თავი 5

266 31 9
                                    

ისევ სკოლა დღეს ისევ სკოლაში მივდივარ. დერეფანს გავუყევი და ჩემ კლასში შევჩერდი. ბავშვები უკვე ავსებულიყვნენ და ხმაურობდნენ, ნელი ნაბიჯებით შევედი და კლასში ნოა დავინახე რომელიც იჯდა და წიგნს მისჩერებოდა. მის გარშემო სამი ბიჭი იყო თავშემოყრილი და რაღაცას ეუბნებოდნენ ნოა არცერთს პასუხობდა. შავგრემანმა ბიჭმა წიგნი წართვა ნოას და თავში ჩაურტყა, ბიჭებმა კი სიცილი ატეხეს. ამ სანახაობამ ძალიან გამაბრაზა, არმიყვარს ჩემ საყვარელ ადამიანს ასე რომ ექცევიან. რაღაც სარკაზმულ სიტყვებს ეუბნებოდნენ და კლასი კი იცინოდა, მეორე ბიჭმა ნოას წყალი მიასხა სახეზე და ისევ იცინეს. მათთან გაბრაზებული მივედით და მათ წინ დავდექი.
- შენ რაღა გინდა? - მითხრა შავგრემანმა.
- რატომ აბულინგებთ? - ვერაფერი მოვიფიქრე და ეს ვკითხე.
- და შენ რა?.
- მისმინე, ის ჩემი მეგობარია და მას კიდევ თუ დაბულინგებთ საქმე ჩემთან გექნებათ - ყველამ სიცილი ატეხეს, მე კი ვინანე ეს რომ ვთქვი და შემრცხვა მაგრამ არაუშავს მე ჩემ მეგობარს ვიცავ.
- ერთი უყურეთ ამას, ნოა შეხედე გოგო გიცავს შენ არაფრის ტ*აკი არგქონია - თქვეს სიცილით.
- ნიაკო მათ შეშვი - მითხრა ნოამ, გაბრაზებული უყურებდა ბიჭებს.
- დიახ ვიცავ და შენ რა? რამე პრობლემა გაქვს? - ვთქვი და მასთან ახლოს მივიწიე.
- გაიწიე აქეთ - მითხრა და ხელი მკრა, გავბრაზდი და წიხლი მის სუსტ ადგილას მივარტყი.
ტკივილისგან ამოიკვნესა და ძირს დავარდა, თვალებს ძლიერად ხუჭავდა და ტკვილის ფარავდა რომ არ ეყვირა. მე კმაყოფილი ვუყურებდი და ვიცინოდი, მერე მეორე ბიჭს ბოთლი ხელიდან გამოვგლიჯე და წყალი ზედ შევასხი.
- ჯანდაბა - დაიყვირა მეორე ბიჭმა.
- რა გაყვირებს? შენც მოგაყენო ეგ ტკივილი? - ვუთხარი და ეშმაკურად ჩავიცინე.
- არა, არც გაბედო.
- აქედან გამეცალეთ, თორე უარესს მიღებთ და სიცოცხლეს გაგიმწარებთ - ბიჭებმა შავგრემანი აყენეს და კლასიდან წავიდნენ, მე კი ვიცინოდი ყველა მე მიყურებდა.
ნოა გაკვირვებული მიშტერებოდა, ყველას თვალი მოვავლე და ღრმად ამოვისუნთქე.
- კარგად ხარ? სიცხე ხომ არ გაქვს? - მკითხა ნოამ.
- სიცხე რატომ უნდა მქონდეს.
- რავი ძაან უცნაური იყავი დღეს, მაგრამ ვაღიარებ რომ მაგარი ხარ ამიერიდან შენი შეშინდებათ.
- ეგრე ჯობია, თავი არავის დავაჩაგრინოთ.
- ჰო მაგრამ არ უნდა დაგეცვე.
- რატომ?.
- ბიჭი ვარ და იტყვიან მშიშარა არისო გოგო იცავსო.
- სხვისი აზრები დაიკიდე, რაში გაინტერესებს ვინ რას იტყვის შენზე.
- კარგი .
ამასობაში მასწავლებელის შემოვიდა კლასში და სკამს მიუსხდა. ბავშვები ჩემზე ჩურჩულებდნენ და ყველას მზერა ჩემზე ქონდა. მაგრამ მე კმაყოფილი ვიყავი იმის რომ მათი შეშინება შევძელი, ასეთი ძლიერი თუ ვიქნები და ვერავინ დამჩაგრავს. ნოას ძლიერია მაგრამ მას არშეუძლია ბიჭები შეაშინოს, რადგან ვერ დადის და უჭირს მოძრაობას. მისი მძიმე ტრაგედია კიდევ მაინტერესებს მაგრამ კითხვას ვერ ვბედავ. ვიცი რომ მისთვის ეს რთული იყო და საშინელი რამ გამოიარა, შეიძლება ფსიქიკურადაც განადგურდა ამ მძიმე ტრაგედის გამო. მისი ქერა თმა რომელიც შუბლზე ჩამოყრილა და ლამაზად აქვს დავარცხნილი ძალიან უხდება, ისეთი სწორია გეგონება დაუთოვებულია. მას ლამაზი ციისფერი თვალები აქვს, მისი თქმის ღამე უფრო ლურჯი ფერი ხდება დღისით ციისფერი ეს მისი ბუნებრივი სილამაზე მას ლამაზს და მიმზიდველს ხდის. ის იდუმალია და საინტერესო ადამიანია, მასთან საუბარი არასდროს მოგბეზრდება. მას უყვარს სპორტი მაგრამ ვერ თამაშობს. ბევრი რამ შევისწავლე ნოაზე, მისი ხასიათებიდან გამომდინარე ის ხალხში სერიოზული და მკაცრია, საყვარელ ადამიანებთან კეთილი და მხიარული. მას ძალიან უხდება ღიმილი ლოყებზე ნაჩხვლეტები უჩნდება, მას იუმორიის აქვს კარგად გაგაცინებს ხოლმე. მშობლებს ასეთი კარგი შვილი ეყოლათ და მისი ძმა რატომ დაიბადა იდიოტი?. ფიქრებიდან ნოას ჩურჩულმა გამომარკვია.
- რაზე ფიქრობდი?.
- ისეთ არაფერზე. - ჩავჩურჩულე.
- კარგი, დღეს ღამის 9 საათზე სადმე შემხვდები?.
- რაზე?
- ვარსკვლავებს ვუცქიროთ ერთად - მითხრა და გამიღიმა, ზოგჯერ ძალიან საყვარელი და თბილისა.
- სიამოვნებით, მაგრამ სად შევხდეთ?.
- მისამართს ტელეფონზე მოგწერ.
- კარგი.
გამეღიმა დღეს საღამოს მას შევხვდები ეს იმას ნიშნავს რომ კარგ დროს გავატარებთ.
კლასში ცოტა ხმაური მაინც ისმოდა მასწავლებელი ცდილობდა გაეჩუმებინა მოსწავლები რადგან ხელს უშლიდნენ, მათ შორის მე და ნოას ვსაუბრობდით ცოტახნის ახლა ჩუმად ვართ.
- რომელიმე საგანში მომზადებას არ აპირებ? - მკითხა მოულოდნელად.
- კი ინგლისურში და ქართულში მინდა მომზადება.
- მეც, დღეს ჩავეწერე ჯგუფში მარტო ვარ და გინდა შენც ჩაეწერო?.
- კაი, მადლობა.
ზარი ძლივს დაირეკა და მოსწავლები ფეხზე ადგნენ და დასვენება დაიწყეს, მე ნოა ეტლით სამასწავლებლოში წავიყვანე ნოამ მასწავლებელი უნდა გამაცნოს და მის ჯგუფში უნდა ჩავეწერო. დავდიოდი და ეტლით ნოას ვატარებდი, სამასწავლებლოსთან მივედით და ნოამ ვიღაც ქალის სახელი და გვარი იკითხა, ის ქალი ჩვენთან მალე გაჩნდა.
- გამარჯობა ლელამასწავლებელო ჩემ მეგობარს თქვენთან მომზადება უნდა.
- ჩავწერ როდის გაწყობს? - მკითხა და გამიღიმა.
- ჩემ ჯგუფში ჩაწერეთ - ჩემს მაგივრას ნოამ უპასუხა.
- კარგი ჩაგიწერთ, თქვენი სახელი და გვარი?.
- ნიაკო ნაკაშიძე. - ვუპასუხე.
- კარგი. - გაგვიღიმა და წასვლას აპირებდა როცა ნოამ შეაჩერა.
- მანანა მასწავლებელი აქ არის?.
- კი.
- თუ შეიძლება დაუძახეთ - ქალი წავიდა და მალე სხვა მასწავლებელის მოვიდა ჩვენთან.
ნოამ ჩემი თავი მას გაცნო და თავის ჯგუში ჩამწერა. ყველაზე ბედნიერი ვიყავი რადგან ნოასთან ერთად ვიქნებოდი მეცადინეობებზე, მასთან ყოფნა ჩემთვის სასიამოვნოა არ ვიწყენ. ნოამ მეცადინეობის საათები და კვირები მომცა მე კი მადლობა გადავუხადე. ჩვენ ერთად დიდ დროს ვიქნებით, მიუხედავად ამისა ის ვერ დადის მაგრამ ყველაზე კარგი მეგობარია. ადამიანები გარეგნობით და მისი ნაკლით არუნდა შევაფასოთ, კარგად უნდა გავიცნოთ და მერე მივხდებით როგორი ადამიანია.


შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now