თავი 6

246 30 4
                                    

დილის მზის სხივი მაღვიძებს, თავს ვწევ და ვიფიქრდები. ნოასთან ერთად ღამე ბალახზე რომ ვიწექი იმის მერე სამი დღე გავიდა, დღეს სკოლაში ვარ წასასვლელი და ამიტომ გავიღვიძე. იმ მომენტს ყოველდღე ვიხსენებდი და ბედნიერი დავდიოდი, ძალიან საყვარელი მომენტია ის ჩემთვის, არასდროს მომბეზრდება ამის ბევრჯერ ხსენება. მე და ნოა რომ ვიწექით იმ ღამეს ბევრი რამე გავიგე მასზე, ბევრ თემებზე ვისაუბრეთ და ვიცინეთ. როგორც გავიგე მას უნდოდა 17 წლის ასაკში მანქანა ყოლოდა მაგრამ სამწუხაროდ მანქანას ვერ ატარებს. მისი ამბავი ისევ ვერ გავიგე თუ როგორ გახდა ასე. შაბათს სამეცადინო რომ მქონდა ინგლისურზე წავედით მე და ნოა, არც ისეთი რთული ყოფილა ინგლისურის ენა კარგად ვიმეცადინეთ და სახლებში დავბრუნდით. ნოა რათქმაუნდა ბიზნესმენის შვილია, ამიტომ ქონდა მის ძმას თავის თავზე დიდი წარმოდგენა. ადგომა დავაპირე რადგან დღეს სკოლაში უნდა წავიდე, უცებ მუცელი საშინლად ამტკივდა ძალიან ცუდად გავხდი. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და მუცელის საშინელი ტკივილი მამწარებდა. დედაჩემი შემოვიდა ჩემ ოთახში და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა გაუკვირდა.
- ნიაკო რა მოგივიდა?.
- მუცელი საშინლად მტკივა, პერიოდია ალბათ - ვუთხარი და საბანში შევიფუთე.
- კარგი არწახვიდე სკოლაში, წამალს მოგცემ და გაგივლის.
თვალები დავხუჭე ტკვილისგან, დედამ წამალი მომიტანა და დავლიე. უკან მოვბრუნდი და ტელეფონი ავიღე, სოციალურ ქსელზე შევედი და ფოტოებს ვსქროლავდი. მუცელი მაინც მტკიოდა, ახლა 9 საათია ალბათ უკვე დაიწყო გაკვეთილები. მუცელი ცოტა გამიარა მარა მე ისევ ვიწექი საწოლში. მუსიკები ჩავრთე და მოსმენა დავიწყე, თან მეც ვმღეროდი.
- ნია - გავიგე დედაჩემის ხმა, რომელსაც ლანგრიდან საჭმელი მოჰქონდა ჩემთვის.
- დედა ბოდიში, მაგრამ არშემიძლია ჭამა გული მერევა.
- გთხოვ ჭამე მშიერი იქნები, გულის რევას დაგიწყნარდება - მას დავუჯერე და ძალით ჭამა დავიწყე, თან მუსიკებს ვუსმენდი.
ჭამას რომ მოვრჩი ავდექი და მოვწესრიგდი, მუცელი ისევ მეტკინა და მომიწია ლოგინში წოლა. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, გავხსენი და ნოა იყო.
"ნიაკო დღეს სკოლაში რატომ არ მოხვედი კარგად ხარ?" - გამეღიმა, მიუხედავად ამისა ერთმანეთი მხოლოდ გუშინ ვერ ვნახეთ და დღეს ვერ წავედი სკოლაში მაინც მომიკითხა, ამას ქვია ნამდვილი მეგობრობა.
" ცუდად გავხდი და ვერ წამოვედი".
"რა გჭირს?, რამოგივიდა?".
"ისეთი არაფერი, მუცელი მტკივა".
"ხო არ მოიწამლე?".
"არა".
"აბა?"
"არვიცი"
" აა მივხვდი"
"რაც მიხვდი" - გავწითლდი, მასთან ამის თქმა არშემეძლო და როგორ მიმიხვდა ძალიან შემრცხვა.
"კაი მოგწერ მერე" - მომწერა ნოამ, მეც ტელეფონი გამოვრთე და ლეპტოპი ჩავრთე.
ფილმის არჩევა დავიწყე და ვერაფერი ავარჩიე, ამიტომ ისევ მუსიკების მოსმენა დავიწყე.

შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now