14

202 22 6
                                    

კი ჰიონ დასხედით და ყველას ყველაფერს აგიხსნით...
თქვა ჯონგუკმა...
უცბათ ჯიმინმა თვალები გაახილა მიიხედ მოიხედა და მიხვდა რომ ჯერ კიდევ ჯონგუკის ოთახში იმყოფებოდა აქეთ იქით მიმოიხედა რომ სიტვაცია განემუხტა მდივანზე მჯდომი ჯონი საბუთებს კითხულობდა ბეჭედი შეამჩნია და გაახსენდა რომ ხელის თხოვნის მერე მოითენთა ჯონმა კი ლოგინზე მიაწვინა თავზე აკოცა და ტკბილი სიზმრები უსურვა, არც სოკჯუნი შემოსულა ოთახში და არც ის მოვლენები მომხდარა რაც ჯიმინს ესიზმრა, ხოლო როცა ჯონმა შეამჩნია რომ ჯიმინმა გაიღვიძა მაშინვე გვერდით გადადო საბუთები და სიარული მისკენ დაიწყო...
-მინი როგორ ხარ?...
ხელების სახეზე სმა დაუწყო და ნაზად ეფერებოდა მის ჭეშმარიტს ჯიმინს გაახსენდა რომ მუცელში შესაძლოა პატარა არსება ყოფილიყო და ამით ძალიან ბედნიერი იყო, სახეზე უნებურად მოეფინა ღიმილი, ჯონმა ეს შეამჩნია და მასთან მიიწია და მუცელზე დასვენებულ ჯიმინის ხელს საკუთარი დაადო...
-მინი გპირდები ჩემი სიცოცხლის ფასად დაგიცავ შენც და მასაც ჩემთვის ორივე ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვნები ხართ, თქვენი სიცოცხლე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვერ გადავიტან რამე რომ დაგრმართოთ ვერც ერთის დაკარგვას გადავიტან ისევ, ისევ არ შემიძლია დაგკარგო არც შენ და არც ჩვენი შვილი დაკარგვა არ შემიძლია...
ჯონმა ჯიმინის შუბლი საკუთარი შუბლზე მიიბჯინა და ცხვირები ერთმანეთს გაუხახუნა შემდეგ მისი ტუჩები საკუთარს შეაერთა და ნაზი ფრანგული კოცნა აჩუქა მის ჭეშმარიტს...
როცა ჯონი პაკს მოშორდა ამჟამად დიალოგი პაკმა აღადგინა...
-ნუ გეშინია გუკი გპირდები მე შენგან არ წავალ და ვერც ვერავინ წამიყვანს შენგან...
ხელი რომელიც ორივეს ჯიმინის მუცელზე ესვენა ჯიმინმა საკუთარი თითები მისი მეწყვილის თითებში ახლართა ხოლო მეორე თავისუფალი ხელით ჯონის ლოყას მოფერება დაუწყო...
-ჯიმინ როგორც მახსოვს დღეს არაფერი გიჭამია გინდა შენთვის რამე მოვამზადებინო?...
-არა გუკი მე მინდა რომ დაბლა ჩავიდე, ალბათ იუნგი და ჯინი ნერვიულობენ, მე ვიცნობ მათ თან ძალიან კარგად...
-მართალია მაგრამ შენ დასვენება გჭირდება...
-ჯონ ჯონგუკ ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება, მე ახლა დაბლა ჩავალ და ბიჭებთან ერთად ვიქნები, შემდეგ კი გეგმა უნდა მოვიფიქროთ ხომ არ დაგავიწყდა?...
-მართალი ხარ გეგმა უნდა მოვიფიქროთ, ის ნაძირალა ერთხელ და სამუდამოდ მიწასთან უნდა გასწორდეს რომ შენ და ჩვენს მომავალ შვილს არანაირი საფრთხე არ შეგექმნათ...
-ჩემი ჭკვიანი ბაჭია...
ჯიმინმა მისი ბუთქუნა ტუჩები ჯონის ტუჩებს მიაბჯინა და უთხრა...
-მოდი ახლა დაბლა ჩავიდეთ...
-ღმერთო ჯიმინ უცნაურია როცა ბაჭიას მეძახი, მე ხომ ამხელა მაფიის ბოსი ვარ არა...
-შესაძლოა გუკი მარა, შენ მაინც ჩემი სულელი ბაჭია ხარ...
ჯიმინმა ჯონს ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და ფეხზე წამოდგა ერთი უცბათ ისევ თავბრუ დაეხვა მაგრამ ამჯერადაც ისევ ჯონმა იყოჩაღა და წაქცევისგან იხსნა...
-ხომ გითხარი უნდა დაისვენოთქო არა?...
-ყველაფერი რიგზეა უბრალოდ თავბრუ დამეხვა და სხვა არაფერი ჯონგუკა...
-კარგი მაშინ დაბლა ჩასვლაში დაგეხმარები...
ჯიმინი ჯონის ხელს დაეყრდნო და ასე ჩავიდნენ დაბლა, გეზი სამზარეულოსკენ იყო აღებული სადაც ორი ომეგა ჭუკჭუკებდა რაღაც მნიშვნელოვან თემაზე და როცა ნაცნობი ხმა მოესმათ მაშინვე თავი მისკენ მიატრიალეს...
-ღმერთო ჩემო თქვენ ორი ჩემს გარეშე რას განიხილავთ?...
გაიცინა უკვე ყველასთვის ნაცნობმა ჯეიმ...
-ოჰო ჯეის გაუღვიძია, მოდი აქ დაჯექი აბა თავს როგორ გრძნობ? რამე ხომ არ გტკივა? თავი, მუცელი ან იქნებ რავიცი რამე სხვა? ხომ არ გშია? ყავა ან ჩაი ხომ არ გინდა?...
-ღმერთო ჩემი კიმ სოკჯინ რომ დაიქოქები შენი გამორთვა ისეთი რთულია ჰიონ, არა არაფერი არ მინდა დედიკო ჯინ მაგრამ შენს მომზადებულ საჭმელს დიდი სიამოვნებით მივირთმევდი, თუ პრობლემა არ იქნება...
-რათქმაუნდა ყველაფერი იქნება რასაც ჩემი პაციენტი მოისურვებს...
განაცხადა ჯინმა და სამზარეულოში აქეთ იქით ტრიალი დაიწყო...
-ჯინ იქნებ ორსულ მეგობარს და უკვე შენს მულსაც გაუწიო დახმარება და მისთვის და მისი მშიერი ლეკვებისთვისაც მოამზადო რამე?...
საყვარელი და საწყალი თვალებით შეხედა იუნგიმ ჯინს, ჯინმა ამას ვერ გაუძლო და ორი პორცია ბიბიმბაპის მომზადება დაიწყო...
სამზარეულოში მშიერმა ალფამ შემოიჭყიტა და მის მოფუსფუსე მეუღლეს უკნიდან მიეხუტა...
-იქნებ ჩემთვისაც და სოკჯუნისთვისაც მოამზადო რამე?...
-ქო მამიტო მე და მამასაც გვსია, თააან ძალიან ნაქე ცემი მუცელი ბუკბუკებს და მეუნება მაწამეო...
ბავშვის სიტყვებზე ყველას გაეცინა...
პატარა გოგონამ კი გეზი ჯიმინისკენ აიღო და ხელები მაღლა ასწია...
-ბიძია ბიძია ამიკანე ლა ცენ ძალიან სასიამონო სუნი გაქვს...
პაკმა პატარა გოგონა ხელში ასწია და კალთაში ჩაისვა პატარა სოკჯუნმა კი ცხვირი პაკის ყელში ჩაყო...
ამ სახანაობას კედელზე მიყუდებული ჯონი უყურებდა და ფიქრობდა რამდენად სასიამოვნო იქნებოდა რომ ახლა სოკჯუნის ადგილას მათი პატარა ყოფილიყო, ჯონმა ჯიმინისკენ და პატარა ომეგასკენ დაიწყო მოძრაობა, მათთან მისულმა კი პატარა გოგონა ხელში აიყვანა...
-ეეეე დამსი დამსი, მე ბიძია ძეისთან მინდა...
-პატარა ქალბატონო მისმინე ბიძია ჯეი ამჟამად სუსტათაა მოდი დავასვენოთ კარგი? რას იტყვი მე რომ ჩამიჯდე კალთაში შემიძლია მე გაჭამო თუ გინდა?...
-კალგი სენ მაწამე ლადგან ბიძია ძეი დაგლილია, მაგლამ ბიძია...
პატარა გოგონა ჯონის ყურთან აიწია და ჩასჩურჩულა...
-მგონი ბიძია ძეისაც ბაია კავს მუცელსი...
ჯონს გაუკვირდა როგორ მიხვდა ეს სამი წლის ომეგა რომ ჯიმინი შესაძლოა ორსულად ყოფილიყო?...
და თავადაც ჩასჩურჩულა გოგონას ყურში...
-ამას როგორ მიხვდი?...
პატარა სოკჯუნმა ჯონის ყურთან მისი ორივე პაწაწუნა ხელები მიიტანა და ჯონის ყურს გარს შემოხვია თავი ჯერ მარჯვნივ შემდეგ კი მარცხნივ მიატრიალა თითქოს ამოწმებდა ვინმე ხომ არ უსმენდათ მათ როცა დარწმუნდა რომ არავინ უსმენდათ მაშინ ჯონს ჩასჩურჩულა...
-მისი სულნელი ისეთივე ტკბილია ლოგოლც იუნგი ბიძიასი, ბიძიას კი მუცელსი ორი ბაია კავს და სურნელი უფლო მძაფლია მაგრამ ანალოგიულად ასევეა ბიძია ძეისთანაც მასაც აქვს ეს სულნელი რომელიც იუნგი ბიძიას...
-ღმერთო გეტყობა ვიში შვილიც ხარ...
ჯონმა იცოდა რომ ორსულობის პერიოდში ომეგების სურნელი იცვლება მაგრამ თავად ჯერ ამას ვერ გრძნობდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ამ პატარა არსებამ იგრძნო დარწმუნება უნდოდა მართალი იყო თუ არა პატარა გოგონა...
To be continued...
_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_
მოგესალმებით ყველას ახალი თავი იმედია მოგეწონებათ მაპატიეთ შეცდომებისთვის💜💜💜

🦋A Hacker Named Butterfly 🦋 {დასრულებული}Donde viven las historias. Descúbrelo ahora