26.07.2021

11 0 0
                                    

ხალიჩაზე მწოლიარემ აქა-იქ ლაქებით დაფარულ ჭერს ავხედე და საკუთარ თავს ვთხოვე, ისე იცხოვრე, შენი სული კანქვეშ ცეკვავდეს და ერთმანეთს მიჯრილ ძვლებს აზანზარებდესო.

ეს დიდი ხნის წინ იყო და ნელ-ნელა გავიაზრე, რომ მაშინაც შეგვძლებია ცეკვა, როცა გვტკივა და მაშინაც, როცა გვილხინს, მაგრამ სიცარიელეს, უგრძნობლობას, უარაფრობას მხოლოდ მოუქანცავს სული და ხანგრძლივი დამბლა დაუცემია.

გუშინ ღამით გამეღვიძა, საწოლის თავთით გამოკრულ რუკას შევხედე. ნეტავ სადაა ჩემი ადგილიო, გამეფიქრა და ისევ წყვდიადი ჩამოწვა.

იგივე სიზმრები მეორდება, იგივე ძრწოლა და გამოღვიძებისას გულის გამალებით ცემა.
იქნებ სჯობდეს კიდეც ღვიძილს, სადაც ძრწოლის შეგრძნებაც კი შორეულია. ძილს დამსგავსებულ ღვიძილს, მხოლოდ აწკრიალებული ფანჯრებიდან შემოვარდნილი ჯექა-ქუხილის მძლავრი ხმა რომ შეახსენებს ხოლმე სიცოცხლის არსებობას. ისიც იშვიათად.

ფურცელზე სიტყვები შავი ბრინჯივით იბნევა და მაინც, არც ერთ მათგანში აღარაა უწინდებური განცდა და არსი. ადრევე ჭკნება და იფიტება ირგვლივ ყველაფერი.

ჰო, კიდევ ერთმა ორშაბათმა ჩაიარა...

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now