თავი 14

214 26 2
                                    

ძალიან მიხაროდა რადგან ხელი მომირჩა, მე დღეიდან ყველაფერს შევძლებ ნოასაც ადვილას დავეხმარები. გუშინ ნოა სახლში მე მივიყვანე, ის ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო ვაჩეზე. ახლა სკოლაში ვართ ორივე და დასვენება გვაქვთ, მე და ნოა კლასიდან გავედით კაფეტერიაში შესვლას ვაპირებთ ძალიან მოგვშივდა. პირველ სართულზე უნდა ჩავსულიყავით როცა ვაჩე შეგვეჩეხა, უკაცრავად ეს აქ რას აკეთებს?.
- აქ რაგინდა? - ვთქვი გაკვირვებულმა, მან საჩუქარი მომცა ძალიან დიდი დათუნია, რათქმაუნდა არ გამეხარდა მისი საჩუქარი.
ნოამ საჩუქარზე წარბები შეკრა და ვაჩეს გაბრაზებულმა გახედა, მან ცინიკური მზერა ტყორცნა ნოას.
- რა საჭიროა, რად მინდა შენი საჩუქარი - ვთქვი და უკან დავუბრუნე.
- ეეე ეგ რა სიტყვებია, საჩუქარი გიყიდე და უნდა გამომართვა უზრდელობაში ჩაგეთვლება.
- არმჭირდება შენი საჩუქარი, წაიღე - ვთქვი გაბრაზებულმა.
- მე შენთვის ვიყიდე - მითხრა და უკმაყოფილო სახით შემომხედა.
- მგონი გასაგებად გითხრა რომ არ უნდა რარის ამაში გაუგებარი? - ნოა უკვე წყობიდან გამოვიდა და ვაჩეს გამწარებული ელაპარაკებოდა.
- ვაახ ჩემი რაიყოთ - საჩუქარი მომაჩეჩა და სკოლა დატოვა.
ნოა გაბრაზებული სახით უყურებდა ჩემ ხელში მყოფ საჩუქარზე, დათვს შევხედე და ფანჯარასთან მივედი მეორე სართულიდან გადავაგდე დათვი, ნოამ კმაყოფილმა ჩაიღიმა.
- ესეც ასე - ვთქვი კმაყოფილმა და ნოასთან ერთად კაფეტერიაში ჩავედი.
ფუნთუშები ვიყიდეთ და მადიანად შევექეცით ფუნთუშას, ბევრს ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვაცინებდით.
- შემდეგ რა გვაქვს? - მკითხა ნოამ.
- სპორტი - ვუპასუხე მე.
ვჭამდი და თან კაფეტერიაში ბავშვებს ვუყურებდი, უცებ ვაჩეს ნაჩუქარი დათვი შევნიშნე ვიღაც პატარა გოგოს ხელში და გამეღიმა.
- ნოა შეხედე - ხელით იმ ადგილას მივუთითე, მან გაიხედა და გაეღიმა.
- საყვარელია - თქვა სიცილით, მეც გამეცინა.
ზარი დაირეკა და სპორტ დარბაზში შევედით მე და ნოა, მასწავლებელი შემოვიდა და გამოაცხადა რომ ფრენბურთს ვითამაშებდით დღეს. ბედნიერებისგან ხტუნვა დავიწყე რადგან ფრენბურთი ყველაზე მეტად მიყვარდა, ნოამ ჩაიცინა ჩემ საქციელზე. სპორტზე  შუაში დავდექი რადგან ყველაზე კარგად მე ვთამაშობდი, იქითა რიგიდან ბურთი ისროლეს და მე ჩემი ხელით მივიღე ბურთი ანუ მაღლა დავარტყი, ჩემმა კლასელმა გოგომ პასი მე მომაწოდა და ბურთი მაღლა რომ აისროლა თავისი ორი ხელით ამ დროს მე ძალიან სწრაფად ავხტი და ბურთს მთელი ძალით დავარტყი მარჯვენა ხელით, საბედნიეროდ ვერავინ მოასწრო დარტყმა და ბურთი ძირს დავარდა. უმრავლესობა გაკვირვებული მიყურებდა, მე კი ყველას კმაყოფილი ვუყურებდი და მიხაროდა ჩემი ნახტომით და დარტყმით.
- ფრთხილად ნიაკო, ხელი არ იტკინო - მომაძახა ნოამ, მე გავუღიმე ჩემზე რომ ზრუნავდა.
ფრენბურთის თამაში გაგრძელდა მე ძალიან მაგარ ილეთებს და დარტყმებს ვაკეთებდი, ნოა აღრთფოვანებული იყო ჩემი თამაშით. საბოლოდ თამაში ჩვენ მოვიგეთ და მეტი ქულა მოვიპოვეთ, ბავშვები ტაშს მიკრავდნენ მე კი ვიღიმოდი.
- ყოჩაღ ნაკაშიძე - მითხრა მასწავლებელმა.
ამდროს ზარის დაირეკა და ბავშვები დაიშალნენ, მე მასწავლებელთან მივედი და ბურთი ვსთხოვე რადგან ვარჯიში მინდოდა, მან რათქმაუნდა მომცა ვარჯიშის უფლება და დატოვა დარბაზი. ნოა ეტლით ჩემთან მოვიდა და ტაში დამიკრა.
- სრული სერიოზულობით გეუბნები ძალიან გაოცებული ვარ შენით - მე გავუღიმე.
- გინდა სცადო დარტყმა? - ვკითხე მას.
- კი - ბურთი ხელში აიღო და მაღლა აწია, მერე მთელი ძალით დარტყა და კარგად გამოუვიდა.
- შესანიშნავია - ვუთხარი ღიმილით.
- მთავარი ეს ხომ არა? ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ნახტომი და ძლიერად დარტყმა.
- მართალი ხარ.
ბურთი გამოვართვი და ვარჯიში დავიწყე, ნოა მიყურებდა ღიმილით, ცოტახანში სახე შეცვალა და მოიღუშა. მას გაკვირვებული შევხედე და მასთან მივედი.
- რამოხდა?.
- რო რამე მე ვერ დაგიცავ, რადგან სიარული არ შემიძლია.
- რას გულისხმობ? გული არ გაიტეხო ამის გამო.
- იმას რომ ვაჩე მალე შენ გულს მოიგებს და მე ეგ არ მინდა მოხდეს.
- არც მოხდება.
- ვერ ხედავ რანაირად იქცევა?.
- კარგი რა ნოა, სერიოზულად? ამის გამო ნერვიულობ?.
- არმინდა მან შენი გული მოიგოს და შეგიყვაროს.
- ეგ არც მოხდება ნოა დამშვიდდი.
- მას შეუძლია შენი შეყვარება ნიაკო დამიჯერე ის ამ საქმეში მაგარია, და მე ვერ დაგიცავ მისგან.
- მე ის ვერ შემიყვარდება.
- ასე ამბობენ, მარა უყვარდებათ.
- მე არ შემიყვარდება და გთხოვ ამის გამო ხასიათი არ გაიფუჭო.
- ნეტა მეც შემეძლოს სიარული, ვერავინ მოგეკარებოდა.
- არც ახლა მეკარებიან.
- ვაჩეზე ვგულისხმობ.
- ნიაკო ის თუ რამეს მარტო გეტყვის მე არ დამიმალო ყველაფერი დეტალურად მითხარი, მე შენი მეგობარი ვარ.
- მე არაფერს გიმალავ, არც ამას დაგიმალავ.
- არ მესმის რითი დავიმსახურე ასეთი კარგი მეგობარი? მე ხომ ინვალიდი ვარ და რაში გჭირდები? არ გამოვადგები არაფერში და ვერც დაგიცავ.
- ნოა საკმარისია, ზედმეტი მოგდის, უკვე მწყინს ამას რომ ამბობ, რამნიშვნელობა აქვს ჩემთვის როგორის ხარ, მე ისეთი მიგიღე როგორი მეგობარის ხარ და გაფასებ ჩემთვის მნიშვნელოვანი და საუკეთესო მეგობარი ხარ ეს არასდროს თქვა - ვთქვი გაბრაზებულმა.
- ეჰ ნეტა არსებობდეს შანსი რომ მეც შემეძლოს სიარული - ნოას სიტყვებზე დავფიქრდი და წამოვიძახე.
- იქნებ არსებობს?.
- არა...მოგიყვები.....მოკლედ პატარა ვიყავი მე, და ჩემი ძმის მეგობრებს გავყევი მანქნით დასასვენებლად, ნუ ჩემი ძმა ჩემზე ორი წლის დიდი იყო მე მათზე პატარა მაგრამ მაინც ჩემი ძმის გამო წავედი რადგან დედამ მთხოვა, მე არმინდოდა, ისინი ისე ჩქარა ატარებდნენ მანქანას და დიდ ავტომობილს დაეჯახნენ, სამწუხაროდ ორი ბიჭი მოკვდა, მხოლოდ ვაჩე და ერთი ბიჭი გადარჩნენ, მე კი დავრჩი ინვალიდი.
- უფრო კარგად რომ მოყვე? მაინტერესებს ავარის შემდეგ რა მოხდა? - ვკითხე დაინტერესებულმა.
- ავარის დროს მანქანა გადატრიალდა და ბუნდოვნად ვხედავდი უგონო სხეულებს რომლებიც სისხლით ისვრებოდა, ეს ჩემთვის კოშმარი აღმოჩნდა და ფსიქოლოგიური ტრავმა, სავადმყოფოში როგორ მოვხვდი არვიცი სასწრაფო მოვიდოდა, როგორც ვიცი ორი თვე კომაში ვიყავი, მერე თვალები რომ გავახილე ეგრევე ტირილი და ყვირილი დავიწყე ჩემი ძმის სახელს ვიძახდი რადგან მიყვარდა, მერე რა რო ნაბიჭვარია მაინც ჩემი ძმა იყო, დედაჩემი შემოვიდა პალატაში და დამამშვიდა მითხრა რომ ჩემი ძმა კარგად იყო და ამოვისუნთქე, მერე ექიმმა რომ გამსინჯა ფეხებს ვერ ვამოძრავებდი ამაზე სულ გავგიჟდი და ტირილი დავიწყე, მერე სულ ექიმთან სამკურნალოდ დავდიოდი და არაფერი მეშველა, რუსეთში მამაჩემმა კარგ ექიმთან წამიყვანა, მან მითხრა რომ შიშისგან ისეთი ცუდი ტრავმა მივიღე სიარულის დამავიწყდა, ფსიქოლოგიური ტრავმის ბრალიაო ფეხზე არაფერი სჭირსო, თან ფეხებს ვერ ამოძრავებსო და ვერ გრძნობსო ეგ ფსიქოლოგიური და ფიზიკური დარღვევა არისო, მაგრამ შეძლებს თუ არა სიარულს ამას ვერ გეტყვითო, მას თუ შეუძლია დაიბრუნოს ფეხის გრძნობაო ეგეც არვიციო.
- ძალიან ვწუვარ ამ ამბის გამო, ძალიან ცუდი ტრავმა გაქვს გადატანილი, ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნიო ამის გამო მე შენთან ვარ გაძლიერდი - ვუთხარი და ჩავეხუტე, ის ცოტა დამშვიდდა და ტვირთისგან ამოისუნთქა.
- სკოლაში მეგობრები არასდროს მყოლია, ეტლზე რომ ავღმოჩნდი სულ მაბულინგებდნენ, მერე რუსეთში გასასინჯად კიდევ რომ წავედი და იქაც უკმაყოფილო რო ჩამოვედი სკოლა შევიცვალე და აქ გადმოვედი, საბედნიეროდ შენ გაგიცანი - მითხრა და ახლა მან ჩამეხუტა.
- ვფიქრობ ძალიან ხარ შეშინებული რადგან შენი თვალით ნახე როგორ მოხდი ავარიაში, ამის გამო შოკი მიიღე და გონებრივად გაითიშე და გრძნობას დაკარგე, ვფიქრობ არის შანსი ამ გრძნობის დაბრუნება, ეგ ასოცირდება ემოციებთან, შენ ძლიერი ხარ და ამას შეძლებ აუცილებლად დადგები ფეხზე ამაში დარწმუნებული ვარ.
- ასეთი დარწმუნებული რატო ხარ?.
- დავფიქრდი და ასე გამოვიტანე აზრი, მე შენ დაგეხმარები ფეხზე ადგომაში და შიშის დაძლევაში.
- ფიქრობ შიში უნდა დავძლიო და სულ დავივიწყო ის მომხდარი, და შევძლებ სიარულს?.
- ნაწილობრივ მასე ვფიქრობ.
- რავიცი, არამგონია.
- იმედი არასდროს დაკარგო, შენ ამას შეძლებ მერწმუნე. - ნოამ თვალში მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და ბედნიერი თვალებით გამომხედა.
- ბედნიერი ვარ რომ შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში - მითხრა მე მივედი და ჩავეხუტე.
- შენ ამას შეძლებ! - კიდევ ერთხელ გავუმეორე და გავიღიმე.

ის ამას შეძლებს დარწმუნებული ვარ.






მეგობრებო ახალი თავის დაიდო💖იმედია მოგეწონებათ⭐ნოას ამბავი გეღირსას ხომ?😂💙თქვენ რას ფიქრობთ ის შეძლებს ფეხზე ადგომას?💜ვფიქრობ ძალიან კარგი ტრაგედიული ამბავი გამოვიდა🤪💚მადლობთ აქტიურობისთვის, ძალიან მიყვარხართ🖤

black heart my favourite emoji.🖤

my favourite colour is black🖤

შენ ამას შეძლებWhere stories live. Discover now