თავი 13

235 27 2
                                    

2 კვირის შემდეგ:
2 კვირა გავიდა იმის შემდეგ რაც ნოამ მაკოცა, კი მაკოცა და გამიღიმა. იმის მერე არაფერი უთქვია ჩვეულებრივად დამელაპარაკა ვითომც არაფერი მომხდარა ჩვენ შორის, ვფიქრობ სწორად მოიქცა სიტუაცია განმუხტა ჩვენ შორის. გეტყვით რა ვიგრძენი მაგ დროს ნოამ ღამეს რომ მაკოცა, გული საშინლად ამიჩქარდა ტანში ტაომ დამიყარა, ხელისგული გამიოფლიანდა და ორგანიზმი საშინლად მიხურდა რათქმაუნდა სახეზე გაწითლებულის ვიყავი. იმის მერე ჩვეულებრივად გავაგრძელეთ მეგობრობა თითქოს არაფერი მომხდარა, დებილები ვართ რათქმაუნდა. ნოას საქციელებიდან გამომდინარე დასკვნა გავაკეთე რომ მას მოვწონდი, რადგან მეგობრები ერთმანეთს ტუჩებში არ აკოცებდნენ. ეჭვი არმქონია რომ ის მიყენებდა, რათქმაუნდა მას ძალიან კარგად ვიცნობდი და ვიცოდი ასეთი ადამიანი არ იყო, ალბათ მას ნამდვილად მოვწონვარ. მე რას ვგრძნობ მის მიმართ? მაქვს სიმპატიები? ხშირად ვუსვამ ჩემ თავს ამ კითხვას, პასუხი არ მაქვს რადგან არც მე ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ დაბნეული და არეული ვარ ჩემ გრძნობებში. მაგრამ არის რაღაც გრძნობები, ის როცა მეხება გული მიჩქარდება, მასთან ახლოს როცა ვარ სუნთქვა მიხშირდება, მის გარეშე ერთი წუთისაც ვერ ვძლებ, მას სკოლაში რომ ვხედავ ბედნიერი ვხდები, მის თვალებში ადვილად ვიძირები, და მის ღიმილზე ვგიჟდები. იმედი მაქვს ეს ყველაფერი გატაცება არ აღმოჩნდება და იმედი არ გამიცრუვდება. მეშინია არმინდა ჩვენი ურთიერთობა დაინგრეს ეს გრძნობების გამო, ალბათ ნოასაც ამის შიში ქონდა და ამიტომ მოიქცა ისე ვითომც არაფერი მომხდარა. იმედია ამ ყველაფერზე ოდესმე ვილაპარაკებთ და გავერკვევით. ეს ორი კვირა სკოლაში დავდიოდი ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა როგორც ყოველთვის, ნოასთანაც კარგ დროს ვატარებდი. დღეს შაბათია ვისვენებთ, და კიდევ თაბაშირი უნდა მოვხსნა და იმედია რომ მოვხსნი არ მეტკინება. ტელეფონზე მესიჯი მომსდის ვხსნი და ნოა იწერება, აჰ ახლა რა მოხდა იმედია მეცადინეობაზე არ დამიწყებს საუბარს.
"ნიაკო როგორ ხარ?".
"კარგად ნოა შენ?"
"მეც კარგად, დღეს გცალია?"
"კი მცალია, თაბაშირი უნდა მოვიხსნა და იმედია ტკივილს არ ვიგრძნობ"
"ჯერ არ მოიხსნა შენთან მოვალ და მოიხსენი" - მომწერა და მე გამეცინა, ტელეფონი გავთიშე და საწოლზე მივაგდე.
აჰამ ანუ ნოას დაველოდო და მერე მოვიხსნა თაბაშირი? კაი, საწყალი ვაჩე დაიღალა ნოას ჩემთან თრევით. კარები დედაჩემმა შემოაღო და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა.
- რას იტყვი არ აპირებ თაბაშირის მოხსნას?.
- ცოტახანში მოვიხსნი.
- კარგი - თქვა და ოთახიდან გავიდა.
მალე ნოას მოვიდა ვაჩესთან ერთად, ვაჩეს შეხედა და ანიშნა წასულიყოს ისიც წავიდა.
- აბა არ აპირებ მოხსნას? - მკითხა ნოამ, მე თავი დავუქნიე.
- დედა! - დედას დავუძახე და მალე ისიც შემოვიდა ჩემ ოთახში.
თაბაშირი ნელა მომიხსნა ხელიდან და ხელი ნელა და ფრთხილად ამოვძრავე, ვიგრძენი რომ არ მეტკინა და შვებისგან ამოვისუნთქე.
- გტკივა? - მკითხა ნოამ.
- საბედნიეროდ არა. - დედაჩემს გაუხარდა და მარტო დაგვტოვა მე და ნოა.
- აბა დღეს რისი გაკეთებას ვაპირებთ? - დაინტერესებული მკითხა ნოამ.
- მინდა რამე დავხატო.
- მეც დავხატავ, იქნებ რამე ვისწავლო ხატვიდან - თქვა სიცილით, მე ავდექი და ფურცლები და ფანქრები გამოვიტანე.
უბრალო ფანქარი მოვიმარჯვე და ადამიანის ხატვა დავაპირე, თავის ხატვას ვცდილობდი მაგრამ აღარ გამომდიოდა, სულ არეულად ვხატავდი თან ხელები მიკანკალებდა და მტკიოდა. ნოამ ეს შეამჩნია და ხელზე ჩამკიდა.
- დამშვიდდი ალბათ ნერვიულობ და მაგიტო ვერ ხატავ.
- ასე არვფიქრობ, მგონია რომ ვეღარ დავხატავ რადგან ხელი დამიზიანდა.
- დახატავ! უბრალოდ ემოციურად ხარ და ნერვიულობ, ანდა უბრალოდ ეს ორ კვირაში ხატვა დაგავიწყდა და ვარჯიში გჭირდება.
- არა არდამვიწყებია, უბრალოდ ხელი მიკანკალებს ხატვას რომ ვცდილობ - ნოამ ღრმად ამოისუნთქა და შემომხედა.
- შენ ამას შეძლებ! უნდა გარისკო და დახატო, ვერ დახატავ და შეგეშლება? არაუშავს მეორე ჯერზე შეძლებ უბრალოდ სცადე და თავი ხელში აიყვანე არ ინერვიულო.
ფანქარი ფურცელთან მივიტანე და ისევ ვერ დავხატე სწორად, ფურცელი გადავაგდე და მეორე ფურცელზე დავიწყე ხატვა კიდევ არ გამომივიდა, მესამე ფურცლიდან ვაპირებდი ხატვას როცა ნოამ შემაჩერა.
- დაწყნარდი, ნუ ჩქარობ და ნუ ნერვიულობ მასე ვერ დახატავ - თავი დაბლა დავხარე და ვცადე თავი დამეწყნარებინა, ნოამ ხელი მომკიდა და ჩემთან ერთად გაგრძელა ხატვა.
ნოას ხელი ჩემ ხელზე ეჭირა და ჩემთან ერთად ნელა და ფრთხილად ხატავდა წრეს, მიუხედავად ამისა ხელზე მიჭერდა და ეგრე ვხატავდი ეს არ მიშლიდა ხატვას, პირიქით დამაწყნარა და ხატვის მუზას დამიბრუნდა. შვება ვიგრძენი როცა სწორად დავხატე თავი, ნოას შევხედე და ძლიერად ჩავეხუტე.
- მადლობა, მე ეს შევძელი.
- ჰომ გეუბნებოდი შენ ამას შეძლებ ძლიერი ხარ თქო. - მითხრა და გამიღიმა, ფანქარი კარგად მოვიმარჯვე და ხატვის გაგრძელება ვცადე.
ცოტახანში დაუხატავი დავტოვე, რადგან ნოას დახატვა მინდოდა და მის თვალწინ ვერ დავხატავდი ამიტომ შევაჩერე სხვა დროისთვის.
- რატომ გაჩერდი? - მკითხა ნოამ.
- დავიღალე, სხვა დროს გავაგრძელებ - მან თავი დამიქნია.
ნოას თვალებს შევხედე და ზღვასავით ლურჯი იყო, ვფიქრობ ამის დახატვა კარგი იდეა მისი თვალები ჩემ გონებაში ადვილად ჩარჩება.
უეცრად კარები გაიღო და ვაჩე შემოვიდა ყავის ხელში, ერთი მე მომაწოდა და მეორე ნოას, თავისთვისაც უყიდია ჩემ საწოლზე ჩამოჯდა და დალევა დაიწყო.
- მირთვით რას მიყურებთ - გვითხრა მე და ნოას, ჩვენ ერთმანეთს გაკვრივებულები შევხედეთ და ყავის დალევა დავიწყეთ.
- იმედია აქ წამალი არ ჩაგიყრია - გაიხუმრა ნოამ, ვაჩემ დაიგნორა ნოას ხუმრობა.
- ნიაკო გახსოვს პირველად კაფეში რო დაგეჯახე და ყავა გადაგესხა - თქვა და მაღლა აიხედა თან ჩაიღიმა.
- კი მერე? - ვკითხე მაინტერესებდა რისი თქმას ცდილობდა.
- მაგ დროს ვიფიქრე ეს გოგო რა საყვარელია და ამავდროულად ჯიუტი - უკვე ნერვები მომეშალა და ვკითხე.
- რის თქმას ცდილობ ვაჩე?.
- იმას რომ პირველი გოგო ხარ ვინც ასე მეწინაღმდეგებოდა ყველაფერში და მეჩხუბებოდა, ჩემით არც დაინტერესებულხარ, მიუხედავად ამისა მე ძალიან სიმპატიური ბიჭი ვარ და ყველა გოგო ჩემზე გიჟდება მაგრამ შენ ძალიან უცნაური ხარ ზედაც არ შემომხედე სულ გეკიდა ვინ ვიყავი.
- იმიტორო მე ბიჭებით არ ვინტერესდები და არმიყვარს ბიჭს თავის თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვს - ვუთხარი და მას შევხედე, ხვეული შავი თმა აქვს და მწვანე თვალები, დიახ სიმპატიურია მაგრამ მე არმიზიდავს.
იმიტომრომ მე ადამიანებს გარეგნობით არ ვაფასებ, მე მხოლოდ იმით ვაფასებ თუ როგორი ხასიათების და გულის მქონე ადამიანია და ჩემთან როგორი ურთიერთობა აქვს. ნოას იმიტომ ვემეგობრები რომ ის ძალიან განსხვავებულია და ბევრი საერთო გვაქვს და ერთმანეთს კარგად ვუგებთ, მაგრამ ვაჩესთან არაფერი მაკავშირებს არც მეგობრობა.
- ძალიან უცნაური ხარ, შენც ადგილას გოგოები დადნებოდნენ ასეთ სიმპატიურ ბიჭს რომ დაინახავდნენ.
- მე ადამიანებს გარეგნობით არ ვაფასებ შეიგნე ვაჩე - ვთქვი გაბრაზებულმა, ამ დროის მანძილზე ნოა გაკვირვებული გვისმენდა მე და ვაჩეს.
- ვაჩე რახდება? რატომ ელაპარაკები ნიაკოს ასე? - კითხა გაკვირვებულმა.
- რანაირად ველაპარაკები, უბრალოდ მომწონს რომ სხვა გოგოებს არ გავს, ეს მხიბლავს მასში.
- მისმინე მე შენ არ მოგცემ იმის უფლებას რომ ნიაკოს დაუახლოვდე და ისიც გამოიყენო როგორც სხვა გოგოები, მე ვიცი რისი მიღწევას ცდილობ ეგ ნიაკომას იცის უკვე. - უთხრა გაბრაზებულმა ნოამ.
- ამის გაკეთებას არ ვაპირებდი, მე ნიაკოს გულს არ ვატკენ როგორც სხვა გოგოებს რადგან ნიაკო განსხვავებული და კარგი ადამიანია, და შენ ვერ გამიწყვიტავ რისი გაკეთებას მინდა - უთხრა ცინიკურად და ჩაიცინა, ნოა ძალიან გამწარდა და ბრაზისგან ყელზე ძარღვები ეჭიმებოდა.
- გაეთრიე ნაბიჭვარო, კიდევ გიმეორებ ამის უფლებას არმოგცემ - ვაჩემ ჩაიცინა და ოთახი დატოვა, ნოამ სცადა თავი გაეკონტროლებინა და ღრმად სუნთქვა დაიწყო რათა თავი დაემშვიდებინა.
- ნიაკო რადგან ხელი მოგირჩა, ცოტახანში სახლში შენ წამიყვან - მითხრა და თვალებში სევდიანად შემომხედა.
- არარის პრობლემა წაგიყვან, ოღონდ დამშვიდდი გთხოვ მასეთ ანერვიულებულს ვერ გიყურებ - ვთქვი და მხარზე ხელი დავუდე მის დასამშვიდებლად.
- არმინდა ვაჩე დაგიახლოვდეს, გავგიჟდები! - თქვა ანერვიულებულმა.
- დამშვიდდი ამას ვერ იზავს - თმაზე ხელი გადავუსვი, მან მაჯაზე ხელი მომკიდა და დამქაჩა მის კალთაზე აღმოვჩნდი.
ამჯერად არ გამიკვირვებია რადგან ამას ხშირად აკეთებდა, მას მივეკარი და ძლიერად ჩავეხუტე რათა დამშვიდებულიყოს ნოამას ჩამეხუტა თავი მის კისერში ჩავრგე და თვალები დავხუჭე, მისი ოდეკოლონის სურნელი ამოვისუნთქე და გავინაბე სიამოვნებით.

მაინც არ მესმის რა ანერვიულებს ნოას?.

სულელია ამაზე რო ნერვიულობს.

ვაჩე მე ვერაფერს მიზამს, რადგან მე შემიძლია მას ერთი დარტყმით ვატკინო.






მეგობრებო დავდე ახალი თავის იმედია მოგეწონებათ😌💜თქვენი აზრით რატომ ნერვიულობდა ნოა ასე ძალიან ნიაკოზე😌💙რატომ გაბრაზდა ვაჩეზე ასე ძალიან?😌💚აბა ვინ გამოიცნობს სწორად?😌🖤შემდეგ თავზე იქნება ნამდვილი პასუხი და თქვენც გაიგებთ ამას, შემდეგი თავი ძალიან საინტერესო უნდა იყოს წესით და იმედია საინტერესო გამომივა❤მადლობა რომ აქტიურობთ ყველა ძალიან მიყვარხართ😍

შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now