10.02.2021

10 1 0
                                    

ცრემლით გალეული ღამეები, ჩაშავებული თვალის უპეები და მთელ ფანჯარაზე გადაჭიმული სქელი ფარდები სუროსავით მეხვევა.
ბევრი რამ მენატრება, მაგრამ ყველაზე მეტად — სიმშვიდე.
ახლა ჩემს თავს რომ ვუყურებ, ადრინდელი სიცარიელის შეგრძნებაც კი შვებად მესახება.

იმ სევდიან ღრუბელს ვგავარ, ყველა მოცინარი ვარსკვლავი რომ ერიდება. გაურბის, რათა არ ჩააქროს მათი სინათლეც.

ეს-ესაა ძველ მეგობრებს გავესაუბრე და მივხვდი, მხოლოდ ჩემი ლურჯი სიზმრები დარჩებიან ჩემთან სანამ ბოლოს ერთად არ გავქრებით ორივე ისე, თითქოს არც ვარსებულვართ.

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now