ მიმისმინო უბრალოდ გთხოვ, რომ არ გაიქცე..
-ვერ მოგისმენ!! უბრალოდ შემეშვი, მანამ სანამ ყველაფერს შენზე არ ამოვანთხევ- კვლავ ვცადე გაქცევა.
-სანდრა არ წახვიდე.. დარჩი..-ყურში ჩამჩურჩულა, ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარიყოს. კიდევ უფრო გავბრაზდი ხელი ძლიერად ვკარი და სახეში გავარტყი.
-ამის მერე როგორ შეგიძლია დარჩენა მთხოვო???-ვეღარც ცრემლებს ვიკავებდი, ვეღარც ბრაზს და ვეღარც ამოხეთქვის პირას მყოფ გრძნობებს ვაჩერებდი.
-მიყვარხარ და ამიტომ გთხოვ დარჩენას!- მაშინვე მიცხადებს, კვლავ მის თვალებს ვაწყდები, თვალებში ვუყურებ და მისი სიტყვების წამითაც არ მჯერა.
-მართლა სულელი გგონივარ?? რომ გიყვარდე ღალატს გონებაში არც კი გაივლებდი, რომ გიყვარდე სულ ჩემზე იფიქრებდი და ვიღაც ძუკნას პირში არ ჩაუძვრებოდი.
-მე უბრალოდ..
-რა უბრალოდ?? რა უბრალოდ დემნააა!!- ვხვდებოდი რამხელაზე ვყვიროდი- მართლა სულელი ვარ, ისე მიყვარხარ, რომ რეალობას თვალს ვერ ვუსწორებ.
ღმერთო ჩემო! როგორ გენდეე? როგორ შეგიყვარე??-ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, ძალა არ მყოფნიდა, სარკეში ჩახედვა არ მჭირდებოდა, ვხვდებოდი გაფითრებული სახე და აცრემლებული თვალები, რომ მექნებოდა.
-არ იტირო, გთხოვ სანდრა.-პირდაპირ თვალებში ჩამხედა. ტუჩი მწარედ მოვიკვნიტე და ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-რამდენად გულუბრყვილო ვარ, საკუთარი თავი ნერვებს მიშლის!.
-სანდრა..
-ხმა არ ამოიღო!! შენთვის სანდრა აღარ ვარ!! შენთვის აღარც კი ვარსებობ.. თავიდან ამოიგდე ჩემი არსებობა და უკან დაბრუნდი.-კიბეები ჩავირბინე, კვლავ გამაჩერა.
-გაეთრიე დემნაა!! ნუ მეხები იმ ბინძური ხელებით რომლითაც წამის წინ იმ ძუკნას ეხებოდი!! არც კი გაბედო!!..
-უბრალოდ მომისმინე ეს დედამოტყნული!!-კვლავ მეხებოდა მეკი სისხლი მიდუღდა.
-გისმეენ!! რა გაქვს სათქმელი..-ვეღარ მოვითმინე.
-მე უბრალოდ.
-ისევ ამას იმეორებ!! უბრალოდ დაასრულე შემდეგ კი გაქრი ჩემი ცხოვრებიდან!!-ვეღარც კი ვხვდებოდი რას ვამბობდი.
-უბრალოდ გართობა ვცადე გესმის?? უბრალოდ გრთობა მინდოდაა..
-რა სისულელეებს ამბობ ნაბიჭვარო??-მოსმენილის გაანალიზებას ვერ ვახდენდი.
-სანდრა მიყვარხარ!! ვიცი, რომ დღეს საშინელი შეცდომა დავუშვი უბრალოდ მაპატიეე!!
-რა გაპატიო? ის, რომ ვიღაცასთან მიღალატე?.
-ეს უბრალოდ კოცნა იყო სანდრა!!.
-ტყუილს აგრძელებ! ეს, რომ უბრალო კოცნა ყოფილიყო ჩემი დანახვისას შიში არ დაგეუფლებოდა. დავინახე როგორ გაგიკრთა თვალებში შიში რომელიც აქამდე არ მიგრძვნია. დავიანხე როგორ ათვარიელებდი ოთახს და როგორ გეშინოდა, რომ მე მიპოვიდი სადღაც დამალულს! ეს უბრალოდ კოცნა არ ყოფილა.. ვიცი, რომ არც კი გყვარებივარ. უბრალოდ გასართობი თოჯინა ვიყავი, რომელიც დღეს სხვამ შეცვალა. შეიძლება ვცდები კიდეც, შეიძლება აქმდეც იყო ვიღაც ვინც მე მანაცვლებდა.
ნდობა, სიყვარული და ყველა დანარჩენი გრძნობა გაანადგურე.. შენ ადამიანი ხარ რომელიც უბრალოდ გართობით საზრდოობს, მეკი ადამიანი ვარ რომელიც ზედმეტად გულუბრყვილოა და ისეთი ადამიანები უყვარდება რომელნიც სიყვარულს არც კი იმსახურებენ..-ხმა მიკანკალებდა დაბნეული ვაცეცებდი თვალებს აღარ შემიძლია დარჩენა უბრალოდ უნდა წავიდე.-ამოვიკნავლე ემოციებსაც ვეღარ ვუმკლავდებოდი გაქცევა მწადდა.
-ყველა უშვებს შეცდომას!! მაპატიე სანდრა!! მაპატიე და გპირდები, რომ აღარასდროს ჩავიდენ რაიმე ისეთს რაც გაწყენინებს!! მართლა მიყვარხარ და ვიცი, რომ სისულეელე გავაკეთე!! მაპატიე..-ჩემსკენ მოიწია და ძლიერად ჩამეხუტა თავი მკერდზე დავადე და ბოლოჯერ შევისუნთქე უკვე ამაზრზენი სურნელი.
-იმას ნუ დამპირდები რასაც ვერ შეასრულებ! აღარ გენდობი დემნა! ვიცი, ყველა იმსახურებს მეორე შანს მაგრამ ეს შანსი შენთვის არ არსებობს. დროა დავასრულო! შენ არასდროს გყვარებივარ! სულილი ვარ, რომ ამდენხანს ვერ მივხვდი, მიყენებდი,
ახლა კი თავს არარაობად მაგრძნობინებ
შენი დედაც დემნა!! შენი დედაც!-ხელი ვკარი და საბოლოოდ განვთავისუფლდი მისგან.-მართლა მიყვარდი დემნა! ეს გრძნობა გულწრფელი იყო მაგრამ..
-არ გაბედო! სანდრა არ გაბედო და არ დაასრულო..-კედელზე მიკრულმა მშვიდი ტონით მომმართა.
-მაგრამ დღეიდან აუცილებლად შევწყვეტ იმ სიყვარულს რომელიც შენთან მაკავშირებდა. დღეს ყველაფერი დასრულდება! უბრალოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან რადგან ახლა შენ აღარ გეკუთვნი!.-თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ და გავრბივარ.. მისგან ვთავისუფლდები. -ჩემი სიზმარი კვლავ მახსენებს ჩემს წარსულს გვერდით ისევ ვივიენი მიზის საწოლზე ვწევარ და შუბლზე სველი ნაჭერი მადევს ვიშორებ და ვივიენს შევყურებ.
-დაწექი! ისევ მაღალი სიცხე გაქვს არვიცი როგორ გიშველო.
-არაფერია თავისით გამივლის! დაიძინე.
-შენ ნორმალური თუხარ საერთოდ?-პირდაპირ შეტევაზე გადმოდის- სიცხე ოცდაცხრამეტ ნახევარი გაქვს და მე დავწვე და დავიძინო? შეეშვი სისულეელებს და საბანში გაეხვიე მეტი პრობლრმა არ გჭირდება დამიჯერე!-ვემორჩილები და დიდ საბანში ვიფუთნები.
-სიცხის დამწევი დალიე-ტაბლეტს და წყალს მიწვდის და მეც მაშინვე ვსვამ.
-აი ასე! ახლაკი უბრალოდ თვალები დახუჭე და ეცადე დაიძინო.-ვიცოდი, რომ არ ჩამეძინებოდა.
-ვივ..-ჩუმად წარმოვსთქვი.
-გისმენ სანდრა-გამომხედა და შემათვალიერა.
-შეგიძლია ჩამეხუტო?-ჩავილაპარაკე.
-ოჰ როგორ არა..-ჩაიცინა საბანი გადასწია მეკი წვრილ სხეულზე ავეკარი და ხელები ძლიერად მოვხვიე მის სხეულს.
-ყველაფერი კარგად იქნება-ვიგრძენი მისი თანაგრძნობა თავადაც ჩამეხუტა.
-უბრალოდ დაისვენე სანდრა-თვალები უნებურად დავხუჭე და მალევე ჩამთვლიმა კიდეც.
YOU ARE READING
Feel it ✈︎
Romanceწარსულის ბურუსში გახვეული მისგან დაღწევას ცდილობს, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და ახალ სამყაროს ფუნჯით ხელში ესალმება. რაიქნება როცა ხატვას კვლავ დაიწყებს და შეხვდება ახალ ადამიანს განსაკუთრებული გრძნობებით.