თავი 2

304 34 4
                                    

გზაში გადავწყვიტე კაფეში შევსულიყავი და ყავა მეყიდა, ჩემი საყვარელი ადგილია ეს კაფე ხშირად მოვდივარ აქ ყავის საყიდლად. ჯერ კიდევ ჩემ ახალ კლასელზე ვფიქრობდი, ძალიან განსხვავებული ადამიანია ის. ფიქრებში გართულმა მალე კაფესთან მივედი, სალაროში ყავა შევუკვეთე და მალე მომაწოდეს ქალს გავუღიმე და უკან მობრუნება ვცადე, როცა მოვბრუნდი ვიღაცას დავეჯახე და ყავა ზედ დამესხა საშინლად გავბრაზდი და იმ უცნობს დავუყვირე.
- შე იდიოტო, რად დგახარ ჩემ უკან მეტი საქმე არ გაქვს? - ვუყვირე გამწარებულმა, ყელი საშინლად მეწვოდა ცხელი ყავის გამო.
- ეი გოგონა ტონს დაუწიე და ისწავლე ვისთან როგორ უნდა ილაპარაკო, სახელი მაქვს და სახელით მომმართე.
- შენ ნუ მასწავლი ვისთან როგორ უნდა ვილაპარაკო ნაბიჭვარო.
- ვაჩე მქვია, და ტონს დაუწიე თორე მაგრად ინანებ შენ არ იცი მე ვინ ვარ.
- არც მიკითხავს შენი სახელი რადგან არც მაინტერესებს, და კიდევ ნუ მემუქრები მასე ვერ შემაშინებ, ვიღაც მდიდარის შვილი იქნები და შენ თავზე დიდი წარმოდგენა გექნება, ამიტომ გამეცალე აქედან - ვუთხარი მან  კი ჩაიცინა, იდიოტი ადამიანია, მას მუქი ქერა თმა და მწვანე თვალები აქვს.
ავტობუსის გაჩერებასთან გააჩერდა და მეც ჩქარა მივირბინე იქ, ავტობუსში ჩავჯექი და ადგილი დავიკავე სკამზე. ჩემ მაიკას ვიწმენდი სალფეტკით, საშინლად მეწვოდა ყველაფერი იმ იდიოტის ბრალია. ავტობუსი ჩემ გაჩერებაზე გააჩერა და მეც ჩამოვედი, სახლში ჩქარა ავირბინე და ოთახში შევედი. დედაჩემმა კარის დახურვის ხმაზე ჩემკენ გამოიხედა და რომ დამინახა ასეთ მდგომარეობაში თვალები გაუბრწყინდა.
- ნიაკო, ეს რარის რა მოგივიდა?.
- რა უნდა იყოს დედა, ვიღაც დამეჯახა და ყავა ზედ გადამესხა.
- აჰ, მიდი გამოიცვალე და მანამდე მე საჭმელს მოგიმზადებ.
ჩემ ოთახში შევედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე, ჩემი ღია წაბლისფერი სწორი თმების დავარცხნა დავიწყე და ცხენის კუდად შევიკარი. სამზარეულოში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი, დედაჩემმა საჭმელი თეფშზე დამიდო და ჭამა დავიწყე.
- აბა მომიყევი რა მოხდა ახალი?.
- ახალი მოსწავლე გადმოვიდა ჩვენ კლასში.
- ბიჭი თუ გოგო?.
- ბიჭი.
- საყვარელია?.
- რაში გაინტერესებს? ის ვერ დადის ეტლით მოიყვანეს, მგონი ვერც ლაპარაკობს მუნჯია, ყველა კითხვას თავს არიდებდა მასწავლებლებსაც არ ეპასუხებოდა.
- როგორია?.
- ქერა თმები აქვს, ციისფერი თვალები, სახეზეს ლამაზია.
მე და დედაჩემი დაქალებივით ვართ, მას არაფერს ვუმალავდი არც ის მიმალავს. მასთან ყველაფერზე შემიძლია საუბარი, ის ყველაფერში მიგებს. მე დედას ვგავარ ყველაფრით, თმებით, თვალებით და ფიგურით.

შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now