16.06.2020

64 6 1
                                    

მე დავიბადე და... მოვკვდი.

ასე, მკვდარმა ვიარე წლები დედამიწის კუზიან ზურგზე.

სიცოცხლის არსებობა პირველად მაშინ ვიგრძენი, ჩემს შიგნით მცხოვრები სიკვდილი რომ დავინახე.

სიკვდილი გახდა სიტყვა და მე დავწერე წიგნი.

სიკვდილი გახდა ცა და მე ვშვი მზე.

სიკვდილი გახდა სამყარო და მე გამოვიგონე ღმერთი.

სიკვდილი გახდა სიცოცხლე და მე მოვკვდი.

მერე მე გავხდი სიკვდილი და იშვა ჯოჯოხეთი.

ჰო, დავიბადე და... მოვკვდი.

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now