თავი 16

219 26 4
                                    

კლასში ახალი მასწავლებელი შემოვიდა ახალი საგნით, ქალბატონი შავგრემანი და მწვანეთვალება იყო, ახალგაზრდა და სუსტი აღნაგობით. ის მითოლოგიას ასწავლიდა ჩვენთვის მოულოდნელი და უცნაური საგანი იყო, თავიდან არ ვიცოდით რას ნიშნავდა სიტყვა მითოლოგია, მაგრამ ბოლოს მან აგვიხსნა ყველაფერი დეტალურად. მასწავლებელი თბილი და კომუნიკაბელური აღმოჩნდა, ყველა სათითაოდ გაიცნო და უამრავი კითხვა დაგვისვა. ყველას ძალიან შეგვაყვარა თავი. გვიხსნიდა ერთ თემას რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ყველა ყურადღებით ვუსმენდით მის მონაყოლს. მე და ნოა ძალიან დავინტერესდით მითოლოგით და გვინდოდა უფრო მეტი რამ გაგვეგო.
- ბავშვებო, როგორც ვიცით არსებობს პარალელური სამყარო, მანდედან მითითებები ჩამოდიან დედამიწაზე, ზოგი უცნაური არსება, ზოგი კიდე უჩინარი.
- მასწავლებელო უჩინარი როგორი? - ჰკითხა ერთმა გოგომ.
- აი მაგალითად როგორც სული, მაგრამ ყველა უჩინარი არსება მხოლოდ სული ვერ იქნება, სხვადასხვა ნაირები არიან.
- მასწავლებელო, ჩემ სახლში ისმის რაღაც უცნაური ხმები, ჭიქების და თეფშების მტვრევა, კარი ხშირად თავისით იღება და ტელევიზორის თავისით ირთვება ხოლმე, ანუ სული ცხოვრობს ჩემ სახლში? - ჰკითხა ერთმა ხუჭუჭა თმიანმა ბიჭმა.
- ვერ გეტყვი, სხვადასხვა სახით სულებია, ეხლა შენ სახლში კი ცხოვრობს უჩინარი არსება, მაგრამ ვერ გეტყვი სულია თუ სხვა არსება - მე და ნოა ერთმანეთს გაკვირვებულები ვუყურებდით.
- ბავშვებო ბევრი უჩინარი არსება არსებობს, მწვანე ლანდი ის მუდამ მშვიდი და წყნარია, თეთრი ლანდი მოუსვენარია და ადამიანებს არ ავნებს ჩვენი ენერგეტიკის და შიშით იკვებება, შავი ლანდი ის ბოროტია და შეუძლია გავნოთ, ეს სულების სამი სახეა.
- რა საინტერესოა მასწავლებელო - თქვა ნოამ.
- მე ზღაპარი მგონია, ის რაც მოყევით სისულელეა - თქვა თოკომ რომელიც ნაცემი მყავდა.
- არარის ზღაპარი, დამიჯერეთ სამყაროში ყველაფერი არსებობს, განა არ გაგიგიათ ანტიქრისტეზე არაფერი? - გვკითხა ბავშვებს.
- კი - ვუპასუხეთ ყველამ.
- ხოდა მაგიტომაც არსებობს მსგავსი მითიები, ანტიქრისტეს ნამოქმედარია, კიდევ არსებობს დემონი, ის სხვადასხვა მოქმედებებს აკეთებს ძალიან საშიში, მას შეუძლია ისეთი რამე გაგვიკეთოს შეიძლება მოვკდეთ ან დავიტანჯოთ.
- ეს ყველაფერი საშინელია - თქვა შავგრემანმა გოგომ.
- დიახ რათქმაუნდა, გარდა ამისა ძალიან ბევრია და ბევრი სახელები აქვთ მასეთ არსებებს, სახლის ანგელოზზე გაგიგიათ? ძველად დარქვეს ამ არსებას ხალხმა სახელი, პირველად ის გამოჩნდა სვანეთში.
- ეგ რარის? - დავინტერესდი მე.
- დამავოი რუსულად ქვია ამ არსებას, სახლის სულია, ადამიანს იცავს, მას ძალიან უყვარს ბავშვები და კატები, ეზიზღება თეთრი ბეწვიანი ცხოველები, როცა ბრაზდება შეუძლია თქვენი ნივთი მოპაროს და გვიან დაგიბრუნოთ, ან ტანსაცმელები გაგიფუჭოს, ხშირად ცელქობს.
- მასთან დამეგობრება შეიძლება? - კითხა ნოამ, მე წარბები ავუწიე მან ჩაიცინა.
- დიახ, მას უყვარს რძე და ტკბილეული, ერთ მყუდრო ადგილას უნდა დაუდოთ ტკბილეული და რძე, ფურცელზე დაუწერეთ რომ მეგობრობა გსურთ.
- ეს ქალი ზღაპრებს გვიყვება არ დაუჯერო - ჩავჩურჩულე ნოას, მან ჩაიცინა.
- არამგონია, ისე ლაპარაკობს დაგაჯერებს ადამიანს - მითხრა სიცილით.
- მასწავლებელო, დამავოის ნაირი არსება არის კიდევ? - კითხა იმ ხუჭუჭა თმიანმა.
- კი, ბარამბაშკა ქვია, რუსულ მითიაშია, ისიც სახლის სულია, ოღონდ საშინელი ცელქია.
- ბარამბაშკა და ლიზიკო ვის გახსოვთ? გია ჯაჯანიძეს შოუზე რომ არის - წამოხტა თოკო და გვკითხა ბავშვებს, ყველამ სიცილი ატეხეს რომ გაიხსენებ, მათ შორის მე და ნოას.
მასწავლებელსაც გაეცინა, ბოლოს გაგვაჩუმა ყველა.
- ეგ ნამდვილად მაგ ბავშვის დადგმული შოუ იყო, ალბათ ბარამბაშკას შესახებ იცოდა და მაგიტომ დადგა ეს შოუ - თქვა სიცილით.
- მე მაინც არ მჯერა - ვუთხარი ნოას.
- მე დამაჯერა - მითხრა სიცილით.
ზარი დაირეკა და მასწავლებელმა დატოვა კლასი, ბავშვებმა ჩანთები ჩალაგეს და საწასვლელად მოემზადნენ.
- რა უცნაურ რაღაცებს გვიყვებოდა - ვუთხარი ნოას.
- ძალიან საინტერესო იყო.
- ამაში გეთანხმები, მაგრამ არამგონია ეს ყველაფერი არსებობდეს.
- ძაან დამაინტერესდა კიდევ რა არსებობს, ნეტავ კიდევ როდის ჩაგვიტარდება მითოლოგია რომ მოვუსმინო.
- ოო საშინელებებს ყვებოდა შემაშინა - ნოამ სიცილი ატეხა.
- აი რატომ არგინდოდა დაჯერება თურმე გეშინოდა, კაი წავიდეთ ბიბლიოთეკაში ის წიგნი ვიპოვოთ ძალიან მაინტერესებს.
- მეც მაინტერესებს წავიდეთ.
ნოას ეტლს ხელი მოვკიდე და ბიბლიოთეკაში ჩავედით, კარები გავაღეთ და ბიბლიოთეკარი არიყო, დავუძახეთ და არსად გამოჩნდა.
- აუ - წავიწუწუნე მე.
- შევიდეთ ჩვენ და იქ ვიპოვოთ საინტერესო თემები, მანამდე ბიბლიოთეკარი მოვა და არაფერს გვეტყვის - მითხრა ნოამ, მისი აზრი მომეწონა ამიტომ დავეთანხმე.
მე და ნოა შევედით ბიბლიოთეკაში და კარები მოვხურეთ, წიგნების ძებნა დავიწყეთ. იმდენი წიგნი გადავშალეთ და მითოლოგია მაინც ვერ ვიპოვეთ, იქნებადა არარის ის ქალი გვატყუებს არარსებობს მსგავსი რამ.
- აი ვიპოვე - წამოიძახა ნოამ და ხელში მითოლოგია ეჭირა.
- ეგ რომელი მითოლოგია? - ვკითხე მე, ის მაგიდასთან მივიდა ეტლით და წიგნი მაგიდაზე დადო, გადაშალა და მეც სკამი მოვიტანე და გვერდით მივუჯექი.
- ყველა მითოლოგია, ბერძნული, რუსული და კიდევ ბევრი მითოლოგის ამბები წერია.
- მაშინ კარგია.
წიგნი გადავშალეთ და მასწავლებლის ნამბობი არსებების მალე ვიპოვეთ, თემის წაკითხვა დავიწყეთ და აღმოჩნდა რომ ჩვენი მასწავლებელი მართალი ყოფილა.
- აი ხომ გითხარი არსებობს - კმაყოფილმა ჩაიღიმა ნოამ.
- არმინდა დაჯერება - ვამბობ შეშინებული, იმ წიგნში ისეთი რაღაცები ეწერა შემეშინდა.
- უფრო საინტერესო და მისტიკური ამბები ვნახოთ - თქვა ნოამ ეშმაკურად.
- არგინდა, მთელი გულითაც რომ გინდოდეს ამ არსებებს ვერ ნახავ.
ნოამ არ მომისმინა და გადაშლა დაიწყო, დემონზე შეჩერდა და კითხვა დაიწყო. მე აღარ წავიკითხე მაგრამ ნოა კითხვის დროს რაღაც საინტერესოს რომ ამოკითხავდა ხმამაღლა მეუბნებოდა და მაშინებდა. ძალიან ბევრი მისტიკური ამბები ამოკითხა, მგონი დაგვაღამდა ამდენ ხანს.
- ნოა ვსო წავიდეთ - ვთქვი ბუტბუტით და მკლავზე დავქაჩე.
- კარგი - საბედნიეროდ დამეთანხმა, მის ეტლს ხელი მოვკიდეთ და კარებთან მივედით.
ნოამ სახელურს ხელი მოკიდა და ვერ გაიღო, გამიკვირდა და მეც ვაწვალე სახელური.
- ჩაგვკეტეს - ვთქვი ანერვიულებულმა.
- ჰო სულებმა - მითხრა სიცილით, მე გაბრაზებული გავხედე მას.
- კარგი რა, ოდნავ მაინც არ ნერვიულობ რომ აქ დავრჩით?.
- ჩემებს დავურეკავ და ვეტყვი - ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და როცა ჩახედა სახე მოიღუშა - დამჯდარია - მერე სხე შეცვალა და გამიღიმა - შენი ტელეფონით დავურეკოთ.
ტელეფონი ამოვიღე და ვერ ჩავრთე, როგორც აღმოჩნდა ჩემის დამჯდარია.
- რა გავაკეთოთ ახლა? ორივეს ტელეფონი დამჯდარია, აქედან როგორ გამოვძვრეთ?.
- არვიცი ვიჯდეთ, და დამლაგებლის ხმას რომ გავიგებთ დავუძახოთ - ძირს ჩამოვჯექი და კედელს მივეყუდე.
ნოამ თაროს ხელი მოკიდა და ნელა ადგა, ბედნიერებისგან იღიმოდა რომ ადგომა შეძლო, თან მე მიყურებდა და უხაროდა.
- ადგომა შევძელი თაროს დახმარებით, მაგრამ სიარული არშემიძლია, ძირს დაჯდომაში დამეხმარე - ავდექი და ნოას ძირს დაჯდომაში დავეხმარე, მეც დავჯექი და ორივე კედელს მივეყუდეთ.
დამლაგებელის ნაბიჯების ხმას დიდხანს ველოდეთ და იმედები გაგვიცრუვდა, უკვე კარგად დაბნელებულიყო აქაურობა, ფანარი არცერთს გვქონდათ, სიბნელეში მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვის ხმა გვესმოდა. მთვარე ოდნავ ანათებდა ოთახში ფანჯრიდან, მხოლოდ მაგიდა ჩანდა კარგად დანარჩენი ყველაფერს ვერ ვხედავდით.
- ვფიქრობ აქ მოგვიწევს გათენება - ხმა ამოიღო ნოამ.
- ძალიან მეშინია, მაგ მასწავლებლის ბრალია სულებზე რომ მოყვა - ნოამ სიცილი დაიწყო.
- არსებობს მაგრამ ჩვენ სკოლაში არარიან.
- საერთოდ რატომ არსებობენ?.
- აბა მე რავიცი, თუ გეშინია და გცივა ჩაგეხუტები - მითხრა და თავისი თბილი მკლავები მჭიდროდ მომხვია.
სითბოს ვგრძნობდი მისგან და სხეულს მათბობდა, ნოას თავისი თავი ჩემ კისერზე ჰქონდა ჩამოდებული და მისი ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი ჩემ კისერთან.
შიში სულ გამიქრა, აღარ მეშინოდა მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი, აღარც მქონდა აქედან წასვლის სურვილი პირიქით მასთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა. მინდოდა აქ დიდხანს ვყოფილიყავით ჩახუტებული, მხოლოდ ჩვენ მარტონი. მიყვარს სიჩუმე და ნოასთან ერთად ჩახუტებული ჯდომა.
გული საშინლად მიცემს და არც მიკვირს, რადგან მასთან ასე ახლოს ყოფნის დროს სულ მიცემს გული. სიჩუმეს მხოლოდ ქარის შრიალი არღვევდა და ჩვენი სუნთქვა, მაინც რარის ყველაზე კარგი რამ ცხოვრებაში? რა გვანიჭებს ბედნიერებას? ამაზე ვიტყოდი რომ საყვარელ ადამიანთან ჩახუტება არის ყველაზე კარგი, და ის განიჭებს ბედნიერებას. მის თბილ მკლავებში ყოფნას რა ჯობია? რათქმაუნდა არაფერი.












ახალი თავის დაიდო🤪აბა როგორ მოგეწონათ?😊ისიამოვნეთ წაკითხვით?😁თუ შეგეშინდათ?😬დღეს წერის მუზა არმქონდა და ონლაინ გაკვეთილზე მითოლოგია ჩაგვიტარდა მაშინ მოგვიყვა მასწავლებელმა ეგ გაკვეთილი😊🥰ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და აქაც დავწერე იმედია მოგეწონებათ😇 ასეთ ისტორიებზე ძალიან ვგიჟდები და მასწავლებელსაც გულისყურით ვუსმენდი😄იმედია არშეგეშინდათ😬ბოლოში ნიაკოს და ნოას ჩახუტება ძალიან CUTE იყო🖤ჩემი ორი საყვარელი პერსონაჟი არიან💚მადლობთ რომ აქტიურობთ და კითხულობთ💜 ყველა ძალიან მიყვარხართ💙

შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now