სად მივდივართ?- უკვე მესამედ იკითხა ნიამ და მოუთმენლად გადახედა საჭესთან მჯდარ მეტრეველს
- ხომ გითხარი.. სურპრიზია - მეთქი! -გაუცინა გიორგიმ, ისე რომ საჭისთვის თვალი არ მოუშორებია
- ვეღარ ვითმენ ისე მაინტერესებს.. - მოუსვვენრად წრიალებდა გოგონა
- ცოტა დარჩა, ნია... - თვალები აატრიალა მეტრეველმა და ქალის მოუთმენლობაზე თბილად ჩაეცინა
- მიმანიშნე მაინც.. - მუდარით სავსე თვალებით გახედა გოგონამ
- ნია...
- ოჰ , კარგი !- დანებების ნიშნად ხელები აწია ნიამ და გაღიმებულმა ფანჯრიდან სწრაფად მონაცვლე ხედებს გახედა.. გიორგიმ მანქანა წყნეთის გზატკეცილზე გადაიყვანა და ათი წუთის შემდეგ ერთ-ერთ ქუჩაზე, ხის თანამედროვე მესრით შემოღობილი სახლის წინ შეაყენა. ძრავი გამორთო და ნიას ღიმილით გადახედა
-მოვედით...
- დაახლოებით უკვე ვხვდები რაც ხდება.. - ჩაილაპარაკა ნიამ და იგრძნო როგორ აუჩქარდა სიხარულისაგან გული
- თვალები დახუჭე.. - გაუცინა მეტრეველმა
- კარგი რა.. - შუბლი შეიკრა ნიამ
- თვალები დახუჭე!- კატეგორიული იყო მეტრეველი, და როცა ნიამ მისი თხოვნა შეასრულა , მანქანიდან გადავიდა და მასაც დაეხმარა გადმოსვლაში, შემდეგ კი ეზოს კარი გააღო და გოგონა შიგნით შეატარა.
- გაახილე .. - უჩურჩულა ყურში.
ნიას აღარ დაუყოვნებია. თვალები სწრაფად გაახილა და მის წინ გადაშლილი სანახაობით სუნთქვა შეეკრა.. ეზოს შუაგულში თანამედროვე, ორსართულიანი საშუალო ზომის სახლი წამომართულიყო. მის წინ , ასევე საშუალო ზომის , ცისფერ აუზში სანთებით განათებული წყალი ლივლივებდა.. ეზოში ოსტატურად დაეგოთ ასფალტი, ბაღი კი ულამაზესი მცენარეებითა და ყვავილებით გაემწვანებინათ.. ყველაფერი საოცარი გემოვნებით და დახვეწილობით იყო მოწყობილი. ეს სახლი გიორგი მეტრეველის ოცნება იყო.. დიდ ხანს მუშაობდა იგი ამ სახლის აშენებაზე და მისი მთავარი დამხარე და მრჩეველი სწორედ ნია იყო. ის კი არა, თამამად შეიძლება ითქვას კიდეც, რომ სახლი ნიას გემოვნებით უფრო იყო მოწყობილი ვიდრე თავად მეტრეველის.. თუმცა გიორგი არასდროს ანახებდა ნიას სახლს შენების პროცესში... იმ მომენტს ელოდებოდა როცა იგი საბოლოო სახეს მიიღებდა და პირობის მიხედვით, მხოლოდ მაშინ ანახებდა სახლს სანიკიძეს..
- გიო.. - აღტაცებით სავსე თვალები შეანათა მეგობარს რამდენიმე წამით უხმოდ მდგარმა ნიამ
- მოგწონს? - თბილი ღიმილით დააჩერდა მეტრეველი
- ულამაზესია.. - გულწრფელი იყო გოგონას პასუხი
- შენი დამსახურებით.. - თვალებით მიეფერა მეტრეველი
- გილოცავ.. - გაუცინა ნიამ და ძლიერად გადაეხვია მეგობარს, მეტრეველმა მჭიდროდ მოიქცია გოგონას სუსტი სხეული მკლავებში და თმაზე აკოცა
- წამოდი შიგნიდანაც ვნახოთ.. - ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა.
სახლის ინტერიერიც ისეთივე გემოვნებით იყო შესრულებული, როგორც ექსტერიერი.. მართალია , ოთახებშიც თანამედროვე სტილი დომინირებდა , თუმცა არა ზედმეტად. ძვირადღირებული დივანი , სკამები და სხვა ავეჯი მაინც მყუდრო გარემოს ქმნიდა სახლში.
- აბა?- იკითხა მეტრეველმა, რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი , მშვიდი ღიმილით მისჩერებოდა სახლის თვალიერებაში გართულ გოგონას
- იცი? მგონი ცოტა მშურს.. - ეშმაკურად გამოხედა ნიამ მეგობარს - მეც მინდა ესეთ სახლში ცხოვრება.. - მეოცნებე მზერით გადახედა სახლს
- და შენი და ჩემი რამ გაყო?- წარბები აზიდა მეტრეველმა - დღესვე შეგიძლია გადმოხვიდე ჩემთან..
- მადლობა.. - თეატრალურად დაუკრა თავი სანიკიძემ - მაგრამ იყოს , ისევ ჩემი ძველი ერთოთახიანი მირჩევნია..
- როგორც გინდა - თვალები აატრიალა მეტრეველმა -ეხლა წამოდი ეს ამბავი აღვნიშნოთ.. - ქალს ხელი ჩაკიდა და ეზოში, აუზის გვერდით გაშლილ სანთლებით გაწყობილი მაგიდისაკენ წაიყვანა.