ბოლო ზარი გამოვიდა და გაკვეთილებიც დამთავრდა, ამიტომ ჩემი კარადისკენ წავედი, როდესაც დერეფანში მოვდიოდი დავინახე ჯონქუქი, ნამჯუნი და კიდევ ვიღაც რომელიც ჯონქუქს ეყრდნობოდა. ისინი ჩემს კარადასთან იდგნენ ამიტომ მათთან მისვლა მომიწია
"მაპატიე"-ვთქვი და ყველამ მე შემომხედა."ჩემს კარადასთან უნდა მივიდე" ვთქი ისე რომ მათთვის არ შემიხედავს.
"და რას მივიღებ, თუ გაგატარებთ? ," თქვა ჯონგუკმა თავხედური ღიმილით.
"რას გულისხმობ რატომ უნდა მოგცე რამე" ვუთხარი ჯონქუქს, ამის გამო ყველამ გაოცებული გამომეტყველება მიიღო ხოლო ჯონქუქს სახეზე ბრაზი გამოესახა.
„დამცინი? თუ გინდა რომ შენი ნივთები აიღო უნდა გადაიხადო, რადგან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ კარადაზე მიყრდნობილი, და თუ გინდა ჩემი კომფორტი დავთმო გადახდა მოგიწევს" - თქვა ჯონგუკმა ცივი ხმით, ამის გამო კი კინაღამ კანკალმა ამიტანა, ჯონქუქს კი სიამოვნება გამოესახა სახეზე ჩემი რეაქციის გამო.
"კარგი რა ჯონქუქ დაწყნარდი, ის ჯერ ახალია"- თქვა უცნობმა ბიჭმა
"შენთვის არ მიკითხავს რა უნდა გავაკეთო და რა არა, აქ მე ვწყვეტ ყველაფერს" - თქვა ჯონგუკმა თავისი საშინელი ალფა ხმით, რის გამოც უცნობმა მორჩილების ნიშნად თავი დახარა.
"ხვალ მოგცემ ნებისმიერ ნამცხვარს, ამ ტკბილეულს რომელიც შენ გინდა და ჩემს კარადას მოშორდი" - ვთქვი რათა გამეინატრალებიან სიტუაცია.
"და რატომ ფიქრობ რომ ტკბილეული მინდა?"
"რადგან ტკბილეული ყველას უყვარს, ის უბრალოდ გასაოცარია" -ვთქვი და სახეზე დიდი ღიმილი გამოესახა რადგან ტკბილეულზე ფიქრი დავიწყე.
ცოტახანი გაურკვეველი სახით დამიწყო ყურება, მერე მალევე შებრუნდა და ჩემს კარადას მოშორდა, მაგრამ სანამ წავიდოდა რაღაც კიჩურჩულა რაც ცოტა არ იყოს მესიამოვნა.
"შოკოლადის ნამცხვარი მომწონს შოკოლადის ჩიფსებით"
მათი წასვლის შემდეგ, გავაღე ჩემი კარადა და ავიღე ის რაც მინდოდა, შემდეგ კი წავედი სახლისკენ.
როცა სახლში მივედი სრული სიმშვიდე იყო, რადგან დედაჩემი ადვოკატია, მამაჩემი კი ექიმი აქედან გამომდინარე ისინი არასდროს არ არიან სახლში.
სამზარეულოში შევედი და მაცივარზე მიკრული წებოვანი ქაღალდი ავიღე.
"ვახშამი მაცივარშია, იმედია კარგი დღე გქონდა სკოლაში, მე და მამაშენი გვიან მოვალთ ამიტომ არ დაგველოდო, გვიყვარხარ!"
მაცივარი გამოვაღე, და დავინახე პიცის ყუთი რომელზეც ჩემი სახელი ეწერა, მაგრამ არ ვიყავი ძალაიან მშიერი ამიტომ არ ვჭამე, და დავიწყე ქუქის ნამცხვარზე ფიქრი, და თან მეცინებოდა.
ნამცხვრის გამოცხობა 7ზე დავამთავრე, შემდეგ შევასრულე, ჩემი დავალებები და დასაძინებლად წავედი, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ჯონქუქი იყო, მიუხედავად იმისა რომ ის საშინელი ვინმეა, მაინც იწვევს ჩემში უცნაურ გრძნობებს...
____________________________________