09.10.2021

6 0 0
                                    

როცა ოქტომბრის ცა იწვის, ზურგით მივათრევ უსულდგმულო დღეებს და ყველაფერი მტკივა, რაც გამაჩნია.
იდუმალ ბიჯით მოარული კოჭლი ფიქრები, გონების უბადრუკი ნაცოდვილარნი, გარშემო შემომხვევიან, თითქოს დახრჩობას ლამობენ.

ფანჯარასთან ქარი კვდება. განწირულივით კივის. მე თვალს ვერ ვხუჭავ.

ერთმანეთში ირევა  ლურჯა ცხენები, ქალდეას ალი და მდუმარე პირამიდები. ნახევრად მკვდარმა აქედან ვიცი, მალე ისევ შეშლილივით დავიბადებით მე და ნოემბერი.

ძალა აღარ მაქვს, მაგრამ ღამეს ჩუმად ვეჩურჩულები:

ნელა ივსება სული დამჭკნარ ფოთლებით,
სულ სხვაა მთვარე შემოდგომით მონატრებული.

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now