თავი 15

215 28 0
                                    

ბედნიერი ვარ რომ ნოა ჩემთან გაიხსნა, მადლობელი ვარ მან თავისი საშინელი ტრაგედია მომიყვა რადგან მასე მე მის დახმარებას შევძლებ. დღეს მე და ნოა ჩემ სახლში ვმეცადინეობთ, ყველა დავალება დავწერეთ გარდა მათემატიკისა.
- ნოა მათემატიკა დასრულე? - ვეკითხები დაღლილი.
- ჯერ არა, რომ მოვრჩები დაგეხმარები.
- უჰ კარგი - ამოვიბუტბუტე და რვეულში ჩავიხედე, არაფერი მესმოდა ამ მაგალითების.
ცოტახანში ნოა მორჩა მეცადინეობას და თავისი რვეული მათხოვა, მეც გადაწერა დავიწყე. ტელეფონის ხმა გავიგეთ, ნოა სადაც მეცადინეობდა მანდ მაგიდაზე ჩემი ტელეფონი იყო და მესიჯი მომივიდა. ნოამ გახსნა და შუბლი შეჭმუხნა ტელეფონში რომ ჩაიხედა, მეც გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყოს? ნოას გარდა არავინ მწერს.
- ვაჩეა.
- რაუნდა, მაგაც ვაფშე არ ვწერ და რატომ მომწერა?.
- არვიცი უპასუხე - ავდექი და ვაჩეს ტელეფონი გამოვართვი.
"გამარჯობა ლამაზო მანდილოსანო" - ვაჩეს უაზრო მესიჯზე თვალები ავატრიალე და პასუხი მივწერე.
"რაგინდა ვაჩე?"
"შენი ნახვა, მომენატრე" - ამდროს ნოას ეტლით ჩემს გვერდზე მოვიდა და მესიჯების კითხვა დაიწყო, თან ბრაზდებოდა.
"მე არმომენატრე".
"შემხვდი კაფეში, სერიოზული საქმე მაქვს" - ნოას შევხედე მანაც შემომხედა.
- რა სერიოზული საქმე უნდა ქონდეს? - ვკითხე ნოას.
- არვიცი ძაან მაინტერესებს, მოდი გავიგოთ.
- კი მაგრამ როგორ?.
- მე შავებს ჩავიცმევ, და სკამზე ჩამოვჯდები ქუდსაც მოვიხურებ რომ ვერ მიცნოს, ეტლს რათქმაუნდა დავმალავთ რომ ვერ მიხვდეს, შენ მიდი ვაჩესთან და გავიგებთ.
- კარგი აზრია.
"კარგი შეგხვდები მისამართი მომწერე და საათის" - მივწერე ვაჩეს.
"4 საათზე, მისამართს გამოგიგზავნი"
- სანამ ვაჩე მოვა, ჩვენ პირველები მივიდეთ და გეგმა შევასრულოთ - მითხრა ნოამ.
- კარგი - მათემატიკა მივატოვე და მომზადება დავიწყე, ნოას მამაჩემის ტანსაცმელებიდან ძლივს ვუპოვე შავი ტანისამოცი და შავი ქუდი რომელიც მის სახეს ადვილად დაფარავდა. ნოას ეტლს ხელი მოვკიდე და სახლიდან გავედით, ჩვენდა საბედნიეროდ კაფეში ვაჩე არ დაგხვდა, ნოა ერთ სკამზე დავსვი და ეტლი გარედ გადავმალე, მერე ადგილი დავიკავე, ნოა ჩემს უკან იჯდა. ცოტახანში ვაჩე მოვიდა, და გადაკოცნება სცადა მარა მე უბრალოდ ხელი ჩამოვართვი.
- ძაან მალე მოსულხარ - მითხრა ღიმილით.
- ინტერესი მკლავდა - გავუღიმე ნაგლურად, და თვალები ავატრიალე.
- კარგი, ჯერ რამე შევუკვეთო და მერე გადავიდეთ საქმეზე.
- პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ არ მაქვს ბევრი დრო შენთვის.
- აჰ კარგი რა ჯიუტი ხარ, მოკლედ რაც შენ დაგეჯახე და გაგიცანი, ნუ მეგობრები არვართ მაგრამ ხომ გიცნობდი შენ ამ ერთ თვეში თავი მომაწონე შენც მიმართ გრძნობები გამიჩნდა.
- კარგი რა, სერიოზულად? ასე ცდილობ ჩემ დაკერვას.
- დაკერვას არ ვცდილობ სერიოზულად გელაპარაკები, პირველად მომეწონა გოგო ასე ძლიერად.
- სამწუხაროდ მე შენც მიმართ არაფერს ვგრძნობ, ამიტომ გულს ნუ გაიტეხ, ეგ უბრალოდ გატაცება არის და ნუ გგონია რომ ნამდვილი სიყვარულით გიყვარვარ, ჩემთან არაფერი სცადო აზრი არ აქვს მე შენ არმომწონხარ და არც გეწყინოს ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით.
- ხო მაგრამ....
- არანაირი მაგრამ, კარგად ბრძანდებოდე - ვაჩემ უკმაყოფილოდ გადმომხედა და კაფე დატოვა, მის თვალებში ცოტა სევდა მაინც იგრძნობოდა.
დარწმუნებული ვიყავი ამის გადატანას შეძლებდა, რადგან დანამდვილებით გამოვიცანი რომ ის უბრალოდ გატაცებული იყო ჩემით. იმედია დაფიქრდება ჩემ სიტყვებზე და მიხვდება რომ არ ვუყვარვარ ნამდვილად, ბევრ ადამიანს სჭირდება თავის ფიქრებში კარგად გარკვევა და მერე დაწყება ურთიერთობის. ავდექი და ნოასთან ჩამოვჯექი, გაბრაზებული, ნაწყენი და სევდიანი თვალებით იყურებოდა.
- შენ რაღა მოგივიდა? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- მას მოეწონე, არმინდოდა ეს მომხვდარიყო.
- მე მას ჩემი სათქმელი ვუთხარი და იმედია გაითვალისწინებს ან მიხვდება რომ უბრალოდ გატაცება.
- რა იცი რომ გატაცება?.
- შეხედე შენ ძმას ჩემს მიმართ სიყვარული ეტყობა?, ყველა სხვანაირად გამოხატავს სიყვარულს და მას გგონია რომ სიყვარულია და ნამდვილად ვუყვარვარ.
- მართალიხარ, სიყვარული ძლიერი გრძნობა.
- ჰო ამიტომ დაფიქრდება და განალიზებს თვითონ, შენ არ ინერვიულო რო რამე მე მაინც ის ვერ შემიყვარდება.
- კარგი - სახე შეცვალა და გაიღიმა.
გარედ გავედი და ნოას ეტლი მოვიტანე, ეტლზე დაჯდომაში დავეხმარე და ჩემ სახლში წავედით.
ჩემ ეზოში გავაჩერე მისი ეტლი და ჩემ სახლში შევედი, სახლიდან პატარა ბურთი გამოვიტანე და ნოას ვაჩვენე.
- ეს რისთვის?.
- ვითამაშოთ, მე ვისვრი შენ დაიჭერ, ოღონდ ყურადღებიანად იყავი, თავი ისე იგრძენი ვითომ შენც შეგიძლია სიარული, გაიხსენე შენი წარსული და ვითომ ისევ ძველი ნოა ხარ და სიარული შეგიძლია.
- რატომ?.
- შეიძლება რაღაც გამოგივიდეს, მიდი სცადე ვითამაშოთ.
ნოამ ბურთი ისროლა და მე დავიჭირე, მერე ნოას ვესროლე და მანაც დაიჭირა ასე ბევრჯერ ვითამაშეთ.
- დავიღალე. - ბუტბუტით თქვა ნოამ.
- ეჰ მეც - ბალახზე ჩამოვჯექი და მას შევხედე.
- არმესმის რატომ მათამაშებ ამას?.
- იქნებ ბურთის დაჭერვის დროს უცებ ადგე ფეხზე - მან ჩაიცინა.
- არხარ ნორმალური, ნუ იგონებ სისულელებს.
- მოკეტე და გავაგრძელოთ თამაში - შევუბღვირე და მან თვალები გადატრიალა.
თამაში დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს ბურთი ძლიერად მარცხენა მხარეთ ვისროლე რადგან ნოა სულ იჭერდა ამჯერად სხვა მხარეთ ვისროლე, ნოა ბურთის მიმართულებას კარგად იყურებოდა რო დაინახა ბურთი სხვა მხარედ მიდიოდა უცებ ფეხზე ადგა და ბურთი დაიჭირა. თვალები გამიფართოვდა, მასაც გაუკვირდა ფეხზე რომ დადგა, მაგრამ უცებ ისევ წაიქცა. მივედი და ავაყენე, ის იღიმოდა.
- ღმერთო ჩემო - გაკვირვებული ამბობდა ნოა.
- შენ ეს შეძელი, შენმა ფეხებმა ცოტა იმოძრავეს, ვფიქრობ სულ უნდა გავარჯიშო რადგან უფრო გაძლიერდები და ფეხებს იგრძნობ.
- მადლობა, კარგი აზრია ვცადოთ ვარჯიშები - მითხრა ღიმილით.
- მეორე ვარჯიშს ვიწყებთ - ვუთხარი და გავუღიმე.
- მეორე ვარჯიში კი არა, ძალიან მადლობელი ვარ შენი ნიაკო ასე რომ მეხმარები, ბედნიერი ვარ შენ რომ გიცნობ. - მე გავუღიმე და მასთან მივედი.
- მომე ხელი აგაყენო - ხელი ჩამკიდა და ნელა ავაყენე.
- რას აკეთებ?.
- ახლა მუცელზე მომკიდე ხელები, მე მხრებზე შემოვილაგებ და ვალსი ვიცეკვოთ - მან ჩაიცინა.
- მუსიკა? - მკითხა, მე ტელეფონი ამოვიღე და ჩავრთე მშვიდი და ჰარმონიული მუსიკა, ნოას ჩაეღიმა.
ნოას ძლიერად ვიჭერდი რომ არ დავარდნილიყო, ხელები შემოალაგა ფრთხილად ჩემ მუცელზე, ცდილობდა კარგად დამდგარიყო ფეხზე, მე ხელები მის მხრებზე შემოვალაგე და მოძრაობა ვცადე.
- ნოა თავი ისე იგრძენი ვითომ მხოლოდ მე და შენ ვართ და ვცეკვავთ, დაივიწყე რომ ფეხზე ვერ დგახარ, ისე იგრძენი თითქოს შეგიძლია სიარული და ჩემთან ერთად ცეკვავ, იქნებ რამე გამოგივიდეს - მან თავი დამიქნია, ნელა ტანი ავამოძრავე და ვალსის ცეკვა დავიწყე, ნოა ძლივს დგამდა ფეხებს, ცოტა წვალობდა, მაგრამ მერე გაუადვილდა ადვილად აკეთებდა ფეხის მოძრაობებს, ორივე ვცეკვავდით მშვიდ მუსიკაში, ნოას ცოტა გამოსდიოდა ცეკვა, რაც ძალიან მახარებდა. იმედს მაძლევდა რომ შეძლებდა ამას, ნოას ძალიან ბედნიერი იყო ასეთ ნოას პირველად ვხედავ და მეც ბედნიერი ვარ მასთან ერთად. მუსიკას ტანს ვაყოლებდით და ერთმანეთს ვუღიმოდი, სამწუხაროდ მუსიკა მალე დასრულდა ნოა დავსვი ეტლზე და ტაში დავუკარი.
- ყოჩაღ, შენ ძლიერი ხარ, შენ გამოგივიდა შენ ყველაფერს შეძლებ დამიჯერე - ვეუბნებოდი და თან სიხარულისგან ვხტუნავდი, მიხაროდა რომ მე ცოტა რამეთი მაინც შევძელი დახმარება.
- სიტყვებს ვერ გადმოვცემ როგორი ბედნიერი ვარ, მადლობა რომ მომეცი ამის იმედი და გამაბედნიერე, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, მადლობა ღმერთს ასეთი საუკეთესო მეგობრისთვის - მაღლა აიხედა და მერე მე გამიღიმა.
- მეც მადლობელი ვარ რომ შენ მყავხარ - ვთქვი ღიმილით, მან მაჯაზე ძლიერად დამქაჩა და ისევ მის კალთაში ავღმოჩნდი, გავიცინე მან კი ძლიერად ჩამიკრა გულში და ჩამეხუტა.
მისი გულის ცემის ხმა მკაფიოდ ისმოდა, მეც გული მიჩქარდებოდა და ბედნიერებისგან ძლიერად ვეხუტებოდი ნოას. მიყვარს ეს გრძნობა მის ჩახუტებისაც გული საშინლად რომ მიცებს, მასაც უცემს ასე როგორც მე.

მას ყველაფერი გამოუვა!.




ახალი თავის დავდე😊🤗აბა როგორ მოგეწონათ😄? გაგეხარდათ ნოამ ცოტათი რომ შეძლო ფეხზე დადგომა?😊💙ნიაკო ნოას ყველაფერში დაეხმარება რათა მან სიარული შეძლოს😊💜მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ აქტიურობთ😊💚მიყვარხართ🥺🖤

შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now