თავი 20

401 37 24
                                    

დილით თბილ მკლავებიდან ფრთხილად გავთავისუფლდი და საწოლიდან ავდექი, ნოას მშვიდად ეძინა და არ ცდილობდა გაღვიძებას. ჩუმად ტანსაცმელები ჩავიცვი და ჩემ სახლში წავედი სირბილით, ძალიან დავიღალე სუნთქვას ძლივს ვარეგულირებდი და ჩემ ოთახში ფრთხილად ავედი. კარადიდან ნახატი ამოვიღე და ისევ სირბილით ნოას სახლისკენ წავედი, უკვე გაიღვიძებდა და მოემზადებოდა აეროპორტისთვის ამიტომ ავუჩქარე სირბილს. მის ოთახში ავედი და დავინახე როგორ იჯდა მოწყენილი საწოლზე, თმა აჩეჩილი და არეული ქონდა ახალგაღვიძებული იყო. ჩემს დანახვაზე გაეღიმა და ჩემთან მოვიდა, ძლიერად ჩამიკრა გულში და ჩემი თმის სურნელი ჩაისუნთქა.
- მეგონა დამტოვე - ამოიჩურჩულა და ტუჩი თმაზე მომაწება.
- არა, არასდროს დაგტოვებ მე - ამოვიბუტბუტე და კარგად მოვხვიე მკლავები.
- სად იყავი?.
- ჩემ სახლში.
- რაგინდოდა?.
- საჩუქარი წამოგიღე სამახსოვროდ - ფურცელი გავუწოდე სადაც ნოა იყო დახატული, ფურცელს ღიმილით შეხედა.
- მადლობა ძალიან ლამაზია როდის დამხატე?.
- როცა შენ დამეხმარე ხატვაში. - ვუთხარი და ჩამეღიმა ის მომენტი რომ გამახსენდა.
- მეც მაქვს შენთვის საჩუქარი - ჯიბიდან ულამაზესი სამაჯური ამოიღო სადაც "N" ასო ეწერა, მეორე იგივე ასო სამაჯური კი თვითონ გაიკეთა.
- უმაგრესი საჩუქარია მადლობა.
- რო მოგენატრები იმ საჩუქრით გამიხსენებ - გაიღიმა და ისევ დასევდიანდა - ეს ჩვენი ასოს ინიცალებია.
- მივხვდი, ძალიან ლამაზებია.
- მომენატრები - სევდიანი თვალებით შემომხედა და ძლიერად ჩამიკრა გულში, თავი მის მკერდზე მივადე და მისი გულის ცემის ხმას მოვუსმინე.
- მეც მომენატრები, იმედია მალე ჩამოხვალ.
- ვეცდები - ამოიჩურჩულა.

უკვე აეროპორტთან ვართ, ნოას მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა და არმიშვებდა. გაისმა ხმა რომ ჩასხდომა იწყებოდა, ნოა ჩემსკენ მობრუნდა და სევდიანი თვალებით შემომხედა.
- არვიცი უშენოდ იქ როგორ გავძლო, ძალიან გამიჭირდება უშენობა, შენი დატოვება არც მინდოდა მაგრამ მომიწია, არ დამივიწყო ძალიან მომენატრები - მითხრა და ჩემ ტუჩებს ეცა, ვნებიანად მაკოცა და ბოლოს გაჩერდა, თბილად გამიღიმა, მე კი თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.
ამდენი ხანია ვიკავებდი ტირილს და ბოლოს ვერ მოვითმინე და ამეტირა, ვსლუკუნებდი და ტირილს ვერ ვიკავებდი, ნოა აღელდა და ძლიერად მომხვია მკლავები.
- ჩშშ არ იტირო, გაიღიმე, არმიყვარს ასეთი დამშვიდობები.
- კარგ მგზავრობას გისურვებ ნოა, ძალიან მომენატრები, უშენოდ არვიცი როგორ ვიცხოვრო.
- ეცადე ჩემზე არ იფიქრო და ყურადღება სწავლაზე გადაიტანო, შენ მომავალზე იფიქრე, და დროს მალე გავა, მე მალე დავბრუნდები არ მიგატოვებ - თითის წვერებზე ავიწიე და ნოას ტუჩის კუთხეში ვაკოცე.
მას ჩაეღიმა და ჩემთან დაიხარა, ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა.
- ნახვამდის ნიაკო, მალე დავბრუნდები აღარ იტირო - ხელი დავუქნიე დასამშვიდებლად, ნოას მშობლების დამემშვიდობნენ და წავიდნენ.

შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now