10 თავი

311 12 2
                                    

შენ ისევ შენსას უბერავ , ხო?! - ავად შეუღრინა მამაკაცმა.
- მისმინე...
-მოიცადე! - გამოცრა აბაშიძემ და ჰაერი ღრმად შეისუნთქა სიბრაზე ოდნავ მაინც რომ დაეოკებინა- ჯერ მე გეტყვი, რომ საერთოდ არ ვარ შენთან თამაშის ხასიათზე... ეს იმისთვის რომ მერე არ მითხრა არ გაგიფრთხილებივარო! ეხლა კარგად დაფიქრდი და შემდეგ ისე მითხარი რაზე მირეკავ! გისმენ, დაიწყე..
- ტელეფონში ვერ გეტყვი ლუკა.. - ერთიანად შეცვლილი ხმით უპასუხა თიკამ რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ - მისამართ გეტყვი და აქ მოდი..
- მიკარნახე! - მოუჭრა აბაშიძემ და როცა ქალმა მისი ბრძანება შეასრულა, ტელეფონი გათიშა , საჭე მკვეთრად მოატრიალა და მარჯვენა სანაპიროსაკენ აიღო გეზი.
კლუბი " ატმოსფერო" დედაქალაქის პრესტიჟული დაწესებულებების რიცხვებში შედიოდა, გახსნის დღიდან საკმაოდ რესპექტაბელური სახელი ჰქონდა და თბილისის სხვა კლუბებისაგან განსხვავებით იქ ვერსად ნახავდით ნარკოტიკებს და მეძავებს. სწორედ ამის დამსახურება იყო ისიც რომ დედაქალაქის თბილისის ელიტის წარმომადგენლები , პირველ რიგში ,ამ კლუბს ირჩევდნენ გასართობ ადგილად. სწორედ მისი მისამართი უკარნახა თიკამ აბაშიძეს. "ატმოსფერო" ლუკამ ქალის ზარიდან ხუთი წუთის გასვლის შემდეგვე შენიშნა გზიდან . მოწყვეტით დაამუხრუჭა მანქანა და იქიდან გადმოსული სწრაფი ნაბიჯით წავიდა განმარტოებით მდგარი შენობისაკენ, რომლის წინაც ცივი წვიმიანი ღამის მიუხედავად, მაინც მრავლად ირეოდნენ უკვე კარგად შეზარხოშებული ახალგაზრდები და ხმამაღალი სიცილ- ხარხარით აყრუებდნენ არემარეს. ლუკამ შორიდანვე დალანდა თეთრ მაისურსა და ჯინსის შორტებში გამოწყობილი თიკა, რომელიც თეთრი ჰიუნდაის ძარაზე შემოსკუპებულიყო და მამაკაცისაკენ მზერა მიპყრობილი მშვიდად აბოლებდა თხელ თითებში მოქცეულ სიგარეტს.
- გისმენ, რა გაქვს სათქმელი- პირდაპირ საქმეზე გადავიდა აბაშიძე . პარალელურად ჰაერი ღღმად შეისუნთქა და ყველანაირად ეცადა მთელ არსებაში მოწოლილი სიბრაზე.
- ოჰოო... ვიღაცა ძალიან გაბრაზებულია.. - მისი რეაქცია შეუმჩნეველი არ დარჩენია ქალს
- ეგრეა..ამიტომ , გირჩევნია მოკლედ და კონკრეტულად მითხრა რა გინდა და მერე მივდივარ!. - თვალი თვალში ცივად გაუყარა ქალს, რომელმაც სიგარეტის ნამწვი შორს მოისროლა , ძრავიდან ჩამოხტა და წინ აესვეტა მამაკაცს
- მომენატრე - გაუღიმა ფართოდ, თუმცა ღიმილი მალევე გაუქრა და სახე ტკივილმა დაუმანჭა , აბაშიძის ძლიერი ხელები რომ ჩააფრინდნენ მხრებში.
- შენ ხო არ უბერავ, გოგო?!- სახეში ჩასძახა გაცოფებულმა მამაკაცმა - შენთან თამაშის ხასიათზე არა ვარ- მეთქი გითხარი ! მაინც რატომ მაღიზიანებ?!
-გამიშვი, მტკივა.. - სახედამანჭულმა ქალმა მუდარით მიაპყრო თვალები მისკენ მილიმეტრებში დაშორებულ კაცის სახეს
- ფეხებზე მ*იდია..სათქმელი მითხარი, დროზე!
- იქ.. - ხელი კლუბის შენობისკენ გაიშვირა თიკამ - ერთი ისეთი ადამიანია, რომელთანაც ლაპარაკი დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დაგაინტერესებს.
აბაშიძემ ერთხანს უხმოდ უყურა მისგან ქალს. ბოლოს ცივად შეუშვა ხელი, განზე გადგა და დასამშვიდებლად სიგარეტს გაუკიდა. აუჩქარებლად მოქაჩა, შემდეგ კი ისევ ქალს მიუბრუნდა , რომლისთვისაც პირვანდელ ელდას გადაევლო და ეხლა ძველებური თავდაჯერებით შეჰყურებდა მამაკაცს .- ვინ არის ?
- ლაშა ნოზაძე.. - მხრების აჩეჩვით მიუგო თიკამ
- კონკრეტულად ილაპარაკე თიკა, კონკრეტულად ამის დედაც- სახე მოეღრუბლა მამაკაცს- ვინ ჩემი ყ*ეა ლაშა ნოზაძე?
- ილია ახობაძის ერთ- ერთი ყოფილი ჩიტუნაა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული შენი დის მკვლელობაზეც შეიძლება იცოდეს რამე.. - მიუგო ქალმა და კმაყოფილებით გაიღიმა ,როცა მამაკაცის დაინტერესება შენიშნა .
აბაშიძეს ბევრი აღარ უყოყმანია. სიგარეტის ნამწვი სველ ასფალტზე მოისროლა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა კლუბის შესასვლელისაკენ. თავი არ შეუწუხებია უკან ადევნებული თიკასთვის რამის სათქმელად , რადგან კარგად იცოდა რომ აზრი არ ჰქონდა, და ისე შეაბიჯა გამაყრუებელი მუსიკით მოცულ შენობაში.

როგორ შემიყვარდა კრიმინალიDonde viven las historias. Descúbrelo ahora