12

113 12 5
                                    

უაზრო ფიქრებით გამოტენილ ჰოსოკი ვერც კი მიხვდა როგორ შეასკდა ხეს, სისწრაფის გამო მისი გადარჩენის შანსები 0.1% კი არ წარმოადგენდა, ჰოსოკი ავტო კატასტროფში დაიღუპა.

***

- გუკიიიიი, ტელეფონი გირეკაააავს

აბაზანაში შესულ გიუკს გასძახის თაე უცხო ნომერს აკვირდება.

- შეგიძლია იპასუხო?

-კაიი

- გამარჯობა, ეს ჯეონ ჯონგუკია?

-დიახ ვინ კითხულობს?

-მე საავადმყოფოდან გირეკავთ, თქვენი ძმა ჯონ ჰოსოკი ავარიაში მოყვა, და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...

თაე გაშეშდა არ იცოდა რა აექნა ან რა ეთქვა გუკისთვის ან როგორ უნდა ეთქვა?

- ვინ იყო ნაპერწკალო?

აბაზანიდან გამოსული უჯდება წინ თაეს და უყურებს

- საავადმყოფოდან იყვნენ... შენი ძმა გუკ ის... ავარიაში მოყვა.

- რაა? კარგადაა? რომელ საავადმყოფოშია თაე??

თაე ცრემლებისგან იხრჩობოდა..

- თაე ხმა ამოიღე!!!

- ის.. ის აღარაა გუკ..

გუკი გაშეშდა მისი ტვინი ვერ იაზრებდა რა ხდებოდა, ვერ იაზრებდა რა გაიგო, თითქოს წამიერად მისი ცხოვრება გაწყდა.

- გუკ..

- მომშორდი შენი ბრალია! შენი ბრალია რომ ის აქ არ არის თეჰიონ!!

- გუკ მე..

- გაეთრიე! ახლავე მოშორდი აქედან, შენი დანახვაც არ მინდა გაეთრიე!!

თეჰიონი უსიტყვოდ ადგა და ოთახიდან გავიდა, ცრემლები ახრჩობდა და ვერაფერს იაზრებდა. ჩანთა გადმოიღო და ტანსაცმელი ჩაალაგა. ცრემლები შეიმშრალა წერილი დაუტოვა გუკს და სახლი უხმაუროდ დატოვა.

გუკიი წამოხტა ჩაიცვა და მაშინვე იმ საავადმყოფოს მიაშურა სადაც ჰოპის სხეული იყო დასვენებული...

***

გარეთ წვიმდა, მანქანის ფანჯრებს წვიმის წვეთები თამაშობდნენ რომელი გაასწრებდა, თეჰიონი კი ფიქრებში ჩაკარგული უყურებდა მთვარეს რომელიც მას მისდევდა. მალევე გაჩერდა მანქანა აეროპორტის წინ. თეჰიონმა მძღოლს ფული გადაუხადა და სთხოვა რომ ბარგის მიტანაში დახმარებოდა.

***
ქუქი სახლში მივიდა და დაეს მიერ დატოვებული წერილი აიღო თან ვისკს სვავდა.

( ბოდიში ჯონ რომ ტკივილი მოგაყენე, წავალ რადგან ეს შენი სურვილია, მაგრამ არ მინდა ამის გაუფრთხილებლად წავიდე, მე შენგან ორსულად ვარ ჯეონ, არ მინდოდა ეს ასე გაგეგო, ძალიან ვწუხვარ შენი ძმის გამო. ამას რომ წაიკითხავ ალბათ აქედან უკვე ძალიან შორს ვიქნები. მიყვარხარ ჯეონ ჯონგუკ და მუდამ ასე იქნება.)

ჯონგუკი ცრემლიანი თვალებით კითხულობდა წერილს ჩავთავრებისას ბოთლს კედელზე აფშვნის და თავის თავზე ბრაზობს

- ახლა ბრაზდები ბატონო გუკ??? აქამდე ტვინი გათიშული გქონდა? როგორ მიეცი უფლება შენ ომეგას რომ წასულიყო?რაოდენ იდიოტი ხარ ჯეონ ჯონგუკ???
პირდაპირი მნიშვნელობით იდიტო ხარ დიდი ნაბიჭვარი!

***

ამ დროს თეჰიონი ფანჯრიდან დაყურებს უსასრულო შავ სივრცეს, მაგრამ მალე ყველაფერი ბნელდება, თეჰიონს ეძინება.

_______________
მოკლე თავია ბოდიშით, ვერ ვაქტიურობ ამ ბოლო პერიოდში.

შემოდგომის ბოლო ფოთოლი.Where stories live. Discover now