01.09.2020

16 3 0
                                    

გვიანი შემოდგომის გაცრეცილ ღამეს მოვყევი ამქვეყნად.

თვალებს რომ პირველად ვახელდი, ფოთლები ცვიოდა და ფანჯრის მინებს შრიალით ეხეთქებოდა.

მე და შემოდგომა ერთად ვსუნთქავდით.
მე - პირველად.
ის - უკანასკნელად.

და ორივეს თალხივით გვემოსა მელანქოლია.
სევდა სიკვდილისა ხელახლა დასაბადებლად.

ეფემერული სიზმარივით ჩაიარა ამ ზაფხულმაც.
მთვარე ისეთი ნარინჯისფერია, თითქოს ზეიმობს წლის უკანასკნელ გამოღვიძებას.
მშობლიური ქარის ზუზუნი შორეული მთებიდან მესმის და გაყვითლებული ფოთლებიც მალე აავსებენ ეულ სივრცეებს.

ალბათ, მაშინ წავალ, როცა მე და შემოდგომა კვლავ ერთად ვისუნთქებთ.
ოღონდ ესაა,
ის - პირველად
და მე - უკანასკნელად.

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now