10

132 37 9
                                    

დღეს ჩემი მშობლები ბრუნდებიან და მე ძალიან ვნერვიულობ რადგან მათ ქუქის შესახებ გაიგეს და მისი გაცნობა უნდათ.

ახლავე უნდა ვკითხო ქუქის მოვა თუ არა ჩვენთან მაგრამ ძალიან ვნერვიულობ და მეშინია რომ არ დამთანხმდება, ამიტომ თავს ვარიდებ.

რა მოხდება, თუ ის იტყვის უარს ? რა უნდა ვუთხრა ჩემს მშობლებს?

ჩემს კარადასთან მივდიოდი რადგან გაკვეთილები დასრულდა მაგრამ უეცრად ცარიელ კლასში შემათრიეს.

შემოვბრუნდი, რათა შემეხედა. ვინ იყო დაგაბრაზებული ქუქი დავინახე.

"რა ჯანდაბა კიმ თეჰიონ! მეუბნები რომ გიყვარვარ შემდეგ კი მაიგნორებ"- დაიყვირა ქუქიმ რის გამოც შემეშინდა.

"არაფერი მჭირს ქუქი"-ჩავიჩურჩულე აცრემლებულმა.

როგორც ეს დაინახა მოლბა და ლოლებიდამ ცრემლები მომწმინდა.

"გთხოვ მითხარი რატომ მაიგნორებ?" ჩამჩურჩულა

"მეშინოდა და ახლაც მეშინია, რომ უარს მეტყვი ჩემს სახლში სადილობაზე რადგან ჩემმა მშობლებმა გაიგეს შენს შესახებ და შენი. გაცნობა უნდათ"  - დარცხვენილმა დავწიე თავი.

"თე პატარავ, შემომხედე, მე არასოდეს ვიტყოდი უარს ამ შემოთავაზებაზე, ბოლოს და ბოლოს ჩემი მომავალი მეუღლის მშობლები არიან.  " თქვა ჯონგუკმა და ნაზად მომიჭირა ხელი ნიკაპზე რათა მისთვის შემეხედა

"ჰა! ვინ თქვა, რომ ჩვენ  დავქორწინდებით" თვალები გამიფართოვდა, რადგან ახლა მან თქვა რომ ჩემთან ქორწინება უნდა, და ვცდილობდი ჩემი სიწითლე დამემალა.

"ახლა მოდი მომიყევი რამე შენს მშობლებზე, რათა მოვემზადო მათთან შესახვედრად." - ხელი მომკიდა და კლასიდან გავედით, ჩენი ნივთები ავიღე და წამოვედით.

"კარგი, ორივე ბიჭია, მამიკო ჩემზე ცოტათი უფრო დაბალია, მე მხოლოდ მასზე მაღალი ვარ, რადგან მამაჩემი გიგანტს ჰგავს, ის ნამდვილად მაღალია"

"მამიკოს ჰქვია ბექიონი და მამაჩემს ჰქვია ჩანიოლი, მამიკო ძალიან მგავს მე, მაგრამ ის უფრო პატარაა და მამაჩემი ზედმეტად იცავს მას, ამიტომ ფრთხილად იყავი მამიკოსთან" მე ვუყურებ ჯონგუკს რომელიც ჩუმად მისმენს.

"მამიკოს და მამას ორივე უყვარს სიცილი მაგრამ, მნიშვნელოვან მომენტებში და საქმეში ძალიან სერიოზული არიან. და თავიანთი სამსახურის გამო ბევრს მოგზაურობენ." როცა ამას ვამბობ, ტირილი მინდება რადგან მომენატრნენ ჩემი მშობლები.

ჯონგუკმა ხელი მომკიდა და ისე განაგრძო მანქანის ტარება.

"ვფიქრობ ისინი ძალიან  კეთილები არიან, და ყველაფერი კარგად ჩაივლის" თქვა ჯონგუკმა და მანქანა გააჩერა, მაგრამ დავინახეთ რომ კიდევ რრთი მანქანა იდგა სახლთან.

"მათ თქვეს, რომ ხვალ შუადღემდე არ აპირებდნენ აქ ყოფნას" ვთქვი მხიარულად, გადმოვხტი მანქანიდან და ველოდები როდის გადმოვიდოდა გუკი

როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა ხელი მოვკიდე და სახლისკენ წავათრიე.

კარს ვაღებ და სამზარეულოდან საოცარი სურნელი მოდის

სამზარეულოსკენ გავრბივარ და თან ქუქის აღელვებული მივათრევ.

"მამიკო მამა მომენატრე" ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე

"ჩვენც მოგვენატრე პატარავ" ვწყვეტ ჩახუტებას და მე მათ ღიმილით ვუყურებ ისინიც ღიმილით მიყურებენ.

"კარგად არ გაგვაცნობ შენს მეგობარს?" -მკითხა მამიკომ და მამას მიადო თავი.

"დედა მამა ეს ჩემი შეყვარებული ჯონგუკია"

_____________________________
ხალხო მემგონი სმათი არ აქვს ამ ფიკს და რას იტყვით გინდათ დავწერო? 🤣

can't escape  ✓Where stories live. Discover now