*ჰისონი*
ნიუ-იორკიდან ჩამოვედი, რადგან იქ ყოფნა ვეღარ გავძელი. ჯეიკის გარეშე ვერ ვძლებ. არ ვიცი რატომ დაიჯერა, მაგრამ მე მისთვის მართლა არ მიღალატია. ის ბოზი ოლივია რაღაცეებს იგონებს. აქ სწორედ იმ მიზეზით ჩამოვედი, რომ მინდა ჯეიკი შემოვირიგო.
სონჰუნს ველაპარაკე და ესე მითხრა ჯეიკი სულ შეიცვალაო. იმედია მართლა ისეთი არ გახდა როგორსაც მე ვფიქრობ და ჩემდანმი გრძნობები კიდევ აქვს
დღეს აგარაკზე წვეულებასაც ვმართავ. ნუ იმხელა ადგილიც არ არის მთელი უნივერსიტეტი რომ დავპატიჟო, მარა ჩემი კურსელები მოდიან, თან პარტნიორებიც მოჰყავთ.
დილაადრიან დიდ სამზადისში ვიყავი. ჯერ ჩამოვფრინდი და სალხში ჩემებს გავუარე. მერე მაღაზიებში წავედი და მთელი მანქანა სასმელებით გავავსე. ასევე სონუს და ნიკისაც ვთხოვე დახმარება. ნიკიმ საჭმელებს ამოვიტანო, სონუმ კი მოსართავებს და მსგავს საჭირო ნივთებსო.
ნუ ჩვენ სამნი ფაქტიურად მთელი დღე ვწვალობდით, რადგან წვეულების დაწყებამდე ყველაფერი დაგვესრულებინა და სრულყოფილი წვეულება გამომსვლოდა.
-ნიკი მიდი შენ მაგიდაზე ეს ჭიქები დააწყვე და მე სოჯუს ბოთლებს მოვიტან
-კარგი ჰიონ, მაგრამ ეს რომ არ ეყოფა?
-აუ, ჯანდაბა დამავიწყდა. მიდი თქვენ დაასრულეთ საქმეეები და მე მაღაზიაში წავალ, აქედან მაინც 15 წუთის სავალზეა და მოვიტან
-მიდი, მიდი ჰიონ. ოღონდ იჩქარე. მალე ვიწყებთ დალევას
ამის შემდეგ მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და ყველაზე ახლოს მდებარე მაღაზიაში წავედი. მანქანიდან უნდა გადავსულიყავი, როცა დავინახე როგორ გამოვიდნენ იმ მაღაზიისან ჯეიკი და ნიკოლი. დაიცა ნიკოლს პარტნიორად ის მოჰყავს?
ვახ ჯეიკი ამ რამდენიმე კვირაში უფრო გალამაზდა და უფრო საყვარელი გახდა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან სექსუალურად გამოიყურება ჩემთვის მაინც საყვარელია.
YOU ARE READING
𝚋𝚞𝚝 𝚘𝚞𝚛 𝙻𝚘𝚟𝚎 𝙸𝚜 𝚆𝚛𝚘𝚗𝚐 // 𝒉.𝒋𝒌
Teen Fictionეს ფიკი არის heejake-ზე და თუ არ მოგწონთ მსგავსი ჟანრი, ტყუილად ნუ წაიკითხავთ‼️