თეჰიონ vop
ჩემს ოთახში ვიჯექი.. ვფიქრობდი გუშინდელზე, თუ ის გოგო ორსულადაა, გამოდის რომ? არადა უკვე დარწმუნებული ვიყავი, დარწმუნებული ვიყავი რომ ის ჩემი ალფა იყო, ნუთუ შევცდი? მაგრამ იმ გოგოს.. ნიშანი არ ქონდა, ალფა კი ისე ვერ დაწვება ომეგასთან, თუ მას ნიშანი არ დაადო, ის გოგო იტყუება, ჩემს თავს ველაპარაკებოდი, მაგრამ გუკის რეაქცია? ეს მაშინებს, მართლა იწვა მასთან, თუ იწვა ნიშანი, მაგრამ ის ხომ სუფთა სისხლია, მხოლოდ ახლაღა გამახსენდა. სუფთა სისხლს ნებისმიერთან შეუძლია დაწოლა, მსოფლიოში, სულ 4 სუფთა სისხლია შემორჩენილი, რაღა მაინც და მაინც ჯონგუკი? ახხხ, ახლა მართლა ამეხდება ტვინი, ამდენი ფიქრისგან, იქნებ ჯობს ეს ჯონგუკს ვკითხო? როგორც ძმას, ამაში უცანური არაფერია ხომ ასეა?
წამოვდექი და ჯონგუკის კარს მივუახლოვდი, ფრთხილად დავაკაკუნე და ოდნავ შევაღე, და ვოლაა, შიშველი გუკი დამხვდა რომელსაც წელს ზემოთ არ ეცვა, არაჩვეულებრივიააააააააა, გენიალურია! მეტი არაფერი მეთქვის, ადგილზე გავშეშდი, მის უნაკლო სხეულს შევაშტერდი, ის ისეთი... სრულყოფილია, თეჰიონ! რა იდიოტივით დგახარ და რაზე ფიქრობ! ის შენი ძმაა! ძმა და მეტი არაფერი!!-ამ.. ვფიქრობ, ცუდ დროს შემოვედი, არა?
-არა თე, მოდი.სავარძელზე მიმითითა, მოიცა ეხლა! ამას უნდა ვუყურო? როგორ ჩაიცმევს!? არა! არა! არა! და არა!
-ნუ გეშინია, აქ არ ჩავიცმევ.
თითქოს, ჩემი ფიქრები წაიკითხა, ოდნავ მომეშვა, სავარძელზე დავჯექი, ქუქმა თავისი, განსაცმელი აიღო და სააბაზანოსკენ წავიდა, თვალი გავაყოლე, როცა შევიდა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, როგორ შეიძლება ასე? სულ წითელი ვარ, შემამჩნია? ღმერთოოო... იმედია არა! თვალებზე ხელები ავიფარე სირცხვილისგან, ადგილს ვერ ვპოულობდი, რა დროსაც ქუქი გამოვიდა, მას შავი შარვალი ეცვა, რომელიც გამოკვეთილად უჩებდა, ბარძაყებს, თეთრი გამჭირვალე საროჭა აცვია, ღმერთოო! როგორ შეიძლება ასეთი სრულყოფილი იყოს? მოიცა, ახლაღა მივხვდი რომ ვაშტერდებოდი, სულელო თეჰიონ, თვალი მოვარიდე, მისი დამცინავი ჩაცინება მომესმა.