25.04.2024

27 1 0
                                    


ხანდახან ყველაფერი იქ იწყება, სადაც გგონია, რომ დასრულდა.

ოდესმე უცნობი ადამიანი თუ დაგინახავთ და გიფიქრიათ, რომ ეს უცნობი  მალე უცილობლად ყველაზე ნაცნობად იქცეოდა?

მე არ მეგონა, რომ ეგეთი რამეები ხდებოდა. მითუმეტეს, ჩემს ცხოვრებაში რომ მოხდებოდა.

ხანდახან ვუყურებ და ვფიქრობ, აქამდე რანაირად მოვედით. როგორ გადაიქცა დერეფანში მორცხვობით აღსავსე ხელის ჩამორთმევა კავშირად, რომელსაც გულიდან ვერავინ ამომგლეჯს.

არავისზე წერა ისე ძალიან არ გამჭირვებია, როგორც მასზე. ეგ იმიტომ, რომ ჩემთვის სევდაზე წერა გაცილებით იოლია, ვიდრე იმაზე, რაც მაბედნიერებს.

ახლაც იმიტომ შევძელი, რომ ამდენი ბედნიერება სევდაში გადამეზარდა. გული მწყდება, რომ წარმავალია.

ერთხელ წიგნიდან თავი ავიღე, გავიცინე და დედაჩემს ვუთხარი, მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი როგორ მიყვარდესო...
ახლა კი იმას ვნატრობ, როგორღაც ვიმყოფინო ეს ცხოვრება მისი სიყვარულისთვის.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 24 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now