27.09.2020

17 3 0
                                    

ყვავილები.

რამდენიმე დღეში ერთხელ მაგიდაზე ახალ ყვავილებს ვხედავ ხოლმე, ძველ, მაღალ ლარნაკში ჩააწყობილს. ზოგჯერ თეთრია, ზოგჯერ ყვითელი, ხანაც წითელი ან იისფერი.

ხანდახან მაგიდიდან დამჭკნარ ფურცლებს ვკრიფავ და ფანჯრიდან ვატან მოსეირნე ქარს. უსიცოცხლო, თავჩაქინდრული ყვავილები კი აღსასრულის მოლოდინში დგანან ბეჩავად, თითქოს ელოდებიან როდის დაეცემა ძირს ფარფატით უკანასკნელი ფურცელიც. ასეთი უნუგეშონიც კი უფრო უბიწონი და მიუწვდომელნი ჩანან.

დილით ურნაში დამხვდა თეთრი თაიგული. უსულოდ მიეგდოთ ნარჩენებს შორის და მათი სუნთქვაც აღარ ისმოდა ირგვლივ. ოთახში შესულმა ახალი, მეწამული გვირგვინები დავლანდე ლარნაკში. ცოტა ხანში ისინიც დაჭკნებიან და მიწას მიბარდებიან. ცოტა ხანში იმ ლანრანკშიც ახლებს მოათავსებენ. ალბათ წითელი ან ყვითელი, ან იქნებ სულაც ნარინჯისფერი?

როგორ არ გვიყვარს ადამიანებს სიკვდილი. რა მალე ვიშორებთ ყველაფერს, რასაც მისი ელფერი დაჰკრავს! მიწაში ვმარხავთ, გონებიდან ვაგდებთ, სამყაროდან ვაძევებთ, ვივიწყებთ...

ნუთუ, ჩვენც ასე უნდა დაგვივიწყონ, თითქოს, არც გვიარსებია?

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now