11

174 14 9
                                    

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თვენი ეს გულთბილი კომენტარები და ხალხი რომელიც ერთი წელი ელოდებოდა ჩემს ფიკს, მაძლევს ძალიან დიდ მოტივაციას. უღრმესი მადლობა ამისთვის.

____________________________<3_____

იმ ღამით.

ჰოსოკ pov:

ვზივარ სამზარეულოში და საკუთარ თავს დავცინი, ნუთუ ასე უნდა გამოვიყურებოდე ახლა? ჩემს ძმას უნდა მიეღო თეჰიონი და მე არა?! საკუთარ თავზე გაბრაზებული ვსვავ და ცარიელ ბოთს ვახეთქებ.
   წარმიგიდენიათ მაინც როგორ მიყვარდა თეჰიონი? ასეთი რა დავაშავე? მეცინება ჩემს თავზე. ასე ცუდად ვექცეორი რომ ჩემი დანახვაც აღარ უნდა? ჯანდაბა ჰოსოკ იცი რამდენად იდიოტი ხარ?!
   კიდევ და კიდევ ვსვავ იქამდე ვსვავ სანამ არ ვითიშები.
_____________________________________
-ჰოსოკ, ჰოსოკ!!
ყურში ნაზი ხმასავით ჩამესმის ეს სიტყვები, ნუთუ თეჰიონია? გავიფიქრე. მაგრამ როფორც კი აზრზე მოვედი მაშინვე ამოვიცანი ჩემი ძმის ბოხი და გაბრაზებული ხმა.
- რა იყო გუკ? ვერ ხედავ რომ ადამიანს ძინავს?!
დავუყვირე და წამოვდექი.
- ნირმალურ ადამიანს საწოლში ძინავს და არა სამზარწულოს იატაკზე, მაგრამ ბოდიში შენ ხომ ნორმალური არ ხარ!
მიყვიროდა ბოლო ხმაზე, მაგრამ ჩემთვის ნაჩვევი იყო ასე რომ არ მანაღვლებდა.
- რა გაღრიალებს ამ დილა უთენია გუკ?
სანამ გუკი რამეს იტყოდა და ხმას ამოიღებდა სამზარეულოს კარებთან გამოჩნდა თეჰიონი რომელიც გუკის თეთრ ნაქსოვ მაისურში გახვეულიყო და თვალებს იფშვნეტდა. ღმერთო ნუთუ ასეთი ანგელოზი მე არ უნდა მეკუთვნოდეს?
- გუქი რა გაყვირებს?
ნაზი ხმით უთხრა გუკს, ღმერთო ახლა ეს ბავშვი გუკს უნდა ამბობდეს და არა ჰოსოკს?
- არაფერი ნაპერწკალო ჩემ ძმას ზედმეტი მოუვიდა დალევა.
გულში იკრავს თეჰიონს. ეს სანახაობა გულს იმდენად მტკენს რომ არც ველოდები რაიმეს ისე ვიღებ ჩემს ქურთუკს ძირიდან და ვტოვებ სახლს.
   უკან მესმის გუკის ძახილი მაგრამ ამ ხმის გაგონება იმდენად აღარ მსურს რომ ისე ვჯდები მანქანაში და მივდივარ უკან არც ვიხედები. აი ნახავ თეჰიონ ბოლოს ჩემი გახდები, ვერ გამექცევი ჩემი ომეგა ხარ თუ არა შენ მე მეკუთვნი მთელი არსებით და ამას დავამტკიცებ რადაც არ უნდა დამიჯდეს! 
   ვესაუბრები ჩემს გამწარებულ გულს და შუა გზაზე ბოლო სიჩქარით მივქრივარ, თან განუწყვეტლად ვფიქრობ იმ თეთრ კანსა და შავ კულულა თმაზე რომელიც "ჩემს" ომეგას ასე ძლიერ ამშვენებს.

შემოდგომის ბოლო ფოთოლი.Where stories live. Discover now