16

165 31 3
                                    

იმ ღამის შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა, თეჰიონი და ჯონქუქი ტკბებოდნენ ერთმანეთის სიყვარულით, დრო ძალიან სწრაფად გადიოდა თვალის დახამხამებაში.

რაც დრო გადის სიყვარული მით უფრო მცირდება ხოლმე ძირითადად ასეა მაგრამ მათ შემთხვევაში პირიქით მოხდა მათის სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა.

და დღეს მათი სიყვარულის 1 წლისთავი შესრულდა, ეს დღე მათ ცხოვრებაში საუკეთესო იქნება, რადგან სწორედ დღეს მათი შეხვედრიდან 365 დღის შემდეგ ისინი ქორწინდებიან.

არ მოგესმათ, ჰო ისინი ქორწინდებიან, ყველა ძალიან გახარებულია მათი ამბით, თეჰიონის მშობლები ამერიკიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ მაგრამ ქორწილის შემდეგ უკან ბრუნდებიან.

ჯონქუქის მშობლებიც ამერიკაში იმყოფებოდნენ შესაბამისად ისინიც ჩამოვიდნენ მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ ქორწილისთვის ფაქტიურად ძალიანაც რომ უნდოდეთ ვერ დარჩებიან რადგან ამერიკაში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას მეთაურობენ.

მათი მეგობრებიც ძალიან გახარებულები იყვნენ მათი ამბით, ჯიმინის და იუნგი საბოლოოდ ერთად არიან იუნგი ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა იმას რომ ომეგაა მაგრამ ითს ოქეი(🤣) ნამჯუნი და ჯინიც ერთად არიან, ნამჯუნი ისევ ყველაფერს ამტვრევს მაგრამ ჯინი ეხმარება ყველაფრის გამოსწორებაში. ჩვენი ჰობი გაიზარდა და შეყვარებული ყავს, მე კი ისევ მარტო ვარ. (დდ) როგორც ხედავთ დიდად არაფერი შეცვლილა ისევ ყველაფერი კარგადაა და ეს ძალიან სასიამოვნოა, იმედია სულ ასე გაგრძელდება.
_____________________________

და როგორც იქნა სულ რამოდენიმე საათიც და ჩვენი თაექუქი დაქორწინდება, ვერ წარმოიდგენთ როგორ მოუთმენლად ელოდებიან, მაგრამ ასევე ძალიან ღელავენ, ბოლოს და ბოლოს ყველა ადამიანი  ღელავს ქორწილის დღეს, მეც ვინერვიულებდი მათ ადგილას რომ ვიყო,  წარმოიდგინეთ არამდენი საქმეა სანამ ქორწილი შედგება, უნდა მოძებნო კარგი ადგილი, იზრუნო დიზაინზე, სამოსზე, ყვავილებზე, მეჯვარეებზე, რამდენი ადამიანი დაპატიჟო, და ათასი.

ქორწილი სამი თვის წინ დაიგეგმა ამ სამი თვის მანძილზე კი ნერვიულობით ლამის მოკვდა თეჰიონი,  ჯონქუქიც ძალიან ღელავდა მაგრამ ახლა როცა სულ ერთი საათიღა დარჩა ქორწილამდე თითქოს ყველანაირი შიში გაქრა და ორივე სასწაულად დამშვიდდა.
___________________________________

და როგორც იქნა წარმოსთქვეს საქორწილო ფიცი, შესფიცეს ერთმანეთს რომ ყოველთვის ერთად იქნებიან, ჭირსა და ლხინში, ავადმყოფობასა და ჯანმრთელობაში, ახალგაზრდობასა და მოხუცობაში (რავი რანაირად ვთქვა არ ვიცი დდ)
მანამ სანამ სიკვდილი არ დააშორებთ.

როდესაც ადამიანი ამ ფიცს წარმოთქვამს თითოეული სიტყვა გულიდან მოდის, უგულოდ ნათქვამი ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს, და ეს ურთიერთობა ამაო გამოვა.

მაგრამ მათ წარმოთქმულ ამ სიტყვებში იმდენი ნდობა და სიყვარული ჩანს რომ ვერავინ იტყვის მათ ერთმანეთი არ უყვართო.

შეიძლება მე არ ვიცი რა იქნება მომავალში, გააგრძელებს თუ არა მათი სიყვარული აღორძინებას და ზრდას მაგრამ ერთს ვიტყვი. ახლა აი ამ წამს მე ზუსტად ვიცი როგორ ძლიერ უყვარს ამ ორ ადამიანს ერთმანეთი,  და მოდით ბევრს ნუ ვიფიქრებთ მომავალზე, დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ცხოვრებით ვინ იცის ხვალ რა ხდება ....

დასასრული!
________________________________
ასეთ დასასრულს ვინ ელოდა?

ჰო ვიცი არავინ მაგრამ რავი ასე დასრულება მომინდა თორე მე ჩემი ამბავი რომ ვიცი სათითაოდ ამოვწყვიტავდი ყველას.

მერე დავარედაქტირებ თუ არ დამეზარა ყველა თავს. სასიამოვნო იყო წერა შევეცდები რამე კარგი იდეით დავბრუნდე და გნახოთ 💗

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 09, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

can't escape  ✓Where stories live. Discover now