თავი 11

248 26 5
                                    

სავადმყოფოდან მალე გამომწერეს, ხელზე თაბაშირი გამიკეთეს და სახლში ვბრუნდები. ეს თაბაშირი ერთი ან ორი კვირა მაინც უნდა მქონდეს, სანამ არმომირჩება ხელი. გადავწყვიტე ორი დღე სკოლაში არ წავსულიყავი, რადგან მოტეხილი ხელით ვერაფერს გავაკეთებდი. ისე ვნერვიულობ რაღა მაინც და მაინც მარჯვენა ხელით დავეცი. ახლა მანქანაში ვზივარ და ფანჯრიდან გზებს გავყურებ, დედა და მამა საუბრობენ და იცინიან. მამაჩემი იშვიათად თუ მოიცლის ჩვენთვის, ის სულ მუშაობს და გადატვირთული გრაფიკი აქვს. დედა რათქმაუნდა სახლის დიასახლისია, ის არ მუშაობს ასე გადაწყვიტა. სკოლაში რომ მივიდე უეჭველი თოკოს სასტავი დამცინებს, ამიტომ მირჩევნია ორი დღე სახლში გავატარო და მხოლოდ მეცადინეობაზე მივიდე. მანქანა სახლთან გააჩერა მამამ და მანქნის კარები გამიღეს, ჩამოვედი და ჩემ ოთახში ავვარდი. საწოლზე დავწექი და დასვენება დავიწყე, მანქნით მგზავრობა დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის. ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკები ჩავრთე ტელეფონში, ცოტახანში თვალები მიმეხუჭა და დაღლილობისგან ჩამეძინა.

ვიღაცის ხელს ვგრძნობ ჩემ სახეზე და იძულებული ვხვდები თვალები გავახილო, ვახელ ნელა თვალებს და ჩემ თავზე მდგომ ნოას ვხედავ თავის ძმასთან ერთად. ნელა ვწევ წელს და ხელზე ვიდებ ხელს, ცოტა მაინც მტკივა.
- აბა გაიღვიძე ძილისგუდავ? - მეუბნება ნოა და მიღიმის.
- როგორც ხედავ გავიღვიძე, თქვენ როდის მოხვედით?. - ვკითხე და გამოფხიზლება ვცადე.
- წეღან, სკოლიდან პირდაპირ შენთან მოვედით. - მითხრა ნოამ.
- მე და ნოამ მაღაზიიდან შენთვის ბევრი რამე მოვიტანეთ - მითხრა ვაჩემ და პარკი გადმომიწოდა, შიგ ბევრი სასუსნაოები და შოკოლადები იყო ასევე წვენების.
- მადლობთ არიყო საჭირო - ვუთხარი და გავუღიმე მათ.
- ხელი ისევ გტკივა? - მკითხა ნოამ.
- ისე რა, გამივლის მალე.
- სკოლაში მოსვლას როდის აპირებ?.
- ორი დღის მერე მოვალ.
ვაჩეს ტელეფონზე დაურეკეს და გარედ გავიდა, ნოამ გადმომხედა და წარბები ათამაშა.
- რა? - ვკითხე დაბნეულმა.
- საშიშ ფილმის ყურებას ხომ არ ინებებთ ლამაზო ქალბატონო?.
- აუ კაი რა ნოა, შიშისგან მეორე ხელსაც მოვიტეხავ. - მან სიცილი დაიწყო, ვაჩე შემოვიდა ოთახში და ნოას მიუბრუნდა.
- საქმე გამომიჩნდა შენ დაგტოვებ აქ და მერე წაგიყვან.
- რა საქმე? - კითხა ნოამ.
- შენ არ გეხება ეგ, ჩემ ძმაკაცების საქმეა.
- აა კარგი წადი მოშორდი - უთხრა ნოამ სიცილით, ვაჩემ სერიოზულად შეხედა თავის ძმას და თვალი წარბი აწია, მერე მოგვშორდა და წავიდა.
მე და ნოამ სიცილი დავიწყეთ.
თმები აჩეჩილი მქონდა რადგან ახალგაღვიძებული ვიყავი, ჩემი სწორი ღია წაბლისფერი თმა მალე ირევა ძილის დროს. თმებზე ხელი გადავისვი და გასწორება ვცადე, ნოა ჩემ თმებს შეხედა და გაეღიმა.
- ძალიან ლამაზი თმა გაქვს, სწორია და ამიტომ ირევა ძალიან, მე დაგივარცხნი გინდა?. - გავუღიმე და თავი დავუქნიე, სავარცხელი ავიღე და მივაწოდე.
- მოიცა ჯერ საწოლზე ჩამოვჯდე, და მერე დაგივარცხნი. - თქვა სიცილით.
- და მე რომ ხელი მოტეხილი მაქვს როგორ დაგეხმარო? - ვთქვი უკმაყოფილოდ.
- შენ დაიხარე ცოტა და მე შენ მკლავებს მოვეჭიდები და ჩემით ნელა ავდგები - მეც დავიხარე ცოტა ნოამ მკლავებზე მომკიდა ხელი და ნელა და ბევრი წვალებით ადგა და საწოლზე დავარდა, მეც წამაქცია და მას დავეცი.
- აუჩ - ამოიკვნესა ნოამ, შეშინებული ავდექი და მას დავხედე.
- კარგად ხარ?.
- კი კი ცუდ ადგილზე დამეცი არაფერია გამივლის - თქვა სიცილით და თავის სუსტ ადგილზე მოკიდა ხელი ჯერ კიდევ მაინც ტკიოდა.
- აჰ ნოა მაპატიე, მძიმე იყავი და მეც წამაქციე.
- არაუშავს იმედია მეც არ დამინგრიე შთამომავლობა - თქვა სიცილით და მერე დამატა - ამაყენე.
მარცხენა ხელი გავუწოდე და მან მომკიდა, მისი აყენება ვცადე მაგრამ დამქაჩა და ისევ მას დავეცი. ის იცინოდა და გაღიმებული მიყურებდა, ამ მომენტში ძალიან მესაყვარლა ის. ჩვენი სახეები ერთმანეთთან ერთი მილიმეტრით იყო დაშორებული რაც გულს მიჩქარებდა და სუნთქვას მიხშირდა. ადგომა ვცადე მაგრამ წელზე მომკიდა და ისევ თავისკენ ძლიერად მიმიზიდა, თავისი ციისფერი თვალებით მიყურებდა და მეც მის თვალებში ვიძირებოდი.
- აუ ნოა - დავიწუწუნე რადგან ცელქობდა და ადგომის უფლებას არ მაძლევდა.
ის ხმას მაინც არ მცემდა ეშმაკურად პირდაპირ თვალებში მიყურებდა რაც ძალიან მაბნევდა და ამავდროულად მაშინებდა, გაწევა ვცადე მაგრამ მას ძლიერად ვყავდი მოჭერილი და ვერ ვდგებოდი.
- გამიშვი გავიჭყლიტე - ვთქვი იმ იმედით რომ ამჯერად მაინც გამიშვებდა მაგრამ შედეგი ნული.
ის ისევ ეგრე მიყურებდა რაზეს სხეული მიხურდა და ვწითლდებოდი ის კი კმაყოფილი იღიმოდა, გავბრაზდი და გაბრაზებული თვალებით შევხედე მას, მან უეცრად სიცილი ატეხა რაზეს დავიბენი. იცინოდა და ვერ ჩერდებოდა.
- რა გაცინებს - ვთქვი გაბრაზებულმა.
- გაბრაზებულის რა საყვარელიხარ.
- ვინმე რომ შემოსულიყოს რა იფიქრებდა ჩვენზე?.
- საბედნიეროდ შენი მშობლები სახლში არ არიან, მე რომ მოვედი შენთან მითხრეს ოთახშია და ჩვენ სხვაგან მივდივართ მოგვიანებით მოვალთო.
- გასაგებია - ნოამ გამიღიმა და საწოლზე დარჩენილ სავარცხელი აიღო და შემომხედა.
- დაჯექი - ხელი საწოლზე დაფათურა, მეც ჩამოვჯექი და მან ნელა დაიწყო დავარცხნა.
ისე ნელა მივარცხნიდა თმას, ძალიან ფრთხილობდა რომ არვეტკინებინე. ნელა ჩამოაცურა სავარცხელი ჩემი სათუთი თმიდან და თავისი ხელით ნაწნავებად დამიწვინა, ნელა თმა დამიწნია და კისერზე მაკოცა უეცრად. წამოვხტი და მას გაკვირვებული შევხედე, მას გაეღიმა.
- ეს რა იყო სულ გადაირიე?.
- რაიყო, საყვარელი კისერი გქონდა და კოცნა მომინდა.
- ნოა ზედმეტი მოგივიდა იმედია ამას ხვდები.
- ლამაზ კისერზე თავს ვერ ვაკონტროლებ და რავქნა - მითხრა და ეშმაკურად შემომხედა.
- ნოა მაშინებ უკვე.
- რატო? - ისევ ისეთი გამომეტყველებით შემომხედა.
- ღმერთო ჩემო რატო ხარ ასეთი გადარეული?.
- ასეთი როგორი? - ისევ განაგრძნობდა ჩემ ნერვების მოშლას.
- საკმარისია ნოა, დავიღალე. - ნოა დასერიოზულდა და შემომხედა, ხელი საწოლზე დაფათურა მეც დავჯექი.
- კარგი გავჩერდები ოღონდ ვითამაშოთ, ან რაღაცას ვუყუროთ.
- ბავშვობა მინდა გავიხსენო, მოდი საბავშვო ფილს ვუყუროთ - ვუთხარი მე.
- პიტერ პენი მომენატრა - თქვა ნოამ.
- აუ რა კარგია რომ ეგ გაგახსენდა ვუყუროთ. - ლეპტოპი ავიღე მარცხენა ხელის და ნოას გავუწოდე, მან გახსნა და მეც გვერდით ჩამოვჯექი.
ნოამ ინტერნეტში ფილმის სახელი ჩაწერა და ჩართო, ფილმი დაიწყო და მე პარკიდან სასუსნაოები ამოვიღე. ჭამა დავიწყეთ და თან ვუყურებდით, ორივე ჩვენ ბავშვობას ვიხსენებდით ამ ფილმით და თან ვიცინოდით ზოგ მომენტებზე. ორივე საწოლზე ვიწექით და ფილმით ყურებით ვტკბებოდით, ნოა მეყრდნობოდა ფილმის ყურების დროს რაზეს სხეული მიხურდა და ვთბებოდი. ის ძალიან თბილი იყო მინდოდა სულ ასე დიდხანს გვეყურებინა ფილმს და სულ მის გვერდით ასე თბილად ვყოფილიყავი. ნოამ გადმომხედა და გამიღიმა, მე დავიბენი მის ღიმილზე და თვალებში მივაშტერდი.
- რატო ხარ დაბნეული? - მკითხა გაკვირვებულმა.
- შენ მაბნევ.
- მე როგორ გაბნევ?.
- რაღაცნაირად მიყურებ და ვიბნები.
- როგორ გიყურებ? - მითხრა და ეშმაკურად ცალი წარბი აწია, თან მე მიყურებდა და იღიმოდა.
- ასე ნუ აკეთებ ვიბნევი - ვთქვი გაბრაზებულმა.
- ასე როგორ? - ისევ განაგრძნობდა ჩემ ნერვებზე თამაშს და ჩემთან ახლოს იწეოდა, მე არ ვინძრეოდი მას გაშტერებული ვუყურებდი. ჩემთან ძალიან ახლოს მოიწია და ხელი კედელს მიადო, თავისი სახე ჩემთან ძალიან ახლოს მიიტანა, თვალებში ჩამაშტერდა და ღიმილით შემომხედა. მისი თვალები რაღაცნაირად ძლიერი იყო, მის თვალებში ძლიერად ვიძირები და სამყაროდან ვითიშები. ჩემი თავის კონტროლსაც ვკარგავ ის რომ მიყურებს, ოჰ ნოა რა ჯანდაბა ხარ ასეთი. ნოა ჯიუტად ცდილობდა ჩემ ყურებას ერთი წამითაც არ მიშორებდა თვალს, კმაყოფილი იღიმის როცა მე ასე მაბნევს. მისი ეს საქციელი რაღაც შეცდომა მგონია, რადგან ჩვენ მეგობრობა გვაკავშირებს და ასე მოქცევა არ შეიძლება. ნოამ ცალი ხელით ჩემი თმა სახიდან გადამიწია და ლოყაზე რბილად მაკოცა. გაიწია და მე დამტოვა გაშტერებული და გაკვირვებული. აჰ არ ვიცი ეს რას მივაწერო, ჩემთავს ვამხნევებდი რომ ეს არაფერია ისეთი მეგობრული კოცნა.
- რატომ მაკოცე? - ვკითხე და ცალი წარბი ავწიე.
- მერე რა? - თქვა და გაიღიმა, ისევ ლეპტოპის ეკრანს მიაშტერდა და მე დამაიგნორა.
- კითხვაზე მიპასუხე - ვუთხარი გამწარებულმა, მალე წყობიდან გამომიყვანს.
- რაიყო ლოყაზე გაკოცე და კი არა ტუჩზე, მეგობრები არკოცნიან ლოყაზე ერთმანეთს?.
- კი მარა ძალიან უცნაურად იქცეოდი.
- უცნაურად როგორ? - ისევ განაგრძნო ჩემი ნერვების მოშლა და ჩაიცინა, ღრმად ამოვისუნთქე და ნოას შევხედე სერიოზული სახით.
- დავიღალე გეყოს საკმარისია.
- კაი მაპატიე გავჩერდები ფილმს ვუყუროთ.
ისევ ეკრანს მივაქციე ყურადღება და  ფილმს ვუყურე, უეცრად ნოამ დამქაჩა თავისკენ და მიმიხუტა.
- რას აკეთებ?.
- ცოტახანი ჩუმად მაინც იყავი, მცივა და ჩაგეხუტე რომ გავმთბარიყავი, დაიკიდე და დატკბი ყურებით - მას დავუჯერე რადგან წინაღმდეგობის თავი არმქონდა, ფილმის ყურება გავაგრძელე.
მისი გრძელი მკლავები სხეულს მითბობდნენ, ეს მომენტი დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. მასთან ერთად ასეთ პოზაში ფილმის ყურება ძალიან სასიამოვნოა, ნელნელა თვალები მეხუჭებოდა და შუა ფილმში ჩამეთვლიმა.






ეჰ მეგობრებო  მოვედი საყვარლობა თავით, იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ წაკითხვით🤧☺🖤წეღან ლამის წამეშალა ფიკი და გული გამისკდა რადგან მეორედ ისე საყვარლად ვერ დავწერდი როგორც მეწერა, კიდე კაი ნაწერები რამენაირად აღვადგინე თორე ინფარქტი დამარტყამდა🤧💚ამ თავს მეც რომ ვკითხულობ გული მიცემს ძაან საყვარელობა, ნიაკოს მაგივრად მე გავწითლდი მგონი😂💜მადლობთ რომ კითხულობთ და აქტიურობთ ყველა ძალიან მიყვარხართ🤧💙

























შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now