თავი 12

235 24 4
                                    

თბილი მკლავებს მჭიდროდ ვყავარ მოხვეული რაც იძულებული ვხდები თვალები გავახილო. ნელნელა თვალებს ვახელ და ნოას ვხედავ, მიხუტებული ვყავარ და ძალიან მშვიდად სძინავს. ლეპტოპს დავხედე და ფილმი დამთავრებული დამხვდა, ტელეფონს მოვკარი თვალი რომელიც საწოლზე იდო საათს დავხედე და ექვსი საათი გამხდარა. ნოას თმები სახედან გადავუწიე და მას შევხედე, ძილში რა საყვარელია ტუჩები გამობუშტული აქვს და წყნარად სუნთქვავს. მასთან ძილი კარგი ყოფილა, უცებ დავფიქრდი ჩემ მშობლებზე შეიძლება ისინი უკვე მოსულები არიან. ჩვენ ორი საათია გვძინავს, შეიძლება ჯერ არმოსულან რო მოსულიყვნენ გაგვაღვიძებდნენ. ნოას თმებზე ფერება დავიწყე, მას ძალიან სწორი და ფაფუკი თმები აქვს, მიმზიდველს და ლამაზს ხდის. ჩემი ხელი მის თმებიდან  ამოვიღე უცებ ხელზე მომიჭირა ნოამ.
- გაგრძელე ჩემი თმის თამაში მსიამოვნებს ასე რომ შვები. - მითხრა ახალგაღვიძებული ხრიწიანი ხმით.
- შენ ნორმალური ხარ? ადექი ჩემმა მშობლებმა არ დაგვინახონ. - ნოა ნელა და ზლაზვნით წამოიწია.
ნოას შეუძლია თავი აწიოს წელი ამოძრავოს, ის მხოლოდ ფეხებს ვერ ამოძრავებს ვერც გრძნობს.
სარკესთან დავდექი და მარცხენა ხელით ძლივს დავივარცხნე თმა, მერე პარკი ავიღე და ცარიელი სასუსნავის ქაღალდების ჩალაგება დავიწყე პარკში, ნოას მომეხმარა და ოთახში ნაგავი დავალაგეთ. ნოას ადგომაში დავეხმარე როგორც ამასწინათ და ავაყენე, ის თავის ეტლში დაჯდა და მე საწოლის გასწორება დავიწყე. აჰ მარცხენა ხელით რა რთული ყოფილა საქმით კეთება. ოთახიდან გასვლა გადავწყვიტეთ, ამჯერად ნოას მე ვერ დავეხმარე თვითონ ამოძრავა ხელით ეტლის ბორბლები და გამომყვა. მისაღებ ოთახში ჩემი მშობლები შევნიშნე და დავიბენი, ნოამ შემომხედა დარხეული სახით. დავახველე იმის მიზნით რომ ჩვენკენ გადმოეხედათ, ჩემს ხმაზე ისინი გადმოიხედეს ჩვენკენ.
- უკვე მოხვედით? - ვკითხე იმ მიზნით რომ დაძაბული სიტუაცია არყოფილიყო.
- როგორც ხედავ კი - მითხრა დედაჩემმა.
- აბა როგორ გეძინათ ბავშვებო? - გვკითხა მამაჩემმა და ჩაიცინა, დედაჩემმა მას მხარი გაკრა.
ჩვენ სირცხვილისგან თავი დაბლა დავხარეთ, სიტუაცია ძალიან დაიძაბა ნოას კი სცხვენოდა.
- აჰ, ჩვენ ფილმს ვუყურებდით და ჩაგვეძინა - ვუთხარი მათ.
- არაუშავს, მე და დედაშენის მეგობრები ვიყავით ხშირად მასთან მივდიოდი და ტელევიზორში ფილმებს ვუყურებდით, ჩვენც ასე ჩაგვეძინებოდა ხოლმე, მერე ცოლქმარი გავხდით და შენ გვეყოლე - თქვა სიცილით.
- კარგი რა მამა, ჩვენ მეგობრები ვართ და უბრალოდ ჩაგვეძინა ნუ საუბრობ ასე - ვთქვი გაბრაზებულმა, მამამ ჩაიცინა და ნოას გაუღიმა.
- კარგი რა ლევან, ნუ აბრაზებ ბავშვებს - უთხრა დედაჩემმა.
- ეჰ შვილო სამუდამოდ მეგობრობა არ გიწერიათ შუბლზე.
- ეგ როგორ? - დაიბნა ნოა.
- ნამდვილი მეგობრები ასე არ არიან, თქვენ მეგობრებზე მეტი იქნებით ერთმანეთისთვის ეგ დაიმახსოვრეთ.
- რა სისულელეა - ვთქვი მე.
- ამას ვხვდები, თქვენ ვერ ამჩნევთ რადგან პატარები ხართ, მაგრამ მალე მიხვდებით და მერე გაიხსენეთ ჩემი ნათქვამი. - თვალი ჩაგვიკრა და საათს დახედა, ტელევიზორი ჩართო და ფეხბურთს უყურა.
კარები გაიღო და ვაჩე შემოვიდა.
- ნოა წამოხვალ?.
- კი - თქვა ნოამ.
- გაგაცილებთ - ვთქვი მე და მათ გავყევი.
ვაჩე ნოას ატარებდა ეტლით, მე კი მივაბიჯებდი გზაზე ნელნელა.
- საყვარელი კაცია მამაშენი - ალაპარაკდა მოულოდნელად ნოა.
- ჰო, გვეხუმრა მგონი.
- მე ასე არვფიქრობ, რაც თვითონ ფიქრობდა ჩვენზე ის გვითხრა.
- რაზე საუბრობთ - დაინტერესდა ვაჩეს.
- შენი საქმე არა - უთხრა ნოამ სარკაზმულად.
- კარგი აბა კარგად - დავემშვიდობე მათ.
- ნიაკო ხვალ ჰელოუნის დღეა არგინდა ჩვენს ავღნიშნოთ ეს დღესასწაული?. - გაჩერდა და მკითხა ნოამ.
- კი - ვთქვი მე.
- კარგი ხვალ ჩემ სახლში დაგპატიჟებ და აუცილებლად მოდი, აბა კარგად - დამემშვიდობა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა მე გამეცინა და უკან დავბრუნდი.

შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now