Jimin's pov:
უკვე შესვენებაა ჯონგუკი მისი კაბინეტიდან გამოვიდა და ჩემსკენ დაიწყო სვლა.
-აბა წავედით ჯიმინ?
-კი კი ეხლავე აი აქ მოაწერე ხელი შემდეგ ამას თეჰიონს მივცემ და შესვენებაზე გავალთ.
-მაჩვენე აბა სად უნდა მოვაწერო?
-აი აქ.
-კარგი ახლა წავედით?
-კი ოღონდ ჯერ ეს თეჰიონს უნდა მივცე...
-კარგი ჩანთა და საბუთები აიღე ჰოსოკთან და თეჰიონთან გავიაროთ საბუთები დავუტოვოთ და წავიდეთ...
-ოქეი წავიდეთ...
თეჰიონისკენ მივდიოდით როცა ზუსტად ის და ჰოსოკი შეგვეჩეხნენ წინ მე თეჰიონთან მივედი და საბუთები მივაჩეჩე...
-ამ საბუთებს ხელი ბატონმა ჰოსოკმა უნდა მოაწეროს მერე ის ჯინს მიეცი და უთხარი ხელი მოაწერინოს ბატონ ნამჯუნს მერე კი ჯიჰუნს წაუღეთ მან იცის რაც უნდა ქნას...
-არის შეფ, მაგრამ შენ სად მიდიხარ?
-მე და ჯონგუკი ერთად შევჭამთ ასე რომ თქვენ სამმა მარტო ჭამეთ.
მე თეჰიონს მოვშორდი და ჯონგუკისკენ დავიძარი კომპანიის ავტოსადგომზე ჩავედით და მის მოტოციკლეტთან მივედით მან ჩაფხუტი გამომიწოდა მეც დიდი სიამოვნებით გამოვართვი და როგორც ჯონგუკი იტყვის ხოლმე მის რკინის ორფეხა ცხენზე შემოვჯექი...
-ჯიმინ ჰომ იცი კარგად უნდა მოეჭიდო რომ არ წავიქცეთ.
მითხრა მან, მინიშნებას მივუხვდი და ხელები რომელიც მის მხრებზე დამელაგებინა წელისკენ ჩავაცურე, მან მისი ძლიერი და გრძელი თითები ჩემსას დაადო და უფრო მაგრამ მომაჭერინა მის მუცელზე რასაც ქვია ამ ჯინსის ქურთუკსა და თხელ შავ პერანგს შიგნით მყოფი მისი ექვსივე კუბიკი ვიგრძენი.
ხოლო თავი მის განიერ მხრებს დავადე როცა მოტოციკლეტის დაქოქვის ხმა გავიგე.
მან კი მისი რკინის ცხენი კააჭენა, დაახლოებით ხუთი წუთი იყო გასული რაც კომპანიას საგრძნობლად გამოვცდით, შუქნიშანზე შევჩერდით მან მისი ტელეფონი მომაწოდა და მითხრა რომ ფოტო გადამეღო მასთან ერთად როცა მოტოციკლეტზე ვიჯექით, მეც არ დავაყოვნე და რამდენიმე ფოტო გადავიღე შემდეგ ტელეფონი პატრონს გავუწოდე მან ის თავის კუთვნილ ადნილზე დააბრუნა და ისევ უკან მის ჯიბეში მოითავსა.
ვეღარ ვუძლებდი ისე ძლიერ მშიოდა, მგონი ჯონგუკი ამას მიხვდა და ამიტომაც სიჩქარეს მოუმატა ძალიან თბილ, მყუდრო და მშვიდ რესტორანში ამოვყავი თავი, ბევრი ხალხი არ იყო ამიტომაც თავისუფალ ადგილას დავსხედით.
ოფიციანტმა შეკვეთა აიღო მე პასტა შევუკვეთე მოცარელას სოუსით ძალიან მიყვარს ყველი მით უმეტეს პასტაში ჯონგუკმა კი სტეიკი შეუკვეთა რაღაც უცნაური სოუსით სახელიც კი ვერ დავიმახსოვრე.
ის ჩემს გვერდით გადმოჯდა ცოტა დავიბენი და ავფორიაქდი მაგრამ არ შემიმჩნევია, არ მინდოდა რომ მას შეემჩნია ის თუ როგორ მოქმედებდა მისი სიახლოვე ჩემზე.
-ჯიმინ რომელი ჯობია ინსტაგრამზე დასადებად?
მკითხა მან და ჩემი გადაღებული ფოტოები მაჩვენა.
-აი ეს ყველაზე კარგია, არც დავკვირვებულვარ ისე დავადე ფოტოს თითი.
-კარგი თუ ეს მოგწონს მაშინ ამას დავდებ.
ის ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და ტელეფონში დაიწყო ძრომიალი.
ტელეფონი აციმციმდა და მივხვდი რომ მისი პოსტის განახლების ნოთიფიკაცია მომივიდა ტელეფონს დავხედე და გავოცდი...
daddy_jk tagged you on his post
მან მე პოსტზე მონიშნა? მაგრამ მას ეს არადროს გაუკეთებია, მას მე მის პოსტზე არასდროს არ მოვუნიშნივარ რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა ყოფილიყო ეს.
ვიცი რომთინეიჯერი გოგოსავით ვპანიკდები მაგრამ ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო.
_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_
კიდევ ერთი უმოკლესი თავი თქვენ ჩემგან🤍🌼😊...
სიყვარულით კიმ სანნი😊🌼🤍...
YOU ARE READING
Døūblê Ãçcøûñt {Instagram} {დასრულებული}
Lãng mạnუფროსი და უფროსის მდივანი რომელსაც საიდუმლო ექაუნთი აქვს ინსტაგრამზე რომლის შესახებაც მხოლოდ მისმა ოთხმა მეგობრებმა იცის.