17

160 22 21
                                    

იუნგის მშობიარობიდან სამი თვე გავიდა ბიჭებმა უკვე ყველაპერი დაგეგმეს თუ როგორ ეძიათ შური სონგების კლანზე.

ჯიმინს მუცელი პატარაზე გამობერვოდა მაგრამ დიდიად არ ეტყობოდა, ჯონგუკი მასზე თვალის ჩინივით ზრუნავდა არ უნდოდა მის ომეგას და პატარა სიცოცხლეს მის შიგნით რამე მოსვლოდათ.

დღეს სონგების კლანი ახალ ბარის შესყიდვას და გახსნას აღნიშნავდა, სტუმრად კი როგორც მიუხედავათ მათი კლანების მტრობისა ჯონებიც და კიმებიც დაპატიჟეს ზუსტად აქედან დაიწყო ყველა მათგანის მიერ დაგეგმილი გეგმის ამუშავებაც.

ჯონგუკს მისი მეწყვილის გარეშე მოუწია წვეულებაზე მისვლა რადგან მისი მეწყვილე შენიღბული ერთ-ერთ მიმტანათ აჩვენებდა თავს, გაუმართლათ რომ სონგების ქალიშვილს მასკარადი ასე ძალიან უყვარს და მამას დააძალა მასკარადის სტილში მოეწყოთ გახსნა, რამაც ხელი შეუწყო მათ გეგმის განვითარებას, თითეული სტუმარი ნიღბით უნდა ყოფილიყო წარდგენილი.
როგორც სტუმარი ასევე სტაფის ყველა დანარჩენი წევრს ნიღაბი უნდა მოერგოთ და სტუმრებს ასე უნდა მომსახურებოდნენ.

ბიჭებს ჯიმინი რომ ეცნოთ სამაჯური მისცეს გადამცემით, რომელსაც იუნგი აკვირდებოდა კამერებიდან, ყოველი შემთხვევისთვის თუ გეგმა არასწორად წარიმართებოდა.

ჯონგუკისკენ სიარული სონგების კლანის უფროსმა დაიწყო ხელი მეგობრობის ნიშნად გაუწოდა, ჯონგუკმა კი მის გამოწვდილ ხელს ალმაცერად შეხედა მაგრამ ეთიკა არ აძლევდა უფლებას მისთვის გამოწვდილ ხელზე უარი ეთქვა და მას მოუწია მის მოსისხლე მტერისთვის ხელი ჩამოერთმია.

-სამწუხაროა რომ თქვენი უფროსი ძმა დღეს აქ არ იმყოფება ბატონო ჯონგუკ.

-დიახ სამწუხაროა მაგრამ ასე მოუწია მისმა ომეგამ სულ რაღაც რამოდენიმე თვეა იმშობიარა და მას მარტო ვერ ტოვებს.

-დიახ გავიგე ტყუპები შესძენიათ ანუ გამოდის ისინი ჯონების კლანის მემკვიდრეები არიან?

🦋A Hacker Named Butterfly 🦋 {დასრულებული}Donde viven las historias. Descúbrelo ahora