11.08.2020

16 3 0
                                    

შებინდებისას სადღაც ჩაკვდა ჩემი ყვავილი.

პირველად რომ ვნახე, რძისფერ გვირგვინზე დილის ცვარი მარგალიტებად კონწიალობდა.
მირონივით სდიოდა ბუტკოდან თაფლის სურნელება.
ფრთხილად გადავუსვი ხელი, როგორც აფოფრილ ბეღურას გადაევლება ხოლმე თავს ადრიანი შემოდგომის ქარი.
გამეღიმა.

მერე შებინდდა
და აცივდა.
იქ სხვამ იარა.

დილით აღარ იყო.
მიცვალებული ქალწულივით ჩაეფინათ გამთბარ მიწის ქვეშ.

სხვა ყვავილები კვლავ იცოცხლებენ გამხმარ კონებად.
ჩემი მოკვდა.

ვერ აიტანა უმზეობა და მიწად წავიდა.

და ეს იყო შებინდებისას.
ჰო, სადღაც ჩაკვდა ჩემი ყვავილი, ოღონდ, უთუოდ შებინდებისას.

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now