2 თავი

245 16 0
                                    

არ შეშინებია ინსტიქტურად გადადგა ნაბიჯი უკან, მერე კი იმან რაც მოხდა ერთიანად აურია თავგზა...მამაკაცმა მის საპირწონედ წაიწია წინ , მერე წამით შედგა , სახე მომენტალურად დაეძაბა და სანიკიძემ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ერთ წამში მის მკლავებში გახვეული და მასთან ერთად მიწაზე დანარცხებული...ვერ გაერკვია რა ხდებოდა,დაცემისგან თავი ეტკინა და ზედ დაყოლებული თავისზე ორჯერ მძიმე სხეულის დაწოლისგან ძვლები ასტკივდა...დარტყმისაგან ერთიანად გაბრუებულმა ის იყო ინსტიქტურად წამოწია სახე, კეფაზე მთელი ძალით დაწოლილმა გაშლილმა ხელისგულმა ისევ ცივ მიწას რომ შეაზარდა და ზედ ძარღვიანი გინებაც მიაყოლა...ვითარება მაშინღა აღიქვა ზედიზედ იარაღის რამდენიმე გასროლა რომ მის მისწვდა მის სმენას, ტყვიებმა კი მათგან მილიმეტრების დაშორებით მოთხარეს მიწა და აქეთ-იქით გაფანტული ქვიშის ციცქნა კრისტალები სახეში შეეყარა... რამდენიმე დარტყმა გამოტოვა ქალის გულმა, მერე კი ერთიანად მომსკდარი ადრენალინისაგან ისეთ რიტმში ახმაურდა სმენა დაეხშო და ყურები ასტკივდა...
-შენი დედაც! შენი დედაც ნაბოზარო...- საკუთარი სხეულით იგრძნო როგორ შეხტა მამაკაცის ტანი სავარაუდოდ დატაკებული ტყვიის გამო და შეშინებულმა ინსტიქტურად წამოიკივლა მისი სახელი...
-ლუკა...
-განძრევა არ გაბედო!-მისი მისამართით იღრიალა მამაკაცმა, მერე კი იგრძნო როგორ მოსცილდა ერთიანად მისი სხეული…ისევ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, სროლა გრძელდებოდა ამჯერად უფრო ახლოდან ესმოდა მჭახე ხმა და ავტომატურად მიხვდა რომ ამჯერად აბაშიძეც ისროდა.
გაუთავებელი ორმხრივი სროლა ზედ დართული შეშინებული ყვავების ჩხავილით თავს ნამდვილ კოშმარში აგრძნობინებდა და ეშინოდა...ეშინოდა კი, სიკვდილამდე ეშინოდა მაგრამ თავისდა გასაკვირად იმ მამაკაცის გამო უფრო ეშინოდა მისთვის ჯერ კიდევ აბსოლუტურად უცხო რომ იყო და ამ დილამდე არც კი იცნობდა...არ იცოდა რამდენი ხანი გავიდა როდის შეწყდა სროლა მხოლოდ მაშინ გამოერკვა მისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოსულმა აბაშიძემ ჯერ კიდევ მიწაზე მჯდარი მკლავში ჩავლებული ხელით რომ წამოაყენა, მეორეთი მძღოლის მხარეს მანქანის კარი თითქმის გამოგლიჯა და ერთიანად აცახცახებული სალონში თითქმის ძალით ჩატენა.
-ფეხი არ მოიცვალო!
-არ წახვიდე...სად მიდიხარ? გაგიჟდი?-მკლავში ორივე ხელით ჩააფრინდა სანიკიძე, მისი მუდარის ადრესატს კი თითქოს არც გაუგონია რისხვისგან ერთიანად ატანილმა ხმაურით მიუჯახუნა კარი, მერე კი სიბნელეში გაუჩინარდა...
მთელი ტანით აცახცახებული, აუტანელ, ყურისწამღებ სიჩუმეში იჯდა და საკუთარი გულისცემა ყურებს ტკენდა...გარშემო გამეფებული პირქუში წყვდიადი შიშს უასმაგებდა და ვენებში დასაშვებ დოზას ბევრად გადაჭარბებული ადრენალინისაგან გიჟური ტემპით მქროლავი სისხლი, აიძულებდა ისეთ სწრაფ რიტმში ესუნთქა, ფილტვები აეწვა...გაურკვევლობა აგიჟებდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ხდებოდა იქ ბნელ ტყეში და ლამის იყო მანქანიდან გადმოსულიყო და რამე სიგიჟე ჩაედინა, ამ ჭკუიდან შემშლელ გაურკვევლობას და უმოქმედობას ისევ ეგ ერჩია...დროც ისე იწელებოდა, წამები საუკუნეებად ეჩვენებოდა და ის იყო ორგანიზმმა თავდაცვის ფუნქცია ავტომატურად რომ აამუშავა და ლარივით დაჭიმული სხეული თანდათან მოუდუნდა...ჯერ იარაღის მჭახე ხმა რომ მისწვდა მის სმენას, მერე გინება , ყვირილი და ამ ყველაფრის ფონზე მანქანის ძრავის ხმა...ისევ გასროლა, ყვირილი და მერე ისევ ყურისწამღები, აუტანელი სიჩუმე...ათრთოლებულ ხელებში ჩარგო სახე, რამდენიმე წამის შემდეგ კი გველნაკბენივით შეხტა, ხმაურით რომ გამოგლიჯეს მგზავრის მხარეს კარი და ნაცნობმა სხეულმა სწრაფად დაიკავა ადგილი...რომლის დანახვაზეც თვითონაც ვერ მიხვდა ისე გაუჯდა მთელ სხეულში სიმშვიდე და ის დაძაბულობაც და შიშიც წამით სადღაც უკვალოდ გაქრა...
-კარგად ხარ?-იკითხა ხმის კანკალით და ისე ყურადღებით შეუთვალიერა სახე, თითქოს თავის კითხვაში დარწმუნებას ცდილობსო...
-დაძარი მანქანა!
-ლუკა…
-დაძარი ეს დედამოტყნული მანქანა!-იღრიალა განრისხებულმა მამაკაცმა და სანიკიძესაც მეტი აღარ უფიქრია , აკანკალებული ხელით გადაატრიალა საკეტზე შერჩენილი გასაღები , მერე კი უმისამართოდ გაუყვა ჩაბნელებულ გზას...სად მიდიოდა აზრზე არ იყო, გარშემო მხოლოდ სიბნელე და წყვდიადი სუფევდა, ანგარიშმიუცემლად მიყავდა მანქანა და ავტობანის ლამპიონები და მაგისტრალზე მქროლავი მანქანები რომ გამოჩნდა,მხოლოდ მაშინღა ამოისუნთქა...ამოისუნთქა და წამის მერე ისევ შეუგუბდა ფილტვებში ჰაერი, გულიც კვლავ ყურისწამღებად აუხმაურდა მკერდში, კისერზე წავლებულმა ძლიერმა თითებმა უხეშად რომ დაითრიეს , შუბლზე იარაღის ცივი ლულა იგრძნო და ზედმეტად სუსხიანი მზერა, ვენებში სისხლი რომ გაუყინა რამდენიმე წამით გული გაუჩერა, მერე კი ისეთი ხმაურით აუძგერა, ყურებში სმენა დაეხშო და აიძულა ხმაურიანი მუხრუჭით შეეჩერებინა მანქანა.
-რას აკეთებ?-ამოიჩურჩულა და საკუთარი ხმა ვერ იცნო.
-აი, ეგ! მე უნდა მეკითხა…-დაჭიმული ყბებით გამოცრა აბაშიძემ და იმწამსვე იარაღის საკეტმაც გაიტკაცუნა ავისმომასწავებელად- რას აკეთებდი იქ?
-არ ვიცი…
-არ იცი? რა არ იცი?!-იღრიალა განრისხებულმა მამაკაცმა და მთელი ტანით მიწოლილმა კიდევ უფრო შეაზარდა სავარძელს ფოთოლივით აცახცახებული-ვინ ხარ და რა დედისტყვნა გინდოდა იქ?
-არ ვიცი...
-კიდევ ერთი "არ ვიცი" და ტვინს გაგასხმევინებ!
-არ ვიცი...არ ვიციი…-მაინც დაპროგრამებულივით გაიმეორა ქალმა და ვერც კი მიხვდა ისე გადავიდა კივილზე-არ ვიცი რა ჯანდაბამ მომიყვანა იმ წყეულ ადგილზე! არ ვიცი, ხოო…დედის სულს ვფიცავარ არ ვიცი…-ბუტბუტებდა სრულიად არეული და მარწუხებივით წაჭერილი თითებიდან თავის დახსნას ამაოდ ცდილობდა…-ვერ ვსუნთქავ...გამიშვი…
-შენი დედაც…-უმისამართოდ შეიკურთხა დაჭიმული ყბებით, მერე კი ძლიერად ჩავლებული თითები ნელ-ნელა შეუშვა ქალს...რომელმაც ფილტვებში დაგუბებული ჰაერი ერთიანად გამოუშვა და მთელი სხეულით აკანკალებულს არ დასცალდა მშვიდად სუნთქვა...წითლად შეღებილმა საკუთარმა, ქათქათა პერანგმა მიიქცია მისი ყურადღება და უკვე ვეღარც ითვლიდა , მერამდენედ გადაუტრიალდა დაძაბულობისგან გული...მიხვდა, მისი არ იყო ეს სისხლი და მამამაცისკენ გადაიტანა ამღვრეული მზერა...ჯერ კიდევ რისხვით სავსე , დაძაბული ყბებით და დასისხლიანებული თვალებით რომ არ აცილებდა მზერას, გაფითრებული შუბლი ოფლის მსხვილი წვეთებით დაცვაროდა და ნესტოებით მძიმედ ისუნთქავდა ჰაერს...მზერა მის სხეულზე გადსიტანა, მერე კი ავტობანის ლამპიონებიდან წამოსულ სინათლეზე მკაფიოდ გაარჩია მარჯვენა ფერდთან, ტყვიისგან გაგლეჯილი კანი საიდანაც მდორედ,მაგრამ უწყვეტ ნაკადად მოჟონავდა მეწამული სითხე…
-ექიმი გჭირდება…ბევრი სისხლია…-ამოილაპარაკა ჩავარდნილი ხმით და ისევ მამაკაცის სახეზე გადაიტანა მზერა, ცივად რომ უბრძანა:
-საავადმყოფოსკენ წადი!
-არ ვიცი...
-შენ რა იყო "არ ვიცი"-თ ხარ გაკეთებული?-ირონიით გაიჟღინთა მამაკაცის ხმა.
-გზა არ ვიცი…-ძლივსგასაგონად ამოიჩურჩულა ქალმა და ძალიან არ უნდოდა, მაგრამ მიღებულმა შიშმა , სტრესმა და მამაკაცისგან წამოსულმა სუსხმა თავისი გაიტანეს და მისდაუნებურად, მაინც მოასკდა ყელში მძიმე ბურთი და თვალებიც წამში აემღვრა...ჯებირებ გადალახულმა ცრემლებმა კი ძალდაუტანებლად იწყეს სახეზე დენა…ადვილად წარმოიდგინა რა სანახავი იყო , აბაშიძემაც ჯერ ხმაურით რომ შეისუნთქა ჰაერი მერე კი მზერა მოარიდა და შედარებით მშვიდი ტონით მიუთითა.
- პირდაპირ იარე და პირველივე გზაჯვარედინზე, მარცხნივ გადაუხვიე...
ნერვებისგან აცახცახებული ხელით ისევ ჩართო ძრავი და ადგილიდან დაძრა მანქანა, მერე კი, ისეთი სისწრაფით მიყავდა, ზოგადად ფრთხილსა და ზედმეტად კანონმორჩილ მძღოლს, ცხოვრებაში რომ არ უტარებია…მთელ სხეულში მომსკდარ ადრენალინში გახვეული, ყურადღებას არ აქცევდა უკმაყოფილო მძღოლთა სიგნალებს და ყურადღების მთელი დაძაბვით ცდილობდა გზაჯვარედინი არ გამორჩენოდა...შიგადაშიგ კი დამფრთხალი მზერით გადმოხედავდა ხოლმე მამაკაცს, მისი მდგომარეობა რომ შეემოწმებინა...დარჩენილი გზა ხმა რომ აღარ ამოუღია, თვალებდახუჭულს კეფა სავარძლის საზურგეზე მიედო და სუნთქვა თანდათან უფრო უმძიმდებოდა...მისი ჭრილობიდან კი ისევ უწყვეტად ჟონავდა სისხლი...
-ლუკა…-საჭისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე შეეხმიანა ქალი და არ გაცემულმა პასუხმა ისედაც ნერვების ზღვარს გადასული უარეს პანიკაში ჩააგდო- ლუკა! - ქალის ხმამაღალ კივილზე მაშინღა იკადრა თვალების გახელა და დაჭიმული ყბებით გამოცრა:
-რა გაკივლებს? აი, რა ჯანდაბა გაკივლებს?
-თვალებს ნუ ხუჭავ…მეშინია...ადამიანი არა ხარ?- იკივლა ნიამ..თვალები ხელახლა აემღვრა და ისევ აეტირა.
-არ ვკვდები , დაწყნარდი! არ არის საჭირო დრამატიზება…-გაეცინა მამაკაცს და ამ უმცირეს მოძრაობაზე კი მწველმა ტკივილმა დაურბინა სხეულში - მარჯვნივ გაუხვიე და ეგ არის...
დაბინდული მზერიდან ისღა გაარჩია , როგორ გადახტა ხმაურით დამუხრუჭებული მანქანიდან სანიკიძე და მიმღებთან შეკრებილ ექიმთა ჯგუფს მივარდა...რამდენიმე სიტყვა სწრაფად მიაყარა და ეს უკანასკნელნიც მაშინვე გამოცოცხლდნენ...არ აწყობდა საავადმყოფოში მისვლა,რასაც კარგად იცოდა რომ პოლიციის ჩარევა, დაკითხვები და ზედმეტი ხმაური მოყვებოდა... მაგრამ სხვა გზაც არ ქონდა, ჭრილობა რომ სერიოზული იყო , ამას აუტანელი ტკივილი, ძლიერი სისხლდენა და ის ბურუსიც ახვედრებდა,მთელი გზა რომ ითრევდა გონების დასაკარგად, მაგრამ არ ნებდებოდა, ეხლა კი ისე შემოუტია ნამდვილად აღარ ჰქონდა მასთან საბრძოლველად ძალა დარჩენილი...
-შენი დედაც…-გამოცრა განრისხებულმა , ჭრილობას კიდევ ერთხელ დახედა უკმაყოფილოდ, თვალებდახუჭულმა ისევ სავარძლის საზურგეს მიაყრდნო კეფა მერე კი გონება იქამდე დაკარგა ვიდრე სწრაფად მოვარდნილ ექიმთა ჯგუფი საკაცეზე გადაიყვანდა...

როგორ შემიყვარდა კრიმინალიWhere stories live. Discover now