13

98 11 2
                                    

 თვალები რომ გავახილე უკვე იცლებოდა თვითმფრინავი, მეც წამოვდექი და ჩემი ჩანთა ავიღე რომ გავსულიყავი. გასვლისას მზემ თვალებში ისე მომაჭყიტა  რომ თვალები მაშინვე დავხუჭე და წონასწორობა ვერ შევიკავე, უკვე მზად ვიყავი იმისათვის რომ ცივი მიწა მეგრძნო, მაგრამ მიწის ნაცვლად ვიღაცის ძლიერი ხელები ვიგრძენი, ნაცნობი ძლიერი მკლავები მიჭედა რომ ძირს არ დავცემულიყავი. თვალები გავახილე და მზის სხივების გამო მკრთლად ვხედავდი ჯონგუკის სახეს რომელიც ანრევიულებულად შემციცინებდა თვალებში...


***

წერილის ნახვის მერე აქ როგორ გავჩერებულიყავი? როგორ გამეშვა ჩემი ომეგა მარტო უცხო ქვეყანაში ორსული?? არა ეს არ მოხდებოდა მაშინვე ავდექი და ბარგი ჩავალაგე ჩემს მდივანს დავურეკე რომ როგორც უნდოდა ისე გაერკვია სად მიდიოდა თეჰიონი და იმ რეისზე მის გვერდით დაეჯავშნა ადგილი მნიშვნელობა არ ქონდა რამდენი თანხა დასჭირდებოდა ამას. ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე, საფულეც და პასპორტიც და მაშინვე ჩემი მანქანისკენ გავეშურე. უნდა მიმესწრო თუნდაც ამისთვის მოძრაობის წესები დამერღვია ეს ახლა საერთოდ არ მადარდებდა, ჩემ ტვინში მარტო ის ფაქტი ტრიალებდა რომ ახლა თეჰიონის გვერდით ვმჯდარიყავი თვითმფრინავში და მის  კომფორტზე მეზრუნა. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი თუ რაოდენ ნაბიჭვარი ვიყავი რომ ის გავუშვი. მალევე ვაჩერებ აეროპორტთან და სასწრაფოდ გადავდივარ, როცა რიგს ვაკვირდები უფრო ვბრაზდები მაგრამ სტუარდესა მოდის ჩემთან და მეუბნება რომ ფრენაზე დავაგვიანებ და მაშინვე მივყვები მას. თვითმფრინავში ასვლისთანავე ვიპოვე ფანჯარასთან მიძინებული თეჰიონი რომელსაც ბავშვივით მოებუშტა ტუჩები და ისე ეძინა. ასეთ საოცრებას ხელიდან როგორ უშვებდი? კიდევ ერთხელ შევეკითხე ჩემ თავს. ფრთხილად გადავიხარე და მის ტუჩებს ფრთხილად ვეამბორე არ მინდოდა ეს მძინარი სილამაზე გამეღიძებინა. მთელი გზა ეძინა, თურმე როგორი დაღლილი ყოფილა. ჩასვლისას ფეხზე ფრთხილად ავდექი და საპირფარაშოში მოვასწარი შესვლა. რომ გამოვედი თეჰიონი უკვე იქ აღარ იყო მაშინვე გარეთ გავემართე ჩასასვლელთან იდგა თეჰიონი და დავინახე როგორ მოსჭრა მზემ თვალი და როგორ დაკარგა წონასწორობა მაშინვე მისკენ გავემართე და ჯერ კიდევ წვრილ წელზე მოვხვიე ხელები და დავიჭირე თვალები რამდენიმე წამში გაახილა სახეზე მზე ანათებდა და ის თეთრ კანს ყვითლად ანათებდა. თვალები რომ გაახილა და დამინახა შეცბა, უფრო გაუკვირდა ვიდრე შეეშინდა?

-ჯ..ჯონგუკ?

მის ხმაში ბზარებს ადვილად შენიშნავდით ის უკვე ტირილს აპირებდა. ძლიერ მივიკარი სხეულზე პატარა უსუსური სხეული, მანაც არ დააყოვნა და მჭიდროდ მომხვია ხელები კისერზე. ეს სურნელი სასტიკად მიზიდავდა. მთელი დღე შემეძლო ასე ყოფნა მაგრამ ნიავმა დაუბერა და არ მინდოდა თეჰიონი გაციებულიყო, ხელში არსებული ჩემი კოსტუმი შემოვაცვი და ხელში ავიტაცე. ასე მივიყვანე ტაქსამდე მასში ჩავსვი და უკან დავბრუნდი რათა ბარგი გამომეტანა. მალევე მოვბრუნდი ტაქსში ჩავალაგე ჩანთები და მის გვერდით დავჯექი. ჩემი ჩაჯდომა და თეჰიონის მოკვრა ერთი იყო, მეც არ დავაყოვნე ხელი შემოვხვიე მეორეთი კი თმაზე ნაზად ვეფერებოდი.

-გუკ

-გისმენ ნაპერწკალო.

-მშია

ამოიდუდღუნა ბავშვივით რაზეც გამეცინა, 

-მივალთ მალე სასტუმროში და გპირდები რასაც კი დაადებ თითს ყველაფერს გიყიდი და გაჭმევ საკუთარი ხელით.

თეჰიონმა ჩაიცინა და უფრო მომეკრო. პატარა ტკიპა, ღმერთო როგორ მიყვარს. მისი სურნელით გაბრუებულმა ვერც კი მივხვდი როდის მოვედით დანიშნულების ადგილას. თეჰიონი ფრთხილად გადმოვიყვანე მანქანიდან, ხოლო ბარგი მომსახურე პერსონას მივანდე. თეჰიონი პირდაპირ კაფისკენ წავიდა, მეც რაღა თქმა უნდა უკან ავეკიდე დაცვასავით ის ხელში რაც შეიძლება მეტ საჭმელს იჭერდა რაც კი ვერ დაეტია მე მომაჩეჩა წამომიღეო. მაგიდა საჭმელებით გაივსო, სასაცილოდ გამოიყურებოდა პირ გამოტენილი თეჰიონი. ის ისე საყვარლად ილუკმებოდა რომ სახეზე ღიმის ვერ ვიკავებდი. როცა საჭმელს მოწყვიტა  ყურადღება და მე გამომხედა მაშინვე ატირდა

- თეჰიონ რა მოხდა კარგად ხარ?

შეშინებული მივდივარ მასთან

- გუკკ კიდე მიმატოვებ??

-არა თეჰიონ საიდან მოგივიდა ეგ თავში აზრად?

-არ ვიცი, რო გავსუქდები კიდე გეყვარები?

ტუჩი გადმოაგდო მე კი სიცილი ამიტყდა და მივიხუტე.

- მეყვარები თეჰიონ სიცოცხლის ბოლომდე

-გუკ მეძინებაა.

ხელში ვიტაცებ და საძინებელში ამყავს, თბილად ვაწვენ და გვერძე ვუწვები, მალევე ეძინება და მეც მეძინება მის ყურებაში.

შემოდგომის ბოლო ფოთოლი.Where stories live. Discover now