18.01.2022

8 0 0
                                    

ბოლო დღეებია ვგრძნობ, თითქოს სხეული რომელიღაც უცნობ გარე ძალას დაჰყავს, მე კი, ერთ ადგილას მიყინულს, გაღვიძებიდან დაძინებამდე საათები ქვიშასავით მეცლება ხელებიდან.

ცა თავზე მადნება და საკუთარი არსებობა ისევე მტკივა, როგორც არარსებობის იდეა.

ვცდილობ გავიხსენო, რა ვუპასუხე დედაჩემს, აბაზანაში მოტირალს რომ წამაწყდა.
ვერ ვიხსენებ.

შუაღამით გამოღვიძებულს ყვირილის არაამქვეყნიური სურვილი მეუფლება.
მაკანკალებს.
ოთახის კუთხეში სიკვდილი ზის და ცრემლმორეული თვალებით მომშტერებია.

ხანდახან მინდება, ვინმეს ოკეანეზე მოვუყვე, არასდროს რომ მინახავს და ასჯერ დამზმანებია.

ასე მგონია, თუ გარეთ გავალ და ძებნას დავუწყებ, სადღაც, თოვლიდან ჩემს გვამს ამოვთხრი.

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now